ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის პროექტის შესახებ თემატური საჯარო განხილვები ტარდება

გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის პროექტის შესახებ თემატური საჯარო განხილვები ტარდება

საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა (2022-2026 წლები) მეოთხე ეროვნული პროგრამის (NEAP 4) პროექტის შესახებ თემატური საჯარო განხილვები მიმდინარეობს. საჯარო განხილვებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ონლაინ ფორმატში ატარებს და მასში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

თემატური საჯარო განხილვების თემებია: ატმოსფერული ჰაერის დაცვა, კლიმატის ცვლილება, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვა, წყლის რესურსების და შავი ზღვის გარემოს დაცვა, ბიომრავალფეროვნება და დაცული ტერიტორიები,  ტყის მართვა, გარემოსდაცვითი მმართველობა, ბუნებრივი საფრთხეებისა და რისკების მართვა, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება, მიწის რესურსების დაცვა, გარემოსდაცვითი განათლება.

აღნიშნული განხილვების მიზანია დოკუმენტის შემუშავების პროცესში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა და მათი შენიშვნებისა და მოსაზრებების გაზიარება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, შემუშავდა 2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის (NEAP 4) პროექტი.

საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამა წარმოადგენს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში ქვეყნის ძირითად სტრატეგიულ დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს დარგის გრძელვადიან სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და შესაბამის სამოქმედო გეგმას.

საჯარო განხილვები