ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სასერტიფიკატო კურსები

მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სერტიფიცირება

მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების მსურველები წინასწარ უნდა დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს და ჩაეწეროთ გამოცდის ჩასაბარებლად:

საკონტაქტო პირი - ანა ცაცნაშვილი  მობ: 577951874

ელ.ფოსტა: info@eiec.gov.ge

მაცივარგენტზე მომუშავე უცხოენოვანი ტექნიკოსებისთვის გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია ინგლისურ და რუსულ ენაზე.

2018 წლის 1 იანვრიდან მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ ტექნიკოსს.
მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ პირს. მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე პირის სერტიფიცირების მიზანია, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების, ასევე ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების ან თბური ტუმბოების უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა. 
სერტიფიცირების ჩატარებასა და შესაბამისი სერტიფიკატის/მოწმობის გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოლფის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

სერტიფიცირება ხორციელდება სასერტიფიკატო გამოცდის/ტესტირების მეთოდით (იხ. საგამოცდო საკითხები დანართის სახით)

სასერტიფიკატო გამოცდაზე რეგისტრაციისთვის ფიზიკურმა პირმა ცენტრში უნდა წარმოადგინოს:

• პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი
• ფოტოსურათი 3/4-ზე (CD დისკზე)
• სასერტიფიკატო გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი
სასერტიფიკატო გამოცდაზე გასვლის საფასურია 100 ლარი, რომელიც ირიცხება შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:
მიმღები ბანკი: TRESGE22
მიმღები ბანკის დასახელება: სახელმწიფო ხაზინა
მიმღები ანგარიშის დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
მიმღების სახაზინო კოდი: 707377073
სასერტიფიკატო გამოცდაზე რეგისტრაცია ხორციელდება გამოცდის დაწყებამდე, გამოცდის ჩატარების ადგილზე
აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში პირი გამოცდაზე არ დაიშვება.
ფიზიკური პირის სერტიფიკატი მოქმედებს 5 წლის ვადით.

სასერტიფიკატო  გამოცდა

მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების სასერტიფიკატო გამოცდა ჩატარდება ყოველი სამუშაო დღეს, 10.00 საათიდან 17.00 საათის ჩათვლით.

საგამოცდო ტესტი შედგება 30 კითხვისგან
სასერტიფიკატო გამოცდის ხანგრძლივობაა 45 წუთი
ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით
დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 27 ქულა
შედეგები ცნობილი ხდება გამოცდის დასრულებისთანავე

გამოსაცდელი პირის გამოცდიდან მოხსნის ან მის მიერ უარყოფითი საგამოცდო შეფასების მიღების შემთხვევაში, გადახდილი სასერტიფიკატო გამოცდის საფასური უკან არ ბრუნდება. სასერტიფიკატო  გამოცდაზე განმეორებით გასვლის შემთხვევაში სასერტიფიკატო  გამოცდის საფასური გადაიხდება ხელახლა.

ინფორმაცია სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარების, ასევე, სერტიფიცირებული პირების შესახებ გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: (www.eiec.gov.ge).

ინფორმაცია მეწარმის სერტიფიცირების საკითხზე 

2024 წლის 1 იანვრიდან სერტიფიცირების ვალდებულება ეკისრება ყველა ინდივიდუალურ მეწარმესა და იურიდიულ პირს, რომელიც ემსახურება ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს ან/და ახორციელებს მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეძენას/გასხვისებას, შეგროვებას, რეციკლირებას, აღდგენას ან განთავსებას. სერტიფიცირების მიზანია, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების, ასევე ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების ან თბური ტუმბოების უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა. 

მეწარმის სერტიფიკატი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი ამ საქმიანობას ახორციელებს ერთი ან რამდენიმე დაქირავებული სერტიფიცირებული ფიზიკური პირის მეშვეობით.

მეწარმის სერტიფიკატის მისაღებად უნდა წარადგინოთ:

 

• განცხადება სერტიფიკატის მიღების თაობაზე - განცხადების ნიმუში იხილეთ დანართის სახით;
• ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
• შრომით ურთიერთობაში მყოფი ყველა ფიზიკური პირის სერტიფიკატი, მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი;
• დაქირავებული პირ(ებ)ის გარეშე მომუშავე ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – ფიზიკური პირის სერტიფიკატი;
• სერტიფიკატის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც დაქირავებული პირ(ებ)ის გარეშე ახორციელებს საქმიანობას ვალდებული არ არის აიღოს მეწარმის სერტიფიკატი!


 

 

სერტიფიცირების საფასურია 300 ლარი, რომელიც ირიცხება შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:
მიმღები ბანკი: TRESGE22
მიმღები ბანკის დასახელება: სახელმწიფო ხაზინა
მიმღები ანგარიშის დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
მიმღების სახაზინო კოდი: 707377073
მეწარმის სერტიფიკატი მოქმედებს 3 წლის ვადით.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ტელ: (032) 2 11 20 23 
ელ.ფოსტა: info@eiec.gov.ge

 

საჯარო განხილვები