ვებინარები-eiec-gov-ge-05-(1).png
ვებინარები გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით

 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობისა და ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით აქტიურად მუშაობს არაფორმალური განათლების მიმართულებით, რომლის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში თბილისისა და რეგიონების სკოლის მოსწავლეებისთვის მართავს ლექცია-სემინარებს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.

 

ქვეყანაში ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამო, ცენტრი, ისევე როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებები, გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე და ნებისმიერ მოსწავლეს სთავაზობს ვებინარებს: ბიომრავალფეროვნების, კლიმატის ცვლილების, ქართული ღვინის ისტორიის, ვენახში საგაზაფხულო სამუშაოების, ნარჩენების მართვის, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების, მდგრადი განვითარების, წყლის რესურსების და ენერგიის, გარემოსდაცვითი უფლებებისა და ვალდებულებების, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ან სხვა მათთვის სასურველი გარემოსდაცვითი  და აგრარულ საკითხის შესახებ.

 

დისტანციური სწავლების განმავლობაში, ნებისმიერ დაინტერსებულ პირს, მათ შორის მოსწავლეს, მასწავლებელს თუ მშობელს, შეუძლია შეავსოს მითითებული სარეგისტრაციო ფორმა - http://tiny.cc/hiqxmz, აირჩიოს მისთვის საინტერესო თემა და გარემოსდაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმოს ვებინარი მოსწავლეების ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისათვის. 
ვებინარებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია ვაკო თევდორაძე (მობ: 598 742 221; ელ.ფოსტა valerian.tevdoradze@eiec.gov.ge).

 
მაისი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567