საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას თემაზე “გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები”.

 

კამპანიის ფარგლებში ტრენინგი გაიმართა ოზურგეთში და მას ესწრებოდნენ გურიის მუნიციპალიტეტების საჯარო სექტორის, არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენლები და საჯარო სკოლების დირექტორები. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ორჰუსის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების  და ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებებისა და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობის შესახებ. 

 

აღნიშნული ტრენინგების ჩატარება მიზნად ისახავს ორჰუსის კონვენციით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას. ორჰუსის კონვენცია, რომლის მხარეც საქართველო 2001 წელს გახდა, ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, უზრუნველჰყონ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.

 

გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ადამიანის გარემოსდაცვით უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ ტრენინგებს გააგრძელებს და  წლის ბოლომდე სრულიად საქართველოს მოიცავს.

16.10.2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სასწავლო კურსი  “გარემოსდაცვითი მმართველი” დასრულდა. დასკვნითი ტესტირების შემდგომ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა კურსდამთავრებულებს შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა და კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა.

 

კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ კომპანიებს, რომლებიც წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტ არასახიფათო, 1000 ტონაზე მეტ ინერტულ ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენს წარმოქმნიან, ეკისრებათ ვალდებულება, ჰყავდეთ ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირი - „გარემოსდაცვითი მმართველი“.

 

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით გარემოსდაცვითი მმართველისთვის შემუშავდა შესაბამისი მოდული, რომელიც ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ ყველა მოთხოვნას ითვალისწინებს. სასწავლო კურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კომპანიების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. 

 

სასწავლო კურსი კომპანიებს საშუალებას აძლევს, ჰყავდეთ კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით გადამზადებული კადრი. სასწავლო კურსი კი ამ კომპანიებისთვის შესაბამისი კადრების გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას უზრუნველყოფს. კურსს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები უძღვებიან.

 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 388 პირი გადაამზადა, რომელთა უმრავლესობა (80%) დასაქმებულია გარემოსდაცვითი მმართველის პოზიციაზე.

15.10.2019

მეტყევის დღესთან დაკავშირებით მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით კონფერენცია - “პროფესია მეტყევე” გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიმართა, მათ მეტყევის პროფესიული დღესასწაული მიულოცა და სატყეო საქმის მნიშვნელობაზე ესაუბრა. “მეტყევის დღის აღნიშვნით ჩვენ ხაზს ვუსვამთ მეტყევის პროფესიის მნიშვნელობას, რაც განსაკუთრებულია ახალი გამოწვევებისა და სატყეო რეფორმების პირობებში” - აღნიშნა მინისტრმა.
კონფერენციას ესწრებოდნენ სატყეო საქმის პროფესიული პროგრამების სტუდენტები, კაჭრეთისა და ახალციხის პროფესიული სასწავლებლების სატყეო საქმის სპეციალისტები, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამის “გარმეოსდაცვთი მენეჯმენტი და პოლიტიკა” და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები, ლექტორები. კონფერენცია ორ პანელად იყო დაყოფილი.
პირველი ნაწილი დაეთმო სატყეო პოლიტიკის წარმოების საკითხებს, არსებული სიტუაციის მიმოხილვას და გამოწვევებს, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ტყის ახალ კოდექსზე, 2013 წელს მიღებულ სატყეო კონცეფციაზე, განხორციელებულ ქმედებებსა თუ პროგრესზე და მეტყევის პროფესიის განვითარებისათვის სექტორში არსებულ გეგმებზე. აღნიშნულ პანელს უძღვებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე.
კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო არსებულ სატყეო პოლიტიკას და გამოწვევებს, ინვენტარიზაციის პროცესს, ეროვნული სატყეო სააგენტოს ფარგლებში დაგეგმილ და მიმდინარე ცვლილებებს, მუნიციპალური ტყის მართვის სფეროში არსებულ გამოწვევებს და სატყეო საქმის მიმართულებით განათლების ხელშეწყობას. მეორე პანელს უძღვებოდნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ნათია იორდანიშვილი, ქ.თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიგა გიგაშვილი. კონფერენციას მოდერატორობდა აგრარული მეცნიერების სადოქტორო პროგრამის სატყეო საქმის დოქტორანტი დიანა ბერაია.
საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე 1999 წლიდან აღინიშნება მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციის და დარგის მნიშვნელობის ხაზგასასმელად. კონფერენცია “პროფესია - მეტყევე” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამა „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ მხარდაჭერით ჩატარდა.

 
 
11.10.2019

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოს მასშტაბით “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს. სახელმძღვანელოს დასანერგად ცენტრის თანამშრომლებმა აჭარის მხარეში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადეს და სასწავლო რესურსები გადასცეს.

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

სახელმძღვანელო უკვე დაინერგა საქართველოს ყველა მხარეში.

 
08.10.2019

„გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და ფართო საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა „2014-2017 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების” პროექტი.
 
ეროვნული მოხსენება წარმოადგენს საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შემაჯამებელ დოკუმენტს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ მზადდება. ეროვნული მოხსენების სტრუქტურასა და შემუშავების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის N337 დადგენილება „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე".

დოკუმენტი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
 
  • - გარემოს მდგომარეობა (ატმოსფერული ჰაერი, წყლის რესურსები, მიწის რესურსები და ნიადაგები, მინერალური რესურსები და ბიომრავალფეროვნება);
  • - სხვა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხები და რისკები (კლიმატის ცვლილება, სტიქიური მოვლენები, ნარჩენები, ქიმიური ნივთიერებები და მაიონებელი გამოსხივება);
  • - ეკონომიკის სექტორების ზემოქმედება გარემოზე (ნადირობა და თევზჭერა, სოფლის მეურნეობა და ტყითსარგებლობა, ტრანსპორტი, მრეწველობა და ენერგეტიკა);
  • - გარემოსდაცვითი მმართველობა (გარემოსდაცვითი პოლიტიკა და დაგეგმვა, გარემოსდაცვითი რეგულირება და კონტროლი, გარემოსდაცვითი კვლევები, განათლება და ცნობიერების ამაღლება).
  •  
ეროვნული მოხსენების პროექტის ცალკეული თავები შემუშავდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (ე.წ. მწვანე და გარემოზე ეკონომიკური სექტორების ზემოქმედების თავები) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (წყლის რესურსების თავი) მხარდაჭერით.

გთხოვთ, განიხილოთ „2014-2017 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების” პროექტი და მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები და წინადადებები 2019 წლის 1 ნოემბრამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: lasha.akhalaia@mepa.gov.ge.

ამავდროულად, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს 10:30 საათზე სასტუმროში “შერატონ გრანდ მეტეხი პალასი’’ (მისამართი: ქ.თბილისი, თელავის ქუჩა #20, შეხვედრების ოთახი “შხარა”), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, გაიმართება ეროვნული მოხსენების პროექტის საჯარო განხილვა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს წარედგინება დოკუმენტის შინაარსი და ძირითადი მიგნებები. შეხვედრაზე გათვალისწინებულია დისკუსია, რომლის ფარგლებშიც ყველა მონაწილეს ექნება აქტიურად ჩართვის შესაძლებლობა.

გთხოვთ, საჯარო განხილვაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდოთ თქვენი კანდიდატურა არაუგვიანეს მიმდინარე წლის 17 ოქტომბრისა შემდეგ ელ. ფოსტაზე: irine.kutateladze@eiec.gov.ge. შეხვედრის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, საკონტაქტო პირია: ირინე ქუთათელაძე - გარემოს საინფორმაციო სამსახური,  ტელ.: 577 966 098.

დანართი - „2014-2017 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების” პროექტი
03.10.2019

2019 წლის 2 ოქტომბერს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე მარიამ მათიაშვილი პროექტში “მსოფლიოს უდიდესი გაკვეთილი“ მონაწილეობის მსურველ პედაგოგებს შეხვდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, სადაც  მათ ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2015 წლიდან ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ინიცირებულ პროექტს „მსოფლის უდიდესი გაკვეთილი (The world’s Largest Lesson), რომელიც გულისხმობს გაკვეთილის ჩატარებას სკოლებში მოსწავლეთათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული “მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების“ გაცნობის მიზნით.

მსოფლიოს მასშტაბური გაკვეთილი მოსწავლეებს არამარტო აცნობს მდგრადი განვითარების გლობალურ მიზნებს, არამედ ხელს უწყობს სხვადასხვა კომპეტენციის (ეკოლოგიური წიგნიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება) განვითარებაში. 

2019 წელს ღონისძიებები სკოლებში 23 სექტემბრიდან დაიწყო. მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელი “World’s largest lesson” ემთხვევა ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის 30-ე წლისთავს, რომელიც 2019 წლის 20 ნოემბერს აღინიშნება.  ორგანიზატორების მოსაზრებით, ზემოაღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობა კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს საქართველოს მხრიდან კონვენციის, როგორც მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის აღიარებას.

წელს პროექტს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხარდაჭერით განახორციელებს.

 
03.10.2019

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას, რომელიც გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენინგების ჩატარებას თემაზე “გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები”. 

 

კამპანიის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა ლობჯანიძე CENN-ის ბულაჩაურის მწვანე ბანაკს ეწვია, სადაც ეკო ბანაკის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა და ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ორჰუსის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების დაცვისა და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ტრენინგების ჩატარება მიზნად ისახავს ორჰუსის კონვენციით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას. ორჰუსის კონვენცია, რომლის მხარეც საქართველო 2001 წელს გახდა, ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, უზრუნველყონ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.

 
02.10.2019
თუ ხარ გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქე და ფიქრობ, რომ შენი მოსაზრებები ფართო აუდიტორიას იმსახურებს, მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა.

შექმენი და გაგვიზიარე შენი უნიკალური პოსტერი, რომელიც ატმოსფერულ ჰაერთან დაკავშირებულ შენს ხედვას გადმოსცემს.
 
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც:
  • დაინტერესებულია გარემოსდაცვითი საკითხებით
  • აცნობიერებს საქართველოში ატმოსფერულ ჰაერთან დაკავშირებულ პრობლემებს და მის აღმოსაფხვრელად საზოგადოების აქტიური ჩართულობის აუცილებლობას
  • ფიქრობს, რომ შეუძლია საკუთარი განსხვავებული ხედვისა და გზების შემოთავაზება მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
 
პოსტერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:   
  • A1 ფორმატი (59.4სმ x 84.1სმ) ან უფრო დიდი (ელექტრონული ვერსია, PDF ფორმატში)
  • პოსტერში გამოყენებული სიტყვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 400-ს
  • ნაშრომი უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე
  • დაცული უნდა იყოს პლაგიატის წინააღმდეგ არსებული ზოგადი სტანდარტები
  • პოსტერი არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ ტექსტს და გაფორმებული უნდა იყოს თემასთან დაკავშირებული ფოტოებით, ცხრილებით, დიაგრამებით, რუკებით ან/და სხვა საშუალებებით ვიზუალური თვალსაჩინოებისთვის
  • პოსტერის თემატიკა უნდა ეხებოდეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ქმედებებს, საზოგადოების ცნობიერებისა და განათლების მნიშვნელობას პრობლემის გადაჭრაში
პოსტერისთვის შერჩეული თემატიკა შეიძლება ეხებოდეს ჩამოთვლილი საკითხებიდან ერთ-ერთს:
  • ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების პოლიტიკა
  • საზოგადოების როლი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში
  • გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმირების როლი ატმოსფერულ ჰაერთან დაკავშირებული პრობლემების  გადაჭრაში

პოსტერში განხილული პრობლემის აღმოსაფხვრელად უნდა  იყოს წარმოდგენილი ავტორის რეკომენდაციები/რჩევები მიზნის მისაღწევად.

პოსტერი არ უნდა იყოს მხოლოდ აღწერითი ხასიათის და მასში აუცილებლად უნდა ჩანდეს ავტორის ინდივიდუალური ხედვა და მოსაზრება შესაბამისი არგუმენტაციით.

ავტორი პოსტერში განხილული პრობლემის მასშტაბის და ადგილმდებარეობის არჩევასა და თემატიკის კონკრეტიზაციაში მთლიანად თავისუფალია.

პოსტერების მიღების ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. გთხოვთ, პოსტერები გამოაგზავნოთ ელექტრონულად, PDF ფორმატში.

10 საუკეთესო პოსტერის ავტორისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის შესახებ. ამავე ღონისძიებაზე მოეწყობა პოსტერების გამოფენა და გამოვლინდება 3 საუკეთესო პოსტერი, რომელთა ავტორებიც დაჯილდოვდებიან სპეციალურად დაწესებული პრიზებით!

რეკომენდებული პროგრამები პოსტერზე სამუშაოდ:
 
საკონტაქტო პირი:
მარიამ არჩუაძე - განათლების პროექტების სამსახური 
ტელეფონი: (+995) 597 77 23 57
ელ.ფოსტა: mariam.archuadze@eiec.gov.ge
01.10.2019

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სასწავლო კურსი - „გარემოსდაცვითი მმართველი“ დაიწყო. მონაწილეებს სიტყვით მიმართა ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და მათ წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვა.

 
„გარემოსდაცვითი მმართველის“ სასწავლო კურსი კომპანიებს საშუალებას აძლევს, ჰყავდეთ კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სამყაროს სტანდარტების გათვალისწინებით გადამზადებული კადრები, რომლებიც შეძლებენ კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება - განხორციელებას და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებით გათვალისწინებული საკითხების შესრულებაზე შიდა კონტროლის განხორციელებას.

 

სასწავლო კურსს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები უძღვებიან და მასში მონაწილეობა შეუძლია, როგორც კომპანიების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს.

 
01.10.2019

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სასწავლო კურსი - „გარემოსდაცვითი მმართველი“ დაიწყო. მონაწილეებს სიტყვით მიმართა ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და მათ წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვა.

 
„გარემოსდაცვითი მმართველის“ სასწავლო კურსი კომპანიებს საშუალებას აძლევს, ჰყავდეთ კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სამყაროს სტანდარტების გათვალისწინებით გადამზადებული კადრები, რომლებიც შეძლებენ კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება - განხორციელებას და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებით გათვალისწინებული საკითხების შესრულებაზე შიდა კონტროლის განხორციელებას.

 

სასწავლო კურსს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები უძღვებიან და მასში მონაწილეობა შეუძლია, როგორც კომპანიების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს.

 
01.10.2019

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოს მასშტაბით “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს. სახელმძღვანელოს დასანერგად ცენტრის თანამშრომლებმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადეს და სასწავლო რესურსები გადასცეს.

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში, კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის  მხარეებში. 2019 წლის ბოლომდე კი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

30.09.2019

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ბიომრავალფეროვნების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით სამცხე-ჯავახეთის მხარეში საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

შეხვედრების პირველი ნაწილი დაეთმო გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების საკითხებს, მათ შორის, სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმების, რეგულირების პროცედურების, გარეულ ცხოველთა თავდასხმების გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის ღონისძიებების გაცნობას. მეორე ნაწილში ყურადღება გამახვილდა ქვეწარმავლებზე, ეკოსისტემაში მათ როლსა და მნიშვნელობაზე. შეხვედრების მსვლელობისას მონაწილეებმა ექსპერტების დახმარებით ისწავლეს შხამიანი და არაშხამიანი გველების და მათი ნაკბენების ერთმანეთისგან გარჩევა მორფოლოგიური დაკვირვების მეთოდით და მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გველების დანახვისას და კბენის შემთხვევაში.

შეხვედრებისას გამართული დისკუსიის დროს გამოიკვეთა გარეულ ცხოველებთან დაკავშირებული მუნიციპალიტეტებისთვის დამახასითებელი პრობლემური საკითხები, რაზეც მონაწილეებმა დარგის სპეციალისტისგან მიიღეს კონკრეტული რეკომენდაციები.

შეხვედრების მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ხასიათის ტრიპლეტები “გაიგე მეტი” და “გარეული ცხოველები და ადამიანი”.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ბიომრავალფეროვნების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გააგრძელებს შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

 
27.09.2019
 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 
Displaying results 1-12 (of 572)

Latest news