კლიმატის მწვანე ფონდი წარმოადგენს UNFCCC-ის ფინანსური მექანიზმის მოქმედ ორგანოს, და სხვა საქმიანობებთან ერთად მიზნად ისახავს განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერას, რათა მათ განახორციელონ პარიზის შეთანხმება კლიმატის დაფინანსების ზრდადი გარემოს ფარგლებში.
კლიმატის მწვანე ფონდი რესურსების ოპერირებას ახორციელებს მისი აკრედიტირებული საერთაშორისო, რეგიონალური, ეროვნული ან ქვეეროვნული ორგანიზაციების მეშვეობით, და ისინი შეიძლება წარმოადგენდნენ საჯარო, კერძო ან არასამთავრობო სექტორებს. „აკრედიტირებული“ გულისხმობს, რომ ამ ორგანიზაციებმა გაიარეს კლიმატის მწვანე ფონდის აკრედიტაციის პროცესი და აკმაყოფილებენ ფონდის ფიდუციარულ სტანდარტებსა და გარემოსდაცვით მოთხოვნებს.
