ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

პროექტები

საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმის შესახებ გარემოსდაცვითი განათლების და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა

პროექტის მიზანი:

პროექტის ძირითადი მიზანია სატყეო სექტორის რეფორმასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების და განათლების დონის ზრდის ხელშეწყობა, ქვეყანაში რეფორმის განხორციელების გაძლიერების მიზნით.

მოსალოდნელი შედეგები:

1. ონლაინ ცოდნის მართვისა და ტრენინგის პლატფორმის განვითარება;

2. ტყის ეროვნული მონიტორინგისა და გაზომვის, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის (MRV) არქიტექტურის გაძლიერების ხელშეწყობა;

3. ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის (FIMS) მოდულების შემუშავების ხელშეწყობა;

4. ეროვნულ დონეზე ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება.

დონორი - კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) / გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).

განმახორციელებელი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (EIEC).

საკონტაქტო პირი: ნათელა ბლიაძე - პროექტის კოორდინატორი; ელ.ფოსტა - natela.bliadze@eiec.gov.ge

საჯარო განხილვები