ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

კონკურსი “მწვანე ჯილდო” - სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება

კონკურსი “მწვანე ჯილდო” - სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი უკვე მესამედ აცხადებს კონკურსს „მწვანე ჯილდო”, სადაც გამოვლინდება 2020 წლის საუკეთესო აღმზრდელი ან/და მეთოდისტი მთელი საქართველოს მასშტაბით.

კონკურსის წესები:

„მწვანე ჯილდოს” კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა აღმზრდელ-პედაგოგსა ან მეთოდისტს, რომელიც:

ამჟამად დასაქმებულია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში;
სააღმზრდელო პროცესში განხორცილებული აქვს „სკოლამდელი  გარემოსდაცვითი განათლების” (სახელმძღვანელო იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2MSs5uf) სახელმძღვანელოში მოცემული თემები (ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო; წყლისა და ენერგიის დაზოგვა; ნარჩენების მართვა).

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ნოემბერი.

კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად:

I ეტაპი - საკონკურსო განაცხადების შერჩევა
II ეტაპი - განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია

ორივე ეტაპის შედეგების მიხედვით სპეციალური კომისია გამოავლენს საუკეთესო ათეულს, რომელთაგან გამარჯვებულს გადაეცემა „მწვანე ჯილდო”.

ათეულის ყველა წევრს გადაეცემა სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქრები.

კონკურსში მონაწილეობისთვის ელექტრონულად შეავსეთ საკონკურსო განაცხადის ფორმა (word-ის ფორმატში) და დაურთეთ თქვენ  მიერ განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა (ერთ საქაღალდედ). ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.

საკონკურსო მასალების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ ელ.ფოსტაზე: education@eiec.gov.ge

გთხოვთ, გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ის ველი) მიუთითეთ: „მწვანე ჯილდო - სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება".

► ჩამოტვირთეთ საკონკურსო განაცხადის ფორმა

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ნათია სარალიძე - განათლების პროექტების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
ტელ.: +995 32 2 11 20 23
მობ.: +995 55 35 22 33
ელფოსტა: natia.saralidze@eiec.gov.ge

              

საჯარო განხილვები