კლიმატის მწვანე ფონდი (GCF)   ეროვნული დანიშნული ორგანო (NDA)   კლიმატის მწვანე ფონდისთვის (GCF) მზადყოფნისა და მოსამზადებელი საქმიანობები საქართველოში
 

კლიმატის მწვანე ფონდისთვის (GCF) მზადყოფნისა და მოსამზადებელი პროგრამა საქართველოში
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, როგორც ქვეყნის ეროვნული დანიშნული ორგანო (NDA), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერით ახორციელებს კლიმატის მწვანე ფონდისთვის (GCF) მზადყოფნისა და მოსამზადებელ საქმიანობებს საქართველოში
 
საქართველოში კლიმატის მწვანე ფონდისთვის (GCF) მზადყოფნისა და მოსამზადებელი საქმიანობების კონკრეტული აქტივობები შემდეგია:
  • კლიმატის დაფინანსების საკოორდინაციო მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა სამინისტროებსა და სამთავრობო უწყებებს, რათა მოხდეს მათი კლიმატის მწვანე ფონდსა თუ სხვადასხვა მრავალმხრივი კლიმატური ფონდებში ჩართულობის კოორდინირება.
  • კლიმატის დაფინანსების საკოორდინაციო მექანიზმის ნაწილის სახით, კლიმატის მწვანე ფონდის დადასტურების პროცედურის ფორმალიზებული პროცესის ჩამოყალიბება აკრედიტირებული ორგანიზაციების მიერ შემუშავებული საპროექტო წინადადებებთან მიმართებით.
  • ეროვნულ დანიშნულ ორგანოში (NDA) ტექნიკური სამდივნოს ჩამოყალიბება, რომელსაც დაეკისრება საკოორდინაციო მექანიზმის მართვის ფუნქცია.
  • ცოდნის მართვის სისტემის შემუშავება კლიმატის მწვანე ფონდის პროექტების განვითარების, განხორციელებისა და მონიტორინგის შესახებ უახლესი ინფორმაციის ანალიზისათვის.
  • მრავალმხრივი დიალოგის წარმართვა, რომელიც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და პოლიტიკის მწარმოებელი ინსტიტუტების მეტ მონაწილეობას კლიმატის დაფინანსების სფეროში.
  • სტრუქტურირებული დიალოგის საშუალებით, პრიორიტეტული პროექტების/პროგრამების, მათ შორის საჯარო და კერძო სექტორებთან თანამშრომლობის პოტენციალის გამოვლენა, რაც იმთავითვე შესაბამისობაში მოდის ფონდის საინვესტიციო ჩარჩოებთან.
  • სტრუქტურირებული დიალოგის მეშვეობით პროექტების კონცეფციების შემუშავება, გამოვლენილი პრიორიტეტული საპროექტო იდეების საფუძველზე.
  • არსებულ და პოტენციურ აკრედიტირებულ ორგანიზაციებთან კონსულტაციების ჩატარება პროექტებისთვის პრიორიტეტული სფეროებისა და იდეების თაობაზე საქართველოში.
იანვარი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
გამოკითხვა თქვენი აზრით, აღმოფხვრის თუ არა დანაგვიანების პრობლემებს დაწესებული სანქციები?