გარემოსდაცვითი კონტროლი
2005 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გარემოს დაცვის ინსპექციის შექმნა, თავის დროზე, აღიარებული იქნა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან განხორციელებულ ღონისძიებად გარემოს დაცვის სფეროში. 2011 წლის საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, აღნიშნული ორგანო გაუქმდა, ხოლო ინსპექციის ფუნქციები სხვა უწყებებში გადანაწილდა.
2013 წლის რეორგანიზაციის შედეგად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში კვლავ შეიქმნა გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის ორგანო - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - რომელიც უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.
დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი სფეროა ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, მათ შორის, საქართველოს ტყის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნარჩენების მართვისა და ქიმიური უსაფრთხოების, გარემოს დაცვის სფეროში გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლი.
ცხელი ხაზი - 153
ინფორმაციის, მათ შორის, სამართალდარღვევების შესახებ შეტყობინების ოპერატიული მიღებისა და რეაგირების მიზნით შეიქმნა 24-საათიანი სატელეფონი კავშირი.
ივნისი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
3456789
გამოკითხვა თქვენი აზრით, აღმოფხვრის თუ არა დანაგვიანების პრობლემებს დაწესებული სანქციები?