მიწა 

ნიადაგი დედამიწის ზედა ნაყოფიერი ფენაა, რომელიც შექმნილია ნიადაგწარმომქმნელ ფაქტორთა ხანგრძლივი ურთიერთქმედების შედეგად.
XIX ს-ის 80-იან წლებამდე ნიადაგი განიხილებოდა როგორც გეოლოგიური წარმონაქმნი. ნიადაგის არსებით თვისებას მისი ნაყოფიერება წარმოადგენს, რაც გულისხმობს მცენარის უზრუნველყოფას წყლით, სითბოთი და საკვები ნივთიერებებით. ნიადაგი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ძირითადი საშუალებაა.
ნიადაგი შედგება მკვრივი, თხიერი, აიროვანი და ცოცხალი ნაწილებისაგან. სხვადასხვა ნიადაგში და ერთსა და იმავე ნიადაგის სხვადასხვა ჰორიზონტში ამ ნაწილების რაოდენობა და თანაფარდობა განსხვავებულია.
მკვრივ ნაწილში ჭარბობს მინერალური ნივთიერებები, რომელიც წარმოიქმნება ქანების გამოფიტვის შედეგად. ქანების გამოფიტვა ხდება კლიმატური პირობების ზემოქმედებით. იგი სხვადასხვა ლანდშაფტურ ზონაში სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს. ქიმიური გამოფიტვა ყველაზე ძლიერ ახასიათებს ტენიან სუბტროპიკულ და ტროპიკული სარტყლის ნიადაგს. მაღალმთიან ადგილებსა და უდაბნოებში ჭარბობს ქანების მექანიკური გამოფიტვა. ნიადაგის მკვრივ ნაწილზე დიდადაა დამოკიდებული მისი ნაყოფიერება. იგი განსაზღვრავს ნიადაგის შთანთქმისუნარიანობას. ყველაზე დიდი შთანთქმისუნარიანობა ახასიათებს კოლოიდებით მდიდარ შავმიწებს და წითელმიწებს. 
ნიადაგის მკვრივ ნაწილში შედის აგრეთვე ორგანული ნივთიერება, რომელიც ძირითადად ჰუმუსოვანი ნივთიერებისაგან შედგება. ორგანულ ნაწილში შედის აგრეთვე მცენარეული, ცხოველური და მიკრობული წარმოშობის შენაერთები.
ნიადაგის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის. ეს არის სახელმწიფოებრივი პრობლემა, რადგან საქართველოში, სადაც ნიადაგის დაბინძურების, ეროზიული პროცესების, ნიადაგის მეორეული დაჭაობებისა და დამლაშების, სასარგებლო წიაღისეულის და საშენი მასალების ღია წესით მოპოვების, ადამიანის არასწორი სამეურნეო მოქმედების შედეგად დიდია ნიადაგის დანაკარგები.
საქართველოში მიწის რესურსების სფეროში მიწის დეგრადაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან საკითხს. გადაჭარბებული ძოვება, ტყის საფარის კარგვა და ტერიტორიების დაუგეგმავი ათვისება ურბანული განვითარების მიზნით, მიწის დეგრადაციის გამომწვევი მთავარი ფაქტორებია. ნიადაგის ეროზია, რომელიც რიგ შემთხვევებში ბუნებრივი მოვლენაა, მწვავდება ადამიანის მიერ ნიადაგის არამდგრადი გამოყენებით. ნიადაგის ნაყოფიერება დამოკიდებულია ასევე დამლაშების ხარისხზე. აღნიშნული პროცესები გამოწვეულია ქანების გამოფიტვით, რომელიც ყალიბდება ნაკლებად მინერალიზებული გრუნტის წყლის გავლენით და სხვ. ნიადაგის ნაყოფიერება მცირდება ნიადაგის ჭარბი მჟავიანობითაც. გარდა ამისა, ნიადაგი ბინძურდება სოფლის მეურნეობაში სასუქების (ორგანული და მინერალური) და შხამქიმიკატების არამდგრადი გამოყენებით, ნიადაგში მძიმე მეტალების მოხვედრით, ასევე ნიადაგების საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენებით დაბინძურებისას.
მიწის დეგრადაცია შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული/შერბილებული ეფექტიანი მიწის პოლიტიკის არსებობით ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე.
მარტი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
272812345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789
გამოკითხვა თქვენი აზრით, აღმოფხვრის თუ არა დანაგვიანების პრობლემებს დაწესებული სანქციები?