კლიმატის მწვანე ფონდი (GCF)   კლიმატის მწვანე ფონდთან (GCF) თანამშრომლიბა   კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) აკრედიტაციის საფეხურები

კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) აკრედიტაციის საფეხურები


კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) აკრედიტაციის პროცესის ფარგლებში გათვალისწინებულია განახცადების განხილვისა და დამუშავების სამი საფეხური:


საფეხური I: თანხმობა/დადასტურება და მზადყოფნა;

ეს საფეხური იმთავითვე გულისხმობს სპეციალურ ონლაინ აკრედიტაციის სისტემაში (Online Accreditation System (OAS) account)  მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებული შესაბამისი ანგარიშის გახსნას. ზოგადად, OAS-ის ელექტრონული სისტემა საშუალებას აძლევს განმცხადებელს ყოველთვის იყოს ინფორმირებული მისი განაცხადის სტატუსის შესახებ. აგრეთვე OAS- ის მეშვეობით შესაძლებელია დამატებითი მოთხოვნილი ინფორმაციის ატვირთვა და კითხვებზე რეაგირება. აკრედიტაციის განაცხადთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი დოკუმენტაციის შევსებისა და დასრულების შემდეგ განმცხადებელი აგზავნის მას OAS-ის მეშვეობით. განაცხადს ასევე თან უნდა ახლდეს ნომინირების წერილი რომელსაც გამოსცემს ეროვნული დანიშნული ორგანო (NDA). აკრედიტაციის განაცხადს ასევე თან უნდა დაერთოს სავარაუდო პროექტების წინასწარი კონტექსტი თითოეული პროექტის წვლილის განაწილების მიხედვით და ასევე ანალიზი იმისა თუ როგორ შესაბამისობაშია პროექტების განხორციელების მიზნები ფონდის ძირითად მიზნებთან. განმცხადებელმა ასევე უნდა წარადგინოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პროექტების/პროგრამების ადრეული განხორციელების გამოცდილების დასტური და უნდა აჩვენოს მისი უნარი ფუდიციური,  გარემოსდაცვითი,  სოციალური და გენდერული კრიტერიუმების დაკმაყოფილების თვალსაზრისით.

საფეხური II: აკრედიტაციის ფარგლებში განხლვა და გადაწყვეტილების გამოცხადება

სამდივნოსგან (secretariat) განაცხადის სისრულისა და შესაბამისობის დასტურის მიღების შემდეგ,  აკრედიტაციის კომისია (panel) იწყებს განაცხადის განხილვას, რათა დადგინდეს რამდენად შეესაბამება ის ფონდის სტანდარტებს. განაცხადის შეფასება დაეყრდნობა ე.წ. "მორგებული მიზნის" ფარგლებში შერჩეულ აკრედიტაციის დონეს, და სხვა შესაბამისი კრიტერიუმებთან ერთად შემოწმდება ფუდიციური,  გარემოსდაცვითი და სოციალური და გენდერული კრიეტრიუმების დაკმაყოფილების პოტენციალი. 

გადაწყვეტილება. საბჭო (board) განიხილავს კომისიის (panel) რეკომენდაციებს და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას აკრედიტაციის თაობაზე. აკრედიტაციის კვალობაზე საბჭომ შესაძლოა დააწესოს დამატებითი პირობები, რომლებიც უნდა შეასრულოს განმცხადებელმა.

საფეხური III: საბოლოო შეთანხმება:

მე-2 ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, მე-3 ეტაპით გათვალისწინებულია აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული ფორმალური ნაწილის დასრულება. ეს გულისხმობს განმცხადებელსა და ფონდს შორის ყველა საჭირო ფორმალობების მოგვარებასა და აკრედიტაციის ე.წ. „გენერალური შეთანხმების“ (Accreditation Master Agreement (AMA)) ხელმოწერას. ეს საფეხური ასევე მოიცავს აკრედიტირებული ორგანიზაციის  მიერ გადახდის  დავალებების დადასტურებასა და რეგისტრაციას და ასევე აკრედიტირებულ პირსა და ფონდს შორის სამართლებრივი შეთანხმების გაფორმებას. აკრედიტაციის ფორმალურად მინიჭების შემდეგ, აკრედიტირებულ სუბიექტებს შეუძლიათ  წარადგინონ პროექტები და პროგრამების წინადადებები დაფინანსებისათვის კლიმატის მწვანე ფონდში (GCF).

 
დეკემბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
გამოკითხვა თქვენი აზრით, აღმოფხვრის თუ არა დანაგვიანების პრობლემებს დაწესებული სანქციები?