საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით, 2013 წლის 14 მაისს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სტრუქტურაში დაარსდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“. 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მისიაა:

შეასრულოს მედიატორის ფუნქცია გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემმუშავებელ და განმახორციელებელ რგოლებს შორის და უზრუნველყოს სამიზნე ჯგუფებისათვის სტრატეგიების, კანონმდებლობისა თუ პოლიტიკის მათთვის გასაგები ენითა და ფორმატით მიწოდება. 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ფუნქციებია: 
 
  • გარემოსდაცვითი ინფორმაციის ერთიანი ბაზის შექმნა და საჯაროობის ხელშეწყობა;
  • საზოგადოებისათვის გარემოს მდგომარეობის შესახებ დროული და ადეკვატური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა;
  • გარემოსდაცვით საკითხებზე გამოკითხვაში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა;
  • გარემოზე ზემოქმედების ანგარიშების საჯარო განხილვების შესახებ ინფორმაციის დროული გავრცელება;
  • გარემოსდაცვით კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებისა თუ ახალი სამართლებრივი აქტის ამოქმედების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
  • სამიზნე ჯგუფებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება შესაბამისი ღონისძიებების და საქმიანობების განხორციელებით;
  • გარემოსდაცვითი ინფორმაციისადმი საზოგადოების მოთხოვნის შესწავლა;
  • საქართველოში გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა და შესაბამისი საქმიანობების კოორდინაცია. 
აგვისტო 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910