ბმულები
საიტის რუკა
ENG
GEO
Search for:
მთავარი
ჩვენ შესახებ
ცენტრის მისია
სტრუქტურა
თანამშრომლები
დოკუმენტები
ჩვენი პროექტები
ვაკანსიები
სერვისები
მომსახურება
ტარიფები
სარეგისტრაციო ფორმა
მედია
სიახლეები
ბიულეტენი
სტატიები
გალერეა
ბროშურები
პუბლიკაციები
ვიდეო გალერეა
საჯარო ინფორმაცია
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი
ენციკლოპედია
პრაქტიკული რჩევები
ეს საინტერესოა
წითელი ნუსხა
ბიბლიოთეკა
ლექსიკონი
ძებნა თემების მიხედვით
ძებნა ანბანის მიხედვით
იერარქიული ძებნა
სწრაფი ძებნა
დოკუმენტები
ეროვნული მოხსენებები
წლიური ანგარიშები
სამოქმედო გეგმები
საინფორმაციო ბიულეტენები
მრავალმხრივი ხელშეკრულებები
საერთაშორისო ხელშეკრულებები
გზნ რუკა
GCF
ინფოგრაფიკა
ორგანიზაციები
ელექტრონული შეტყობინება
შეტყობინებები კანონდარღვევის შესახებ
მწვანე ასისტენტი
დასვი შეკითხვა
გამოწერა
სექტორის მიმოხილვა
მონაცემები
მონაცემები
სტატისტიკა
რუკები
პროექტები
მიმდინარე პროექტები
დასრულებული პროექტები
კანონმდებლობა
კანონი
ბრძანება
ბრძანებულება
დადგენილება
განკარგულება
კონვენცია
დირექტივა
შეთანხმება
დოკუმენტები
ანგარიში
სტრატეგიული დოკუმენტი
გაიდლაინი
ტრენინგმოდული
პუბლიკაცია
სხვა
რადიაციული უსაფრთხოება
რადიაცია
რადიაცია, ანუ მაიონებელი გამოსხივება წარმოადგენს რადიოაქტიური ნივთიერების მიერ გამოსხივებულ ნაწილაკებს ან მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტურ ტალღას, რომელსაც აქვს უნარი გარემოში გავლისას გამოიწვიოს მისი იონიზაცია.მაიონებელი გამოსხივება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ყოფა-ცხოვრებაში. ბირთვული და რადიაციული საქმიანობა რადიოაქტიური მასალებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო-კვლევით გამოყენებასთანაა დაკავშირებული. არსებობს მაიონებელი გამოსხივების როგორც ბუნებრივი (კოსმოსი, დედამიწის ქერქი,საშენი მასალა, რადონი, საკვები), ასევე ხელოვნური (რენტგენის აპარატი, ფარმაკოლოგიური და სამრეწველო რადიოიზოტოპები, საწვავი) წყაროები, რომელთა გამოყენების სფეროც თანდათან ფართოვდება და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ რადიაციას ახასიათებს ბიოლოგიური მოქმედება (კერძოდ, იგი იწვევს ცოცხალი უჯრედების დაზიანებას, რაც უმეტეს შემთხვევაში სიმსივნის წარმოქმნის პოტენციური წინაპირობაა და სხვა), აუცილებელია ადამიანის დაცვა მაიონებელი გამოსხივების მავნე ზეგავლენისაგან.
რა არის ბუნებრივი რადიაცია?
დედამიწა მუდმივად იმყოფება კოსმიური სხივების ზეგავლენის ქვეშ. მათი ინტენსივობა დამოკიდებულია გეოგრაფიულ განედზე და ზღვის დონიდან მდებარეობაზე. ბუნებრივი რადიაციის ფონის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ბუნებრივ რადიოაქტიურ ელემენტებს, რომლებსაც შეიცავს დედამიწის ზედაპირული ფენა. ადამიანის დასხივების დოზა დამოკიდებულია საცხოვრებელ გარემოზე, სასმელ წყალზე, მასალაზე, რომლისგანაც აშენებულია საცხოვრებელი ან სამუშაო გარემო, მაგალითად: ხის სახლში რადიოაქტიური ფონი ორჯერ ნაკლებია ვიდრე აგურის ან ბეტონის სახლში. ცოცხალ არსებას განსჭვალავს თვით მის ორგანიზმში შემავალი ბუნებრივი რადიოაქტიური იზოტოპების გამოსხივებაც. ამ იზოტოპების რიცხვიდან მნიშვნელოვანია კალიუმ-40, რომელიც ძირითადად კონცენტრირებულია კუნთებში. ყველა ორგანიზმს ახასიათებს შერჩევითი მისწრაფებები სხვადასხვა იზოტოპების მიმართ (არჩევითი დაგროვების უნარი). ამჟამინდელ გეოლოგიურ ეპოქას ახასიათებს ბუნებრივი რადიაციის უფრო დაბალი დონე, ვიდრე ადრინდელ პერიოდში. ასევე აღსანიშნავია, რომ მოხდა ცოცხალი არსებების არსებულ ბუნებრივ რადიაციასთან შეგუება. მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვნება გამოირჩევა დასხივებისადმი განსხვავებული მდგრადობით: ძალიან მდგრადია მწერები, უფრო ნაკლებად ძუძურმწოვართა კლასი.
ბუნებრივი რადიაცია შესაძლოა ასევე განვიხილოთ, როგორც ევოლუციისათვის აუცილებელი წერტილოვანი გენეტიკური მუტაციების წყარო, რაც დედამიწის ბიომრავალფეროვნების საფუძველია.
რა უნდა ვიცოდეთ?
• აუცილებელია იმის ცოდნა, რომ ადამიანის ორგანიზმს გააჩნია სითბოს, სიცივის, სუნის, გემოს აღმთქმელი რეცეპტორები, მაგრამ არ გააჩნია მაიონებელი გამოსხივების - რადიაციის ენერგიის აღთქმის სპეციალური რეცეპტორები. ამიტომ, რეალური საფრთხის აცილების მიზნით, დაუშვებელია და სახიფათოა: რადიოაქტიური წყაროების ან/და შემთხვევით ნაპოვნი უცნობი მეტალის (განსაკუთრებით სითბოს გამომყოფი ან რომელიც ანათებს სიბნელეში) ნივთების აღება და მისი გამოკვლევა, მათ შეუძლიათ დააზიანონ ადამიანის ჯანმრთელობა- კანის საფარი, ქსოვილები და სხვა). შესაძლოა ამდაგვარ ნივთებს ჰქონდეს რადიაციული საფრთხის ნიშანი.
რადონი
დედამიწის ქერქიდან რადიოაქტიური აირი ხვდება საზოგადოებრივ და საცხოვრებელ სათავსებში შენობების ნაპრალებიდან, საშენი მასალიდან, წყლიდან (განსაკუთრებით არტეზიული ჭაბურღილიდან), ასევე გაზის წვის შედეგად. ეს რადონია. პირველ სართულზე მისი რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ზედა სართულებზე, ვინაიდან იგი მძიმე აირია და მისი რაოდენობა მცირდება სართულის მატებასთან ერთად. თუ ოთახი ნაკლებად ნიავდება, იგი გროვდება და შესაბამისად იზრდება ფილტვის კიბოს დაავადების რისკი. ამ რისკის შესამცირებლად საცხოვრებელი ფართი ხშირად უნდა განიავდეს და შენობებში დამონტაჟებული ვენტილაციის სისტემები გამართულად უნდა მუშაობდეს.
რადიოაქტიური ნივთები
წარსულში ზოგიერთი ხელსაწყოს ციფერბლატების და ისრების სიბნელეში განათების მიზნით ხშირად იყენებდნენ მათი ზედაპირების რადიოაქტიური ნივთიერებებით დაფარვის ტექნოლოგიას. ეს ნივთები დღესაც შემორჩენილია და წარმოადგენს საფრთხეს ჯანმრთელობისათვის, რომელთა აღმოჩენისთანავე შეატყობინეთ მარეგულირებელ ორგანოს და იგი უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას სათანადო წესით.
სამედიცინო რადიოლოგიური გამოკვლევები
სამედიცინო ვიზუალიზაციის ერთერთ საშუალებას წარმოადგენს რენტგენის სხივების გამოყენება ისეთ დანადგარებში, როგორიცაა სამედიცინო რენტგენის აპარატი (რენტგენოგრაფია, რენტგენოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მამოგრაფია, უროგრაფია, ანგიოგრაფია). ასეთი პროცედურების ჩატარებისას უნდა გვესმოდეს შემდეგი უსაფრთხოების ასპექტები: დასხივების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე ორგანოებია - თვალი, ფარისებრი ჯირკვალი, სასქესო ორგანოები, რომლებიც გამოკვლევის დროს აუცილებლად დაცული უნდა იყოს შესაბამისი დაცვის საშუალებებით (სათვალე, საყელო, წინსაფარი და ა.შ.). ბავშვებისათვის, განსხვავებით მოზრდილებისგან, დადგენილია შემცირებული, სპეციალურად გათვლილი დასხივების დოზები.
რენტგენის გამოყენება გარკვეულ რისკს შეიცავს ორსულობის დროს. ეს პროცედურა ძალიან მავნეა ჩანასახისათვის ორსულობის ადრეულ პერიოდში. ამიტომ, ყველა საჭირო რენტგენის გამოკვლევა უმჯობესია გაკეთდეს ორსულობის წინ ან გადაიდოს მომავლისათვის გარდა იმ შემთხვევებისა როდესაცამგვარი გამოკვლევების ჩატარება სასიცოცხლო ჩვენებებით არის დასაბუთებული.
საქართველოს ტერიტორიაზე ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებაზე კონტროლს ახორციელებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი მიზანია ადამიანისა და გარემოს დაცვა მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან.
რადიაციული ფონის განმარტება დაშვებული ზღვარის შესახებ რადიოაქტივობა და გამოსხივება
აპრილი 2021
ორშ.
სამშ.
ოთხშ.
ხუთშ.
პარ.
შაბ.
კვ.
29
30
31
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
1
2
3
4
5
6
7
8
9
გამოკითხვა
თქვენი აზრით, აღმოფხვრის თუ არა დანაგვიანების პრობლემებს დაწესებული სანქციები?
კი
არა
ნაწილობრივ
არ ვიცი
სხვა
სწრაფი ბმულები
ეროვნული მოხსენებები
წლიური ანგარიშები
ანალიზური რუკები
ხშირად დასმული კითხვები
გაფართოებული ძიება
საძიებო სიტყვის მიხედვით
თარიღის მიხედვით
დოკუმენტების მიხედვით
სიახლეების მიხედვით
კანონმდებლობის მიხედვით
MEPA.GOV.GE
EIMS.EIEC.GOV.GE
AIR.GOV.GE
Copyright 2014. All right reserved