სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების შესაძლებლობების გაძლიერების და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ ჩატარდა ტრენინგები თემაზე - მსხვილფეხა რქოსანი პიუტყვის ხელოვნური განაყოფიერება. ტრენინგის ფარგლებში გადამზადდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 50-მდე მეპაიეე.

კოოპერატივების წევრი ფერმერების ჩართვა თანამედროვე ტექნოლოგიებით ხელოვნური განაყოფიერების წარმოებებაში ტრენინგების განხორციელბის მთავარ მიზანს წარმოადგენდა. მეპაიეებმა ტრენინიგის ფარგლებში გაიარეს, როგორც თეორიულია ასევე პრაქტიული კურსი. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2020 წლისთვის კვლავ გეგმავს საქართველოს მასშტაბით მეპაიეების სხვადასხვა ტრენინგის საშუალებით გადამზადებას.

29.01.2020

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებისათვის გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით ტრენინგი - “პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, საკანონმდებლო მოთხოვნები და მათი ორგანიზების/განხორციელების თავისებურებები” - გაიმართა.

ტრენინგის მიზანს ცენტრის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება და მათთვის პროფესიული კურსების აკრედიტაციის პროცესისათვის საჭირო პროცედურების გაცნობა წარმოადგენდა. ტრენინგის შემდეგ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შესაძლებლობა ექნება იმუშაოს ისეთი პროფესიული პროგრამების აკრედიტაციის პროცესზე, რომლის დეფიციტსაც როგორც აგრარული ისე გარემოსდაცვითი სფერო განიცდის.

27.12.2019
2019 წლის 27 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაწყებული “ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვები დასრულდა. საჯარო განხილვების ფარგლებში სულ გაიმართა ხუთი შეხვედრა, მათ შორის, ერთი ზოგადი, რომელზეც მოხდა მთლიანი კანონპროექტის ზოგადი მიმოხილვა და ოთხი ეტაპობრივი შეხვედრა, რომლებზეც კანონის პროექტი განხილული იქნა თავების მიხედვით. საჯარო განხილვებზე დასწრება ყველასთვის თავისუფალი იყო. კანონპროექტის საჯარო განხილვებში ჩართულები იყვნენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები. საჯარო განხილვებზე წარმოდგენილი კომენტარები და შენიშვნები, შეძლებისდაგვარად, აისახება კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში.
„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი შემუშავდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნისა და ევროპის ბუნების დაცვის პოლიტიკასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების მიზნით.
კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო 2013 წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით. „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიზანია უზრუნველყოს: ველური მცენარეებისა და გარეული ცხოველების სახეობების დაცვა და ხანგრძლივვადიანი შენარჩუნება; ჰაბიტატების დაცვა და შენარჩუნება ზურმუხტის ქსელის განვითარებისა და საერთაშორისო ქსელებში ჩართული დაცული ტერიტორიების შექმნის გზით; ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას აღნიშნულ სახეობებს; გენეტიკურ რესურსებზე და მასთან დაკავშირებულ ტრადიციულ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილება.
22.12.2019
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის” მიერ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა სათემო ფორუმი. საქართველოს ცამეტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებისა და რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სათემო ფორუმში, რომელიც 19-20 დეკემბერს კაჭრეთში გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს კლიმატური საფრთხეების შესახებ და ადგილობრივ დონეზე მათთან გამკლავების გზები განიხილეს.
სათემო ფორუმი ჩატარდა ფართომასშტაბიანი ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც კლიმატური კატასტროფებისგან საქართველოს მოსახლეობის დაცვას ემსახურება. 74 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა 2019 წელს დაიწყო და საქართველოს 11 დიდი მდინარის აუზებში შვიდი წლის მანძილზე განხორციელდება. პროგრამის შესრულების შედეგად გაიზრდება საქართველოს მედეგობა კლიმატური საფრთხეების მიმართ, ხოლო 1.7 მილიონი ადამიანი უკეთ იქნება დაცული წყალდიდობისგან, წყალმოვარდნისგან, გვალვისა და სხვა კლიმატური საფრთხეებისგან.
,,მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა უმნიშვნელოვანესია ამ უპრეცედენტო ეროვნული პროგრამის მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა. „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები ჩვენი საერთო საფრთხეა, ხოლო მათთან გამკლავება სისტემურ მიდგომასა და ყველა ჩვენგანის მონაწილეობას მოითხოვს“.
„ხშირად ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ბუნებრივი კატასტროფებისგან დაცვა მხოლოდ დედაქალაქში არსებული ცენტრალური სტრუქტურების პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობა, რა თქმა უნდა, საკვანძოა, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის როლი ასევე მეტად მნიშვნელოვანია როგორც პრევენციის, ასევე კატასტროფებზე რეაგირების თვალსაზრისით“.
სათემო ფორუმის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პროგრამის საკვანძო შემადგენლებზე, როგორიცაა სატელიტური ტექნოლოგიების გამოყენება კლიმატური კატასტროფების მაღალი რისკის მქონე მონაკვეთების გამოსავლენად; ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების პროგნოზირების დახვეწა; ადრეული გაფრთხილების ეროვნული სისტემის შექმნა; მოსახლეობის ინფორმირება, განათლება და ცნობიერების გაზრდა; დამცავი ინფრასტრუქტურის შექმნა და სხვა სტრუქტურული ზომების გატარება კლიმატური კატასტროფებისგან დაცვის მიზნით.
პროგრამის ფარგლებში უკვე განისაზღვრა, რომ ცამეტ მუნიციპალიტეტში, რომელთა წარმომადგენლებმა სათემო ფორუმში მიიღეს მონაწილეობა - ლაგოდეხში, სიღნაღში, ახმეტაში, გორში, თელავში, აბაშაში, სენაკში, სამტრედიაში, ხობში, ქობულეთში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში - კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის განსაკუთრებით მაღალია. პროგრამის მიერ განსაზღვრულ დახმარებას ეს მუნიციპალიტეტები პირველ რიგში მიიღებენ, ხოლო სულ პროგრამის შედეგებით საქართველოს 100 თემი ისარგებლებს.
ფორუმის მსვლელობისას განსაკუთრებით აღინიშნა სამთავრობო უწყებებს შორის კომუნიკაციის, კოორდინირებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა კლიმატური კატასტროფების რისკის შემცირების საქმეში. ფორუმის მუშაობაში ჩაერთნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-ი „გარემოს ეროვნული სააგენტო“, ეროვნული უშიშროების საბჭო, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ-ი „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტი.
ფორუმში ასევე მიიღეს მონაწილეობა ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.
სათემო ფორუმის მონაწილეთა გამოსვლებმა და ფორუმზე გამართულმა დისკუსიამ ნათლად აჩვენა, რომ კლიმატური კატასტროფების საფრთხე მეტად მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია საქართველოს მოსახლეობისთვის, ხოლო კლიმატისადმი მედეგობა და კატასტროფებისგან დაცვა ერთერთი საკვანძო პრიორიტეტია.
21.12.2019

 გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციისადმი საქართველოს მეორე ორწლიანი განახლებული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

► გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციისადმი საქართველოს მეორე ორწლიანი განახლებული ანგარიშის პრეზენტაცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

► მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) და გლობალურ გარემოსდაცვით ფონდს (GEF) აქტიური მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის და ყურადღება დოკუმენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„გაეროს კონვენციის მიმართ ანგარიშის მომზადება მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ეროვნული პოლიტიკის გასატარებლად. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც პარიზის შეთანხმება და სხვა საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმება გვაკისრებს, დროულად და ზედმიწევნით შევასრულოთ. მოგეხსენებათ, კლიმატის ცვლილება დადასტურებული ფაქტია და სათბური აირების ემისიების შემცირების საკითხისადმი თითოეული ქვეყნის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

► ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ანნა ჩერნიშოვამ მიმართა.

„2019 წელი საკვანძო თარიღია პარიზის შეთანხმების შესრულების კონტექსტში, რადგან მსოფლიოს ქვეყნებმა უნდა განაახლონ შეთანხმების ფარგლებში აღებული ეროვნული ვალდებულებები სათბური აირების გაფრქვევის შემცირებასთან დაკავშირებით. საქართველო მზადაა ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები დაისახოს და მწვანე ეკონომიკის განვითარებისკენ შემდგომი ნაბიჯები გადადგას, რაშიც მას გაეროს განვითარების პროგრამა დაეხმარება“,- განაცხადა ანნა ჩერნიშოვამ.

► პრეზენტაციის ფარგლებში, უახლესი ორწლიანი ანგარიშის განხილვისას, სათბური აირების გაფრქვევის წყაროების, მათი გაზომვის, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის (MRV) ეროვნული სისტემის აღწერის შესახებ განახლებული ინფორმაცია და რეკომენდაციები წარმოადგინეს.
ანგარიშში, ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს გამოწვევები კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მიმართულებით. ყურადღება საკანონმდებლო რეგულაციების სრულყოფის, დაფინანსების საჭიროების, ინსტიტუციური მექანიზმების გამართვის, მეტი ხარისხიანი კვლევისა და კლიმატისადმი მეგობრული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებზე გამახვილდა.

► ღონისძიებას სამინისტროს შესაბამისი უწყებების, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ

19.12.2019
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია” კონკურსის “მწვანე ჯილდო 2019 - სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა. კონკურსის მონაწილეებს სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართეს.
“ფორმალურ განათლებაში სკოლამდელი განათლების როლი უმნიშვნელოვანესია, რადგან ამ ეტაპზე იწყება ბავშვის ჩამოყალიბება და უნარ-ჩვევების გამომუშავება. შესაბამისად, გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირება სკოლამდელი მზაობის პროგრამაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი და საამაყო გადაწყვეტილებაა. დარწმუნებულები ვართ, რომ სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობით სამომავლოდ უკეთესობისკენ შევცვლით არსებულ მდგომარეობას და გავაუმჯობესებთ მომავალი თაობების დამოკიდებულებებს გარემოსადმი”- განაცხადა მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.
2019 წელს კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა და მასში მონაწილეობდა 120 აღმზრდელი და მეთოდისტი, რომელიც პრაქტიკაში „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების“ სახელმძღვანელოს იყენებს და აქტიურად ახორციელებს გარემოსდაცვით აქტივობებს.
კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილეთა შეფასება მოხდა მიღებული განაცხადების საფუძველზე, ხოლო კონკურსის მეორე ტური ჩატარდა თბილისსა და ქუთაისში, სადაც შერჩეულმა კონკურსანტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები განხორციელებული გარემოსდაცვითი საქმიანობების შესახებ. ფინალური ათეულიდან დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდა „მწვანე ჯილდო 2019-ის“ გამარჯვებული - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საბავშვო ბაღის აღმზრდელი ნათია თავაძე. გამარჯვებულს სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის “მწვანე ჯილდო”, მადლობის სიგელი და კომპანია "კარფურის" მხარდაჭერით პერსონალური კომპიუტერი გადაეცა.
კონკურსის გამარჯვებული სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებულმა კომისიამ ორი ეტაპის ქულების დაჯამების შედეგად გამოავლინა.
კონკურსი “მწვანე ჯილდო”, რომლის მიზანიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების ხელშეწყობა და აღმზრდელებისა და მეთოდისტების წახალისებაა, უკვე მეორედ გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელმა მიიღო.
სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით 2016 წელს სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა შეიმუშავა დამხმარე სახელმძღვანელო აღმზრდელთათვის - „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება’’, რომელიც მოიცავს სამ ძირითად თემას: 1. ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო 2. წყლისა და ენერგიის დაზოგვა 3. ნარჩენების მართვა.
2016 წლიდან სახელმძღვანელოს დანერგვის მიზნით მიმდინარეობდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელებისა და მეთოდისტების ტრენინგები მთელი საქართველოს მასშტაბით, ჯამში საქართველოს ყველა მხარეში გადამზადდა 1600-მდე ბაღის 2000-მდე აღმზრდელ-პედაგოგი და მეთოდისტი, რომლებსაც გადაეცათ სახელმძღვანელოები და სხვა დამხმარე მასალები.
სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და სფეროში დასაქმებული განმანათლებლების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.
18.12.2019
საქართველოში მონრეალის ოქმის შესრულების ხელშემწყობი ქმედებების პროგრამის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის სერტიფიცირებული ტექნიკოსებისთვის.
ტრენინგს, რომელიც ითვალისწინებდა, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს, ესწრებოდა წინასწარ შერჩეული 25 მონაწილე იმ ტექნიკოსებიდან, რომელთაც გავლილი აქვთ სერტიფიცირება და აქვთ ნებართვა მოემსახურონ სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების მოწყობილობებს და თბურ ტუმბოებს. აღნიშნულ ტრენინგებს დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოსთვის საზიანო ნივთიერებების მოხმარების შემცირებისათვის, რადგანაც ისინი ხელს უწყობენ სახიფათო ნივთიერებების შემცველი მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების ცნობიერების ამაღლებას. თავის მხრივ, ტრენინგის მონაწილე ტექნიკოსები თავად ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები საბოლოო მომხმარებელთათვის, რაც საერთო ჯამში, ხელს უწყობს ქვეყნის მიერ ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და გლობალური დათბობის პოტენციალის მქონე ფტორირებული გაზების ემისიების შემცირების საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.
„ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ“ მონრეალის ოქმისა და გაეროს ,,კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის’’ კიოტოს ოქმის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რომ ქვეყანაში სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სექტორი განვითარდეს მსოფლიოში მიღებული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, რადგანაც აღნიშნული სექტორი ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და სამრეწველო სათბური აირების ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელია. საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სექტორი არის მუდმივი განახლების პროცესში, რომელშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა პროფესიონალი კადრების სწავლებისა და გადამზადების საკითხს ენიჭება, რადგან სწორედ ტექნიკოსების კვალიფიკაციაზე არის დამოკიდებული ატმოსფეროში ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და ფტორირებული სათბური აირების ემისიების შემცირება.
ზემოთაღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, 2018 წლის 1 იანვრიდან მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ ტექნიკოსს. სერტიფიცირების ვალდებულება 2019 წლის 1 იანვრიდან ვრცელდება ყველა იმ ტექნიკოსზეც, რომელიც ემსახურება 3 კგ-ზე ნაკლებ მაცივარაგენტზე მომუშავე ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან/და ტუმბოებს. სერტიფიცირების ჩატარებასა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი უზრუნველყოფს.
15.12.2019
საინფორმაციო კამპანია “გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები” 2019 წლისათვის ქ.თბილისში გამართული ტრენინგებით დასრულდა. ტრენინგებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია სექტორის წარმომადგენლები და სხვადასხვა სამინისტროების თანამშრომლები ესწრებოდნენ. აღნიშნული ტრენინგების ჩატარება მიზნად ისახავდა ორჰუსის კონვენციით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების შესახებ.
კამპანიის ფარგლებში ტრენინგი “გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები” საქართველოს ყველა მხარეში ჩატარდა. ტრენინგებზე მონაწილეობა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს და ჯამში 500-მდე საჯარო მოხალე და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგნელები გადამზადდნენ.
ორჰუსის კონვენცია, რომლის მხარეც საქართველო 2001 წელს გახდა, ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, უზრუნველჰყონ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აღნიშნულ საინფორმაციო კამპანიას 2020 წლიდან კვლავ გააგრძელებს და მოსამართლეებს, პროკურორებსა და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ ჯგუფებს გადაამზადებს.
14.12.2019
ამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს და ზრუნავენ ბავშვებისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლებაზე. აღნიშნული სახელმძღვანელო გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 2016 წელს, სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შეიმუშავა და ის უკვე წარმატებით დაინერგა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი-აღზრდის დაწესებულებებში.
2018 წლის ,,მწვანე ჯილდოსაგან’’ განსხვავებით, რომელშიც მხოლოდ თბილისის საბავშვო ბაღების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, 2019 წელს კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ აღმზრდელ-პედაგოგებსა და მეთოდისტებს საქართველოს ყველა რეგიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან.
კონკურსი ,,მწვანე ჯილდო’’ ორ ეტაპად იმართება. პირველ ეტაპზე მოხდა კანდიდატების შერჩევა მათ მიერ გამოგზავნილი განცხადებების საფუძველზე, ხოლო კონკურსის მეორე ეტაპის ერთი ნაწილი ჩატარდა ქალაქ ქუთაისში, დასავლეთის რეგიონებიდან შერჩეული მონაწილეებისთვის, მეორე ნაწილი კი თბილისში, მონაწილეებისთვის თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებიდან. შერჩეულმა კანდიდატებმა კონკურსის მეორე ეტაპზე მათ მიერ განხორციელებული აქტივობების პრეზენტაციები წარმოადგინეს.
კონკურსის გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლინდებიან, სადაც მათ სპეციალური პრიზები, ხოლო ფინალში გადასულ ყველა მონაწილეს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.
12.12.2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში “გარემოსდაცვითი მმართველის” სასწავლო კურსი გაიმართა, რომელიც ხელს უწყობს ნარჩენების მართვის სფეროში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებას.

“გარემოსდაცვითი მმართველის” სასწავლო კურსი, რომლის მიზანია კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, კომპანიებისთვის შესაბამისი კადრების გადამზადება, 2019 წელს 100-მდე დაინტერესებულმა პირმა გაიარა როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან და მათი ძირითადი ნაწილი დასაქმებულია ამ მიმართულებით. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

„ნარჩენების მართვის კოდექსი“ კომპანიებს, რომლებიც წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტ არასახიფათო, 1000 ტონაზე მეტ ინერტულ ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენს წარმოქმნიან, ეკისრებათ ვალდებულება, ჰყავდეთ ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირი - „გარემოსდაცვითი მმართველი“.

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით გარემოსდაცვითი მმართველისთვის შემუშავებულია შესაბამისი მოდული, რომელიც ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ ყველა მოთხოვნას ითვალისწინებს. სასწავლო კურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კომპანიების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

სასწავლო პროგრამა „გარემოსდაცვითი მმართველი“ 2015 წელს დაიწყო. კურსის ფარგლებში დღემდე სულ 400 კადრი გადამზადდა, რომლებსაც შეუძლიათ კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება, განახლება, განხორციელების ორგანიზება და ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე თვითმონიტორინგი და შიდა კონტროლი.

11.12.2019
2019 წლის 27 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა “ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტის” საჯარო განხილვა, სადაც მონაწილეთა ინიციატივით გადაწყდა, რომ კანონპროექტის საჯარო განხილვა უნდა მოხდეს ეტაპობრივად.
კანონის პროექტის საჯარო განხილვები გაიმართება შემდეგ დღეებში:
● 4 დეკემბერი, 14:30 სთ. - (მის: მარშალ გელოვანის #6, ადმინისტრაციული შენობის II კორპუსი, II სართული, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დიდი დარბაზი)
● 11 დეკემბერი, 14:30 სთ. - (მის: მარშალ გელოვანის #6, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დიდი დარბაზი);
● 13 დეკემბერი, 14:00 სთ. - (მის: მარშალ გელოვანის #6, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დიდი დარბაზი)
საჯარო განხილვებზე დასწრება თავისუფალია!
„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი შემუშავდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნისა და ევროპის ბუნების დაცვის პოლიტიკასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების მიზნით.
კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო 2013 წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით. 2018 წელს ჩატარებული საჯარო განხილვის შემდგომ წარმოდგენილი კომენტარები და შენიშვნები, შეძლებისდაგვარად, აისახა კანონპროექტში.
„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის კონკრეტული მიზნებია უზრუნველყოს: ველური მცენარეებისა და გარეული ცხოველების სახეობების დაცვა და ხანგრძლივვადიანი შენარჩუნება; ჰაბიტატების დაცვა და შენარჩუნება ზურმუხტის ქსელის განვითარებისა და საერთაშორისო ქსელებში ჩართული დაცული ტერიტორიების შექმნის გზით; ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას აღნიშნულ სახეობებს; გენეტიკურ რესურსებზე და მასთან დაკავშირებულ ტრადიციულ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილება.
05.12.2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი წინასაახალწლოდ უკვე მეოთხედ იწყებს მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას “ნუ მოჭრი-მორთე”, რომლის მიზანს წიწვოვნების ჭრის პრევენცია, საპრევენციო ღონისძიებებში საზოგადოების ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

კამპანიის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი შეხვდა მედიის წარმომდგენლებს და გააცნო მათ კამპანიის მნიშვნელობა, მიზნები და ასევე კამპანიის ფარგლებში მიმდინარე თუ დაგეგმილ აქტივობები. მედიის წარმომადგენლებმა გახსნეს კამპანია “ნუ მოჭრი, მორთე”, სიმბოლურად მორთეს ნაძვის ხე და საზოგადოებასაც მოუწოდეს ჩართულობისკენ.

კამპანიის მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეარჩიონ ადგილმდებარეობა (როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში მდებარე სკვერები, ბაღები, პარკები) და საცხოვრებელი სახლის, ან კომპანიების მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხე თავად მორთონ.

კამპანია “ნუ მოჭრი, მორთე” ფართო საზოგადოებას საშუალებას აძლევს საკუთარი გადაწყვეტილებითა და ქმედებით წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი წიწვოვანი სახეობების შენარჩუნებაში, რადგან თუკი საახალწლოდ 1 მილიონი ოჯახი ცოცხალი ნაძვის დადგმას მოისურვებს, ეს 1 მილიონი ხის მოჭრასა და შესაბამისად, 700 ჰექტარი ტყის გაჩეხვას გამოიწვევს, რაც ფასდაუდებელი დანაკარგია ქვეყნის ბუნებისთვის, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წიწვოვნების ზრდას 100-120 წელი, მოჭრას კი მხოლოდ 5 წუთი სჭირდება.

05.12.2019
 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 
Displaying results 1-12 (of 614)

Latest news