შეტყობინებები კანონდარღვევის შესახებ
თუ გახდით გარემოსდაცვით სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტის მოწმე, გთხოვთ, მოგვწეროთ ამის შესახებ. თქვენ მიერ გამოგზავნილი ელექტრონული შეტყობინება დაუყოვნებლად გადაეგზავნება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მას და მოახდენს შესაბამის   რეაგირებას. 

იმისთვის, რომ მოხდეს თქვენ მიერ მოწოდებულ დარღვევაზე ოპერატიული რეაგირება, აუცილებელია, შეძლებისდაგვარად ზუსტად მიუთითოთ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი და აღწეროთ შესაბამისი სამართალდარღვევა. 

თუ გსურთ, რომ კონფიდენციალურობა იყოს დაცული, მონიშნეთ შესაბამისი ველი.

შეგახსენებთ, ანონიმურ შეტყობინებაზე რეაგირება სავალდებულო არ არის!
ასევე შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში დარეკოთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე - 153 (ზარი უფასოა).

ერთად გამოვავლინოთ გარემოსდაცვითი სამაღთალდარღვევები!

გმადლობთ თანამშრომლობისთვის!