კონკურსი “დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე”


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით აცხადებს კონკურსს “დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე”:

ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
1-წუთიანი ვიდეომიმართვის კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
1-წუთიანი ვიდეომიმართვის კონკურსი სტუდენტებისთვის
ანიმაციური კლიპების კონკურსი გრაფიკოსებისთვის


კონკურსი იმართება პროექტის ფარგლებში - „ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება მონრეალის ოქმის განხორციელების ხელშეწყობისთვის“.

ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

კონკურსის პირობები:

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ესე თემაზე “დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე”

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ VII-XII კლასის მოსწავლეებს;
  • ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ესეს გამოგზავნა;
  • ერთ ნაშრომს უნდა ჰყავდეს მხოლოდ 1 ავტორი;
  • ესეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 3 გვერდს (სატიტულო გვერდის გარდა), შრიფტი – Sylfaen 12, MS Word-ის ფორმატში;
  • ესე არ უნდა იყოს მხოლოდ აღწერითი ხასიათის და მასში აუცილებლად უნდა ჩანდეს ავტორის ინდივიდუალური ხედვა და მოსაზრება;
  • ნაშრომი უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე;
  • დაცული უნდა იყოს პლაგიატის წინააღმდეგ არსებული ზოგადი სტანდარტები;
  • ესეში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, კლასი, სკოლის დასახელება, ქალაქი/სოფელი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელფოსტა. 

შეფასების კრიტერიუმები: 
თემასთან შესაბამისობა და საკითხის ორიგინალური გააზრება, თხრობის, აზრის ორიგინალურად და ლაკონურად გადმოცემის უნარი, ნაშრომის სტრუქტურა, წერის კულტურა.

საკონკურსო ნაშრომის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 20 ოქტომბერი.

კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად:

 I ეტაპი - წარმოდგენილი საკონკურსო ნაშრომებიდან შეირჩევა 10 საუკეთესო ესე
 II ეტაპი - 10 საუკეთესო ესეს ავტორი წარმოადგენს 5-წუთიან პრეზენტაციას 
 
 

1-წუთიანი ვიდეომიმართვის კონკურსი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის 

კონკურსის პირობები:


კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს 1-წუთიანი ვიდეომიმართვა თემაზე “დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე”

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ VII-XII კლასის მოსწავლეებსა და სტუდენტებს;
  • ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ვიდეომიმართვის გამოგზავნა;
  • ერთ ვიდეომიმართვას უნდა ჰყავდეს მხოლოდ 1 ავტორი;
  • ვიდეომიმართვის ხანგრძლივობა უნდა იყოს არაუმეტეს 1 წუთისა;
  • ფორმატი უნდა იყოს Full HD 
  • ვიდეომიმართვა უნდა იყოს ქართულ ენაზე;
  • დაცული უნდა იყოს პლაგიატის წინააღმდეგ არსებული ზოგადი სტანდარტები;
  • ვიდეოს გამოგზავნისას მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, ქალაქი/სოფელი, სკოლის მოსწავლის შემთხვევაში - კლასი და სკოლის დასახელება, სტუდენტის შემთხვევაში - კურსი, მიმართულება და უნივერსიტეტი,  მობილური ტელეფონის ნომერი და ელფოსტა.

 
შეფასების კრიტერიუმები: 

თემასთან შესაბამისობა და საკითხის ორიგინალური გააზრება, თხრობის, აზრის ორიგინალურად და ლაკონურად გადმოცემის უნარი.

საკონკურსო ვიდეოების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 20 ოქტომბერი.
 
 

ანიმაციური კლიპების კონკურსი გრაფიკოსებისთვის

კონკურსის პირობები:

  • კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ანიმაციური კლიპი თემაზე “დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე”
  • ანიმაციური კლიპის ქრონომეტრატრაჟი უნდა იყოს არაუმეტეს 2 წუთისა;
  • რგოლი უნდა შეიქმნას მრავალფეროვანი და ხარისხიანი კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით; 
  • დაცული უნდა იყოს პლაგიატის წინააღმდეგ არსებული ზოგადი სტანდარტები;
  • ფორმატი უნდა იყოს Full HD (ვიდეო ფაილის რეზოლუცია 1920x1080)
  • ვიდეოს გამოგზავნისას მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, ქალაქი/სოფელი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელფოსტა.


შეფასების კრიტერიუმები: 

თემასთან შესაბამისობა, საკითხის ორიგინალური გააზრება, პრობლემის გადაჭრის გზები  და ნამუშევრის ტექნიკური ხარისხი.

საკონკურსო ნაშრომის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 5 ნოემბერი.
 
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალურად დაწესებული პრიზებითა და სერტიფიკატებით.
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
საუკეთესო ნაშრომების პოპულარიზაციას უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.
დაინტერესების შემთხვევაში გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია: (https://bit.ly/2kkqFfg )
კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის გაიმართება ცნობიერების ასამაღლებელი ლექცია-სემინარები და საინფორმაციო შეხვედრები.
 
ნაშრომების გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელფოსტაზე: info@eiec.gov.ge 

გთხოვთ, გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ის ველი) მიუთითეთ კონკურსის ტიპი - ესეების კონკურსი მოსწავლეებისთვის; ვიდეომიმართვის კონკურსი მოსწავლეებისთვის; ვიდეომიმართვის კონკურსი სტუდენტებისთვის; ანიმაციური კლიპების კონკურსი.

ვიდეოების გამოსაგზავნად გამოიყენეთ www.wetransfer.com
 
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
ნათია სარალიძე - განათლების პროექტების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
მობ.: +995 555 35 22 33
ელფოსტა: natia.saralidze@eiec.gov.ge 

 გისურვებთ წარმატებას!

ნოემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678