გარემო და ჯანმრთელობა
ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრება ადმიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. ამ უფლების დაცვა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ცნებაში „გარემო და ადამიანის ჯანმრთელობა” გულისხმობს ადამიანის ჯანმრთელობისა და ავადობის იმ ასპექტებს, რომლებიც განპირობებულია გარემო ფაქტორებით. ამ ცნების ქვეშ ასევე მოიაზრება ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციური ზემოქმედების მქონე გარემო ფაქტორების შეფასებისა და კონტროლის განხორციელება. აქვე უნდა განიმარტოს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით ცნებაში „გარემო” იგულისხმება არა მხოლოდ ადამიანის ორგანიზმზე პათოლოგიური ზემოქმედების მქონე, გარეშე ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორები და ბუნებრივი გარემოს კომპონენტები, მაგალითად ატმოსფერო, ნიადაგი და წყალი, არამედ ასევე (ხშირად არაპირდაპირი ზემოქმედების მქონე) საცხოვრებელი გარემოს ელემენტები, როგორიც არის: შენობები, სამუშაო და გასართობი ადგილები.
ადამიანის ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ გარემო ფაქტორებს მიეკუთვნება: ქიმიური და ბიოლოგიური რეაგენტებით დაბინძურებული ჰაერი, წყალი და ნიადაგი; ულტრაიისფერი მაიონიზირებელი გამოსხივება; ხმაური და ელექტრომაგნიტური ველი; პროფესიულ საქიანობასთან დაკავშირებული რისკები; ადამიანის ზემოქმედების შედეგად გამოწვეული კლიმატის ცლილება; ეკოსისტემების ცლილება და სხვა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებით შესაძლებელია ყოველწლიურად 13 მილიონი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილება. მსოფლიო ჯანდაცვის ანგარიშში მოცემულ დაავადებათა და ტრამვების 102 კატეგორიიდან 85-ის გამოწვევაზე გარემო ფაქტორები პირდაპირ ან ირიბ გავლენას ახდენენ.
მსოფლიო მოსახლეობის 2012 წლის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გამოკვლევის თანახმად, საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა საშუალოდ 74 წელს შეადგენდა და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიო რეიტინგში 89-ე ადგილს იკავებდა. ეს მაშინ, როცა რეიტინგის ლიდერ ქვეყნებში, შვეიცარიასა და იაპონიაში, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 83 და 84 წელს აღწევდა.
თებერვალი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272812345
6789101112
გამოკითხვა თქვენი აზრით, აღმოფხვრის თუ არა დანაგვიანების პრობლემებს დაწესებული სანქციები?