ინფოგრაფიკა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაიწყო ფართომასშტაბიანი გარემოსდაცვითი კამპანია „ნუ დატოვებ ნარჩენებს - იზრუნე გარემოზე“, რომელიც მთელს საქართველოს მოიცავს. გარემოს დაბინძურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემაა, რისი მიზეზიც ხშირ შემთხვევაში მოსახლეობის დაუდევრობაა. საყოფაცხოვრებო ნარჩენები საფრთხეს უქმნის, როგორც გარემოს, ასევე მოსახლეობას. კამპანიის ძირითადი მიზანი მოსახლეობის ჩართულობასთან ერთად, ნარჩენების მართვის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლებაა. გარდა ამისა, სამინისტრომ დაასრულა მუშაობა კანონპროექტზე „ნარჩენების მართვის შესახებ“, სადაც დეტალურადაა გაწერილი მხარეთა პასუხისმგებლობები და სავალდებულო საჯარიმო სანქციები. კამპანიის ფარგლებში სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შეიქმნა ინფოგრაფიკა, სახელწოდებით განასხვავე - ნარჩენი და ნაგავი
ორგანიზაცია: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
ჟურნალისტი: პაატა დვალაძე
დიზაინერი: პაატა დვალაძე
მონაცემთა წყარო: საქართველოს კანონის პროექტი - ნარჩენების მართვის კოდექსი; საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ინვენტარიზაციის ანგარიში 2007; ნარჩენების მართვის შესახებ საქართველოს კანონისპროექტის განმარტებითი ბარათი; ნარჩენების მართვის კოდექსი; https://www.facebook.com/moewastecampaign
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
მონაცემები: ჩამოტვირთვა
კატეგორია: გარემო/საზოგადოება
ტიპი: ინფოგრაფიკა


სექტემბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456