განათლების პროექტების სამსახურის ძირითადი კომპეტენციები
 


 
  • სტრატეგიის შემუშავება პრინციპის – „გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის“ ხელშეწყობის მიზნით, სწავლების მიმართულებების განსაზღვრა,  სასწავლო გეგმების, თემატიკისა და პროგრამების მომზადება; 
  • კომპეტენციის ფარგლებში მეთოდური მითითებებისა და სასწავლო ლიტერატურის შემუშავება; 
  • გარემოსდაცვითი და აგრარული სფეროების სემინარების ორგანიზება, ტრენინგებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მომზადება და ჩატარება; 
  • სემინარების, ტრენინგებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების, შესაბამისი სპეციალისტების მომზადების ხელშეწყობა, სამეცნიერო საკონსულტაციო მომსახურებების განხორციელება და ცენტრის სახელით მონაწილეობა ამ ღონისძიებებში/საქმიანობებში; 
  • სხვადასხვა საგანმანათლებლო და სასერტიფიკატო პროგრამებში გარემოსდაცვითი და აგრარული კომპონენტების ჩართვის ხელშეწყობა; 
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი პროფესიული კურსების დანერგვის ხელშეწყობა; 
  • ადგილობრივი, პროფესიული და საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და საქართველოს განათლების, მეცნიერების,  კულტურისა  და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობა; 
  • კომპეტენციის ფარგლებში  საერთაშორისო ურთიერთობებში მონაწილეობა; 
  • კომპეტენციის ფარგლებში „მწვანე ეკონომიკისა“ და „მწვანე ბიზნესის“ ხელშემწყობი პროექტების კოორდინირება; 
  • მდგრადი განვითარების გარემოსდაცვითი და აგრარული კომპონენტების შესახებ ცნობიერების ამაღლების კოორდინირება;
  • გარემოსდაცვით სფეროსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სერტიფიცირების უზრუნველყოფა;
  • საზოგადოების აგრარული და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების უზრუნველყოფა, შესაბამისი სპეციალისტების მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და სწავლების ხელშეწყობა.
დეკემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345