რა სარგებლობა მოაქვს გარემოსდაცვით განათლებას? 

406_forest_schools.jpg



1.      იზრდება წარმოსახვის უნარი და ძლიერდება ენთუზიაზმი
გარემოსდაცვითი განათლება პრაქტიკული, ინტერაქტიული სწავლების პროცესია, რომელიც ხელს უწყობს წარმოსახვის უნარის განვითარებას და გზას გვიხსნის კრეატიულობისკენ. როდესაც სასწავლო პროგრამაში გარემოსდაცვითი თემები შედის, სტუდენტები უფრო მონდომებულები ხდებიან და ინტერესით ერთვებიან სასწავლო პროცესში, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე.

2.      სწავლების პროცესი საკლასო ოთახს სცდება
გარემოსდაცვითი განათლება არა მხოლოდ კლასს გარეთ ექსპერიმენტების ჩატარების, არამედ თეორიულად მიღებული ცოდნის რეალობაში გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

3.      კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება
გარემოსდაცვითი განათლება სტუდენტებს დამატებით ბიძგს აძლევს, რომ გამოიკვლიონ რა, როგორ და რატომ ხდება და დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და გამოიტანონ დასკვნები სხვადასხვა კომპლექსურ გარემოსდაცვით საკითხებზე. კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებით, გარემოსდაცვითი განათლება ჩამოაყალიბებს ინფორმირებული მომხმარებლების, მუშების, პოლიტიკის შემმუშავებელ თუ გადაწყვეტილების მიმღებ თაობას.

4.      ტოლერანტობისა და ურთიერთგაგების მხარდაჭერა
გარემოსდაცვითი განათლება სტუდენტებს საშუალებას აძლევს კონკრეტული საკითხის ყველა მხარე გამოიკვლიონ, რათა უკეთ გაიაზრონ სრული სურათი. ეს ყველაფერი სტუდენტებს სხვადასხვა შეხედულებების, დამოკიდებულებებისა და განსხვავებების მიღებას უადვილებს. 

5.      სახელმწიფო და ეროვნული საგანმანათლებლო სტანდარტების მრავალფეროვნება
სასწავლო პროგრამებში გარემოსდაცვითი განათლების ინტეგრირება მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს,რომ მეცნიერების, მთემატიკის, ენის ხელოვნებისა თუ ისტორიის საგნები უფრო მრავალფეროვანი გახადოს და პარალელურად, მრავალი სახელმწიფო და ეროვნული სასწავლო სტანდარტებიც დააკმაყოფილოს.


წყარო



 
თანამედროვე მსოფლიოს TOP 5 გარემოსდაცვითი პრობლემა (ნაწ.2)



forest-with-a-river-in-the-form-of-human-lung-hd-desktop-wallpaper-1038x576.jpg



 ჩვენი გარემო მუდმივად განიცდის ცვლილებას. მნიშვნელოვანია, რომ ახალი გარემოსდაცვითი პრობლემების წარმოშობის პარალელურად ავიმაღლოთ ცნობიერება უკვე არსებული და მომავალი პრობლემების შესახებ.

1.      კლიმატის ცვლილება

კლიმატის ცვლილება ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში კიდევ უფრო აქტუალური გარემოსდაცვითი პრობლემა გახდა. იგი გლობალური დათბობის პირდაპირი შედეგია, რომლიც წარმოქმნაში ადამიანების საქმიანობას დიდი როლი აქვს. სათბური აირების ემისია სითბურ ეფექტს ქმნის, რის შედეგადაც ტემპერატურა იზრდება. კლიმატის ცვლილება სხვადასხვაგვარ საფრთხეს წარმოშობს - პოლარული ყინულის დნობა, წელიწადის სეზონების ცვლილება, ახალი დაავადებების წარმოშობა, გახშირებული წყალდიდობები და ზოგადად, ამინდის გაუარესება.

2.      ბიომრავალფეროვნების შემცირება

ადამიანების საქმიანობა და ქმედებები სახეობების შემცირებას, ჰაბიტატების ცვლილებასა და ბიომრავალფეროვნების შემცირებას იწვევს. ეკო სისტემებს, რომლებიც მილიონობით წელია არსებობს, საფრთხე ემუქრება. ირღვევა ბუნებრივი პროცესები და ბალანსი. მაგალითად, მარჯნის რიფების განადგურება სავალალო შედეგებს მოიტანოს როგორც ბიომრავალფეროვნების კუთხით, ისე ადამიანების ეკონომიკური ცხოვრების გაუარესების კუთხითაც.

3.      ტყის გაჩეხა

ტყე დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ხეები შთანთქავენ ნახშირორჟანგს და ჟანგბადს გამოყოფენ. გარდა ამისა, არეგულირებენ ტემპერატურასა და ნალექის რაოდენობას. დღესდღეობით, ტყე ჩვენი პლანეტის მხოლოდ 30%-ს ფარავს, თუმცა ყოველწლიურად მისი რაოდენობა მცირდება. ეს ყველაფერი  მოსახლეობის, მათი მოთხოვნილებებისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების ზრდასთან არის კავშირში.

4.      ოკეანეებსა და ზღვებში მჟავიანობის მომატება

ოკეანეებისა და ზღვის წყლებში მჟავიანობის მომატება პირდაპირ კავშირშია ნახშირორჟანგის დიდი რაოდენობით გამოყოფასთან. ნახშირორჟანგის 25%-ს ადამიანების საქმიანობის შედეგად გამოიყოფა. ოკეანის მჟავიანობა ბოლო 250 წელია პერიოდულად იზრდება, თუმცა ნავარაუდევია, რომ 2100 წლისათვის მჟავიანობა 150%-ით მოიმატებს.

5.      ოზონის შრის შემცირება

ოზონი არის ჟანგბადის მოლეკულის სახესხვაობა, რომელიც მთლიანად შთანთქავს მზიდან მომავალ ულტრაიისფერ სხივებს და ამით დედამიწას იცავს. ის ერთგვარად, დედამიწის დამცავი ფარია. ოზონის შრის შემცირება გამოწვეულია ჰალოგენების შემცველი ორგანული ნაერთების: ქლორ-ფტორ-ნახშირწყალბადების, ქლორ-ბრომ-ნახშირწყალბადებისა და ჰალოგენების ატმოსფეროში მოხვედრით. ამ ნივთიერებათა წარმოება მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო. ითვლება, რომ თითო მოლეკულა ქლორ-ფტორ-ნახშირბადი ასი ათასამდე ოზონის მოლეკულას შლის.
 წყარო

თებერვალი 2017
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272812345
6789101112