ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა საქართველოს  ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტი       ახმეტის ინოვაციების ცენტრი     ქვეპროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტი ახმეტის ინოვაციების ცენტრი ქვეპროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

2017 წლის 26 ივნისს, 12:00 საათზე, ქ. ახმეტაში,  ახმეტის კულტურის სახლის შენობაში (მისამართი: ქ. ახმეტა, ჭანტურიას ქ. #1), გაიმართება, „ახმეტის ინოვაციების ცენტრის“ ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
ქვეპროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს  ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) მიმდინარე პროექტის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს ქ. ახმეტაში ინოვაციების ცენტრის მოწყობას.
ქვეპროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებ-გვერდებზე, ასევე შემდეგ მისამართებზე:

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ოფისი -  ოქროყანა, ინოვაციების ქუჩა #7; 
საკონტაქტო პირი - ნინო პატარაშვილი, გარემოსდაცვითი და სოციალური უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 92, ელ-ფოსტა npatarashvili@gita.gov.ge;  

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა - ქ. ახმეტა, ჩოლოყაშვილის ქუჩა № 49
საკონტაქტო პირი  - დავით აბულაძე, ადმინისტრაციის უფროსი, მობ.: 577 79 21 11, ელ-ფოსტა: akhmetagamgeoba@gmail.com

ახმეტის კულტურის სახლი -  ქ. ახმეტა, ჭანტურიას ქ. #1.

შენიშვნების და კომენტარების ელექტრონული სახით წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: esmf@gita.gov.ge

ქვეპროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის სანახვად გახსენით ფაილი

ქვეპროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა

საჯარო განხილვები