კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) ეროვნული დანიშნული ორგანო (NDA) ეროვნული დანიშნული ორგანო (NDA)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, როგორც ქვეყნის ეროვნული დანიშნული ორგანო (NDA), ახორციელებს მზადყოფნისა და მოსამზადებელ საქმიანობებს კლიმატის მწვანე ფონდის დაფინანსებაზე წვდომისათვის. ძირითადი მიზანია კლიმატის მწვანე ფონდში კოორდინირებული ჩართულობის ინსტიტუციური სტრუქტურების ჩამოყალიბება. ამის გარდა, მზადყოფნის საქმიანობები ხელს შეუწყობს ეროვნული დიალოგის პროცესის განხორციელებას და ასევე პრიორიტეტული საპროექტო იდეების გამოვლენასა და კონცეფციების შემუშავებას.