გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს მიღებას ეკოლიდერთა სკოლაში.
ეკოლიდერთა სკოლაში სწავლა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს IX-დან XII კლასის ჩათვლით.
რატომ უნდა მოხვიდეთ ჩვენთან?
- კვალიფიციური ადამიანებისგან მიიღებთ ცოდნას გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ;
- გაეცნობით პლანეტის თანამედროვე გამოწვევებს და იმსჯელებთ პრობლემების გადაჭრის გზებზე;
- გაიუმჯობესებთ საკუთარი მოსაზრების წარდგენისა და პოზიციის დაცვის უნარებს;
- გაიუმჯობესებთ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარებს;
- გაიუმჯობესებთ კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარებს;
- შეიძენთ ახალ მეგობრებს.
-
სწავლებისას გამოყენებული იქნება მრავალფეროვანი მიდგომები:
- ლექცია
- როლური თამაშები
- დისკუსიები
- საველე გასვლა
- საინტერესო სტუმრები
პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქრები.
ეკოლიდერთა სკოლაში სწავლისათვის საჭიროა 25 თებერვლამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
მონაწილეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
- პირველი ეტაპი - აპლიკაციების გადარჩევა (პირველი ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებს დაგიკავშირდებით 28 თებერვლის ჩათვლით).
- მეორე ეტაპი - გასაუბრება ( მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დაგიკავშირდებით 6 მარტის ჩათვლით)
ეკოლიდერთა სკლაში სწავლა უფასოა!
შეხვედრები გაიმართება 9-დან 13 მარტის ჩათვლით თბილისში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში (მისამართი: მარშალ გელოვანის გამზირი #6).
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2sqI5Le
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით!
საკონტაქტო პირი: მარიამ არჩუაძე (597 77 23 57, mariam.archuadze@eiec.gov.ge);
ქეთევან შვანგირაძე ( 558 56 77 76; ketevani.shvangiradze@eiec.gov.ge ).