ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით
 


პროექტის მიზანი
სოფლად ეკონომიკურად ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის მიზნით ლანდშაფტისა და მიწის მდგრადი მართვის პრინციპებისა და პრაქტიკის ინტეგრირება ეროვნულ პოლიტიკასა და ინსტიტუციურ ჩარჩოებში.

პროექტის 3 ძირითადი კომპონენტი:

  1. პოლიტიკური, მარეგულირებელი და ინსტიტუციური რეფორმების გატარება ლანდშაფტისა და მიწის მდგრადი მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით;
  2. წარმოების სფეროში ლანდშაფტისა და მიწის მდგრადი მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის სარგებლის წარმოჩენა;
  3. გაუდაბნოების, მიწის დეგრადაციისა და გვალვის საკითხებზე ეროვნული შესაძლებლობების განვითარება და ცოდნის მართვა.

 

პროექტის მოსალოდნელი შედეგები:

შედეგი 1: ეროვნულ დონეზე შემუშავებული შესაბამისი საკანონმდებლო, პოლიტიკური და ინსტიტუციური ჩარჩო

შედეგი 2: ცოდნის გაღრმავება მიწის მდგრადი მართვის პრონციპებისა და ადგილობრივ დონეზე მისი მნიშვნელობის შესახებ

შედეგი 3: გაძლიერებული ეროვნული შესაძლებლობები მიწის მდგრადი მართვისთვის

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი უზრუნველყოფს პროექტის მესამე კომპონენტის "გაუდაბნოების, მიწის დეგრადაციისა და გვალვის საკითხებზე ეროვნული შესაძლებლობების განვითარება და ცოდნის მართვა" განხორციელებას.
ინიციატორი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
დონორი -
გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF)
განმახორციელებელი - გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP)
განმახორციელებელი საქართველოში - კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus)

განხორციელების პერიოდი
2016-2019წწ.


საკონტაქტო პირი:
ირინე ქუთათელაძე - გარემოს საინფორმაციო სამსახური; ელ.ფოსტა: irine.kutateladze@eiec.gov.ge; მობ: 577 966098

ივნისი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345