კლიმატის მწვანე ფონდი (GCF)   კლიმატის მწვანე ფონდი (GCF)   კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) „მზადყოფნისა და მოსამზადებელი მხარდაჭერის პროგრამა“
 
კლიმატის მწვანე ფონდის „მზადყოფნისა და მოსამზადებელი მხარდაჭერის პროგრამა“

ქვეყნის მიერ პროცესების ფლობა და წარმართვა კლიმატის მწვანე ფონდის ბიზნეს მოდელის ძირითადი პრინციპებია. კლიმატის მწვანე ფონდი მხარს უჭერს განვითარებად ქვეყნებს ფონდთან ურთიერთობის კოორდინირებასა და ეროვნული ინსტიტუტების საშუალებით მის ფინანსურ რესურსებზე წვდომის ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერებაში.

შესაბამისად, ფონდმა შექმნა „მზადყოფნისა და მოსამზადებელი მხარდაჭერის პროგრამა“. იგი განვითარებად ქვეყნებში იმ სამინისტროებსა და თანამდებობის პირებს (ეროვნულ დანიშნულ ორგანოებს (NDAs) ან საკონტაქტო პირებს) ეხმარება, რომლებიც ახდენენ კლიმატის მწვანე ფონდში ეროვნული ჩართულობის კოორდინირებას.

პროგრამის მიზანია ეროვნული დანიშნული ორგანოს მხარდაჭერა ქვეყანაში დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციისა და დიალოგის წარმართვაში პოტენციური საპროექტო პრიორიტეტების გამოვლენის, ისევე როგორც აკრედიტირებულ ორგანიზაციებთან ერთად საპროექტო იდეების გენერირებისა და კონცეფციების შემუშავების მიზნით. ამასთან, განვითარებად ქვეყნებში მხარდაჭერა მიეწოდება ქვეეროვნულ, ეროვნულ და რეგიონულ ორგანიზაციებს რომლებიც მიმართავენ ფონდს აკრედიტაციისათვის.

კლიმატის მწვანე ფონდის მზადყოფნის პროგრამა მხარს უჭერს შემდეგ საქმიანობებს:

ა) ეროვნული დანიშნული ორგანოების (NDAs) ან საკონტაქტო პირების დაფუძნება და გაძლიერება; 
ბ) სტრატეგიული ჩარჩო-სტრუქტურის, მათ შორის ქვეყნის პროგრამების მომზადება; 
გ) აკრედიტაციაში მხარდაჭერა და პირდაპირი წვდომის მქონე აკრედიტირებული ორგანიზაციების მხარდაჭერა; დ) ეროვნული ადაპტაციის გეგმების ან/და დაგეგმვის პროცესების ჩამოყალიბება.
განვითარებად ქვეყნებში გაუტყეურებისა და ტყის დეგრადაციის შედეგად წარმოქმნილი ემისიების შემცირებასთან დაკავშირებული საქმიანობების (REDD+) მხარდაჭერა ხორციელდება მზადყოფნის პროგრამის საქმიანობის ყველა სფეროს ფარგლებში.
 
ოქტომბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
გამოკითხვა თქვენი აზრით, აღმოფხვრის თუ არა დანაგვიანების პრობლემებს დაწესებული სანქციები?