ნებართვები და ლიცენზიები

საქმიანობის ან ქმედების სახელმწიფო რეგულირება ლიცენზიით ან ნებართვით ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობა ან ქმედება უშუალოდ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებულ საფრთხეს ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის სფეროებს.

საქმიანობის ან ქმედების ლიცენზიით ან ნებართვით რეგულირების ძირითადი პრინციპებია:
•ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა;
•ადამიანის საცხოვრებელი და კულტურული გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა;
•სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა.
ლიცენზია არის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება.

მისი ძირითადი სახეობებია:
•სარგებლობის ლიცენზია - კანონით განსაზღვრული სახელმწიფო რესურსებით სარგებლობის უფლება. ლიცენზიის ეს სახეობა გაიცემა აუქციონის წესით გარკვეული ვადით;
•საქმიანობის ლიცენზია - კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება, გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.

ნებართვა არის განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ქმედების განხორციელების უფლება.
გარემოზე ზემოქმედების ნებართვას გასცემს საქართველოს გარემოსა დაბუნებრივი რესურსების დაცვის სამნისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით განუსაზღვრელი ვადით.
საქმიანობის დაწყებამდე აუცილებელია დაგეგმილი საქმიანობის შესწავლა და გამოკვლევა, რომლის მიზანიც არის გარემოს ცალკეული კომპონენტების, ადამიანის, ასევე ლანდშაფტის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. გარემოზე ზემოქმედების შეფასება შეისწავლის, გამოავლენს და აღწერს საქმიანობის პირდაპირ და არაპირდაპირ ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, მცენარეულ საფარსა და ცხოველთა სამყაროზე, ნიადაგზე, ჰაერზე, წყალზე, კლიმატზე, ლანდშაფტზე, ეკოსისტემებსა და ისტორიულ ძეგლებზე ან ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორის ერთიანობაზე, მათ შორის, ამ ფაქტორების ზეგავლენას კულტურულ ფასეულობებსა (კულტურულ მემკვიდრეობასა) და სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე.
კანონმდებლობის თანახმად, საქმიანობის გამნახორციელებელი ვალდებულია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენამდე მოაწყოს მისი საჯარო განხილვა.
საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილ შესაბამის დოკუმენტაციაზე ტარდება ეკოლოგიური ექსპერტიზა, რის საფუძველზეც დგება ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.
ნებართვა გაიცემა მხოლოდ ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნის არსებობის შემთხვევაში.
 
თებერვალი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272812345
6789101112
გამოკითხვა თქვენი აზრით, აღმოფხვრის თუ არა დანაგვიანების პრობლემებს დაწესებული სანქციები?