testireba.jpg
 


2018 წლის 1 იანვრიდან მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ ტექნიკოსს.

სერტიფიცირების ვალდებულება 2019 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება იმ ტექნიკოსებზე, რომლებიც ემსახურებიან 3 კგ-ზე ნაკლებ მაცივარაგენტზე მომუშავე ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან/და ტუმბოებს.

სერტიფიცირების ჩატარებასა და შესაბამისი სერტიფიკატის/მოწმობის გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

სერტიფიცირება ხორციელდება სასერტიფიკატო გამოცდის/ტესტირების მეთოდით (იხ. საგამოცდო საკითხები)

სასერტიფიკატო გამოცდაზე რეგისტრაციისთვის ფიზიკურმა პირმა ცენტრში უნდა წარმოადგინოს:

 

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი
  • ფოტოსურათი 3/4-ზე (CD დისკზე)
  • სასერტიფიკატო გამოცდის საფასურის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. რეკვიზიტები)
  • სასერტიფიკატო გამოცდაზე რეგისტრაცია ხორციელდება გამოცდის დაწყებამდე, გამოცდის ჩატარების ადგილზე
  • აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში პირი გამოცდაზე არ დაიშვება.

სასერტიფიკატო  გამოცდა

მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების სასერტიფიკატო გამოცდა ჩატარდება 2017 წლის 16 ოქტომბრიდან 2017 წლის 29 დეკემბრამდე ყოველი სამუშაო დღეს, 10.00 საათიდან 17.00 საათის ჩათვლით
 
  • საგამოცდო ტესტი შედგება 30 კითხვისგან
  • სასერტიფიკატო გამოცდის ხანგრძლივობაა 45 წუთი
  • ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით.
  • დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 27 ქულა
  • ელექტრონული ტესტირების შემთხვევაში გამოცდის შედეგები ცნობილი ხდება გამოცდის დასრულებისთანავე
  • სერტიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადით

გამოსაცდელი პირის გამოცდიდან მოხსნის ან მის მიერ უარყოფითი საგამოცდო შეფასების მიღების შემთხვევაში, გადახდილი სასერტიფიკატო გამოცდის საფასური უკან არ ბრუნდება. სასერტიფიკატო  გამოცდაზე განმეორებით გასვლის შემთხვევაში სასერტიფიკატო  გამოცდის საფასური გადაიხდება ხელახლა.

ინფორმაცია სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარების, ასევე, სერტიფიცირებული პირების შესახებ გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.eiec.gov.ge).

2018 წლის 1 იანვრამდე გაცემული სერტიფიკატების/მოწმობების მოქმედების სამწლიანი ვადის ათვლა დაიწყება 2018 წლის 1 იანვრიდან, ხოლო 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ გაცემული სერტიფიკატები/მოწმობები ძალაში შევა ელექტრონული ტესტირების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში, ხოლო წერითი ტესტირების შემთხვევაში 7 სამუშაო დღეში.
 

 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

ტელ: (032) 2 11 20 23 
ელ. ფოსტა: info@eiec.gov.ge
 
ოქტომბერი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345