საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას, რომელიც გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენინგების ჩატარებას თემაზე “გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები”. 

კამპანიის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა ლობჯანიძე CENN-ის ბულაჩაურის მწვანე ბანაკს ეწვია, სადაც ეკო ბანაკის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა და ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ორჰუსის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების დაცვისა და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ტრენინგების ჩატარება მიზნად ისახავს ორჰუსის კონვენციით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას. ორჰუსის კონვენცია, რომლის მხარეც საქართველო 2001 წელს გახდა, ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, უზრუნველყონ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.

02.10.2019
თუ ხარ გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქე და ფიქრობ, რომ შენი მოსაზრებები ფართო აუდიტორიას იმსახურებს, მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა.

შექმენი და გაგვიზიარე შენი უნიკალური პოსტერი, რომელიც ატმოსფერულ ჰაერთან დაკავშირებულ შენს ხედვას გადმოსცემს.
 
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც:
  • დაინტერესებულია გარემოსდაცვითი საკითხებით
  • აცნობიერებს საქართველოში ატმოსფერულ ჰაერთან დაკავშირებულ პრობლემებს და მის აღმოსაფხვრელად საზოგადოების აქტიური ჩართულობის აუცილებლობას
  • ფიქრობს, რომ შეუძლია საკუთარი განსხვავებული ხედვისა და გზების შემოთავაზება მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
 
პოსტერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:   
  • A1 ფორმატი (59.4სმ x 84.1სმ) ან უფრო დიდი (ელექტრონული ვერსია, PDF ფორმატში)
  • პოსტერში გამოყენებული სიტყვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 400-ს
  • ნაშრომი უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე
  • დაცული უნდა იყოს პლაგიატის წინააღმდეგ არსებული ზოგადი სტანდარტები
  • პოსტერი არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ ტექსტს და გაფორმებული უნდა იყოს თემასთან დაკავშირებული ფოტოებით, ცხრილებით, დიაგრამებით, რუკებით ან/და სხვა საშუალებებით ვიზუალური თვალსაჩინოებისთვის
  • პოსტერის თემატიკა უნდა ეხებოდეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ქმედებებს, საზოგადოების ცნობიერებისა და განათლების მნიშვნელობას პრობლემის გადაჭრაში
პოსტერისთვის შერჩეული თემატიკა შეიძლება ეხებოდეს ჩამოთვლილი საკითხებიდან ერთ-ერთს:
  • ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების პოლიტიკა
  • საზოგადოების როლი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში
  • გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმირების როლი ატმოსფერულ ჰაერთან დაკავშირებული პრობლემების  გადაჭრაში

პოსტერში განხილული პრობლემის აღმოსაფხვრელად უნდა  იყოს წარმოდგენილი ავტორის რეკომენდაციები/რჩევები მიზნის მისაღწევად.

პოსტერი არ უნდა იყოს მხოლოდ აღწერითი ხასიათის და მასში აუცილებლად უნდა ჩანდეს ავტორის ინდივიდუალური ხედვა და მოსაზრება შესაბამისი არგუმენტაციით.

ავტორი პოსტერში განხილული პრობლემის მასშტაბის და ადგილმდებარეობის არჩევასა და თემატიკის კონკრეტიზაციაში მთლიანად თავისუფალია.

პოსტერების მიღების ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. გთხოვთ, პოსტერები გამოაგზავნოთ ელექტრონულად, PDF ფორმატში.

10 საუკეთესო პოსტერის ავტორისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის შესახებ. ამავე ღონისძიებაზე მოეწყობა პოსტერების გამოფენა და გამოვლინდება 3 საუკეთესო პოსტერი, რომელთა ავტორებიც დაჯილდოვდებიან სპეციალურად დაწესებული პრიზებით!

რეკომენდებული პროგრამები პოსტერზე სამუშაოდ:
 
საკონტაქტო პირი:
მარიამ არჩუაძე - განათლების პროექტების სამსახური 
ტელეფონი: (+995) 597 77 23 57
ელ.ფოსტა: mariam.archuadze@eiec.gov.ge
01.10.2019

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სასწავლო კურსი - „გარემოსდაცვითი მმართველი“ დაიწყო. მონაწილეებს სიტყვით მიმართა ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და მათ წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვა.

„გარემოსდაცვითი მმართველის“ სასწავლო კურსი კომპანიებს საშუალებას აძლევს, ჰყავდეთ კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სამყაროს სტანდარტების გათვალისწინებით გადამზადებული კადრები, რომლებიც შეძლებენ კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება - განხორციელებას და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებით გათვალისწინებული საკითხების შესრულებაზე შიდა კონტროლის განხორციელებას.

სასწავლო კურსს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები უძღვებიან და მასში მონაწილეობა შეუძლია, როგორც კომპანიების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოს მასშტაბით “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს. სახელმძღვანელოს დასანერგად ცენტრის თანამშრომლებმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადეს და სასწავლო რესურსები გადასცეს.

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში, კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის  მხარეებში. 2019 წლის ბოლომდე კი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

30.09.2019

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ბიომრავალფეროვნების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით სამცხე-ჯავახეთის მხარეში საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

შეხვედრების პირველი ნაწილი დაეთმო გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების საკითხებს, მათ შორის, სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმების, რეგულირების პროცედურების, გარეულ ცხოველთა თავდასხმების გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის ღონისძიებების გაცნობას. მეორე ნაწილში ყურადღება გამახვილდა ქვეწარმავლებზე, ეკოსისტემაში მათ როლსა და მნიშვნელობაზე. შეხვედრების მსვლელობისას მონაწილეებმა ექსპერტების დახმარებით ისწავლეს შხამიანი და არაშხამიანი გველების და მათი ნაკბენების ერთმანეთისგან გარჩევა მორფოლოგიური დაკვირვების მეთოდით და მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გველების დანახვისას და კბენის შემთხვევაში.

შეხვედრებისას გამართული დისკუსიის დროს გამოიკვეთა გარეულ ცხოველებთან დაკავშირებული მუნიციპალიტეტებისთვის დამახასითებელი პრობლემური საკითხები, რაზეც მონაწილეებმა დარგის სპეციალისტისგან მიიღეს კონკრეტული რეკომენდაციები.

შეხვედრების მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ხასიათის ტრიპლეტები “გაიგე მეტი” და “გარეული ცხოველები და ადამიანი”.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ბიომრავალფეროვნების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გააგრძელებს შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

27.09.2019

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას, რომელიც გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენინგების ჩატარებას თემაზე “გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები”.

კამპანიის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს CENN-ის „ახალგაზრდა ლიდერთა და ინოვატორთა მწვანე ბანაკის“ მონაწილეები ესტუმრნენ.

მოსწავლეებს ცენტრის დირექტორი, ქალბატონი თამარ ალადაშვილი, შეხვდა და ორჰუსის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებებისა და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის როლზე ესაუბრა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ბანაკის მონაწილეებმა მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ტრენინგების ჩატარება მიზნად ისახავს ორჰუსის კონვენციით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას. ორჰუსის კონვენცია, რომლის მხარეც საქართველო 2001 წელს გახდა, ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, უზრუნველყონ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ადამიანის გარემოსდაცვით უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ კამპანიას 2019 წლის ბოლომდე გააგრძელებს.

მწვანე ბანაკი ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. ბანაკის მიზანია ახალგაზრდებში გარემოს დაცვის, მდგარდი განვითარების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ახალი შესაძლებლობების შექმნა მომავალი ლიდერებისთვის.

25.09.2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ვალდორფის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

მოსწავლეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი ნოე მეგრელიშვილი შეხვდა და დეტალურად ესაუბრა ოზონის დაცვის საერთაშორისო დღის ისტორიასა და მნიშვნელობაზე, ასევე მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია ოზონის შრის და ამ მხრივ საქართველოში არსებული რეალობისა და მიღწეული შედეგების შესახებ.

შეხვედრაზე მოსწავლეები გამოცხადებული კონკურსის პირობებს გაეცნენ, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით პროექტის - „ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება მონრეალის ოქმის განხორციელების ხელშეწყობისთვის“ - ფარგლებში ოზონის შრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იმართება გზავნილით: “დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე”. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც VII-XII კლასის სკოლის მოსწავლეებს, ასევე სტუდენტებსა და გრაფიკოსებს.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მოსწავლეებმა მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

24.09.2019
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს “მწვანე ჯილდოს” კონკურსს 2019 წლის საუკეთესო აღმზრდელის/მეთოდისტის გამოსავლენად მთელი საქართველოს მასშტაბით.
 
კონკურსის წესები:
 
“მწვანე ჯილდოსთვის” განიხილება აღმზრდელი, აღმზრდელ-პედაგოგი ან მეთოდისტი, რომელიც:
  • ამჟამად დასაქმებულია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში;
  • სააღმზრდელო პროცესში გარემოსდაცვითი საკითხების სწავლებისას იყენებს სახელმძღვანელოს “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” (https://bit.ly/2MSs5uf).
 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 5 ნოემბერი
კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად:
  • I ეტაპი - საკონკურსო განაცხადების გადარჩევა
  • II ეტაპი - პრეზენტაცია 
 
გამარჯვებულები გამოვლინდებიან საზეიმო ღონისძიებაზე, რომლებიც დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.
 
ფინალში გადასულ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქრები.
 
კონკურსში მონაწილეობისათვის შეავსეთ განაცხადის ფორმა და დაურთეთ თქვენ  მიერ განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა და ღონისძიების პროგრამის აღწერა (ერთ საქაღალდედ). 

საკონკურსო მასალების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@eiec.gov.ge 

გთხოვთ, გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ის ველი) მიუთითეთ "მწვანე ჯილდო".
 
კონკურსში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, შეავსოთ საკონკურსო განაცხადის ფორმა
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ნათია სარალიძე - განათლების პროექტების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
ტელ.: +995 32 2 11 20 23 
მობ.: +995 55 35 22 33
ელფოსტა: natia.saralidze@eiec.gov.ge
24.09.2019

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოს მასშტაბით “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს. სახელმძღვანელოს დასანერგად ცენტრის თანამშრომლებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადეს და სასწავლო რესურსები გადასცეს.

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში, კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის მხარეებში. 2019 წლის ბოლომდე კი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

23.09.2019

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოს მასშტაბით “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს. სახელმძღვანელოს დასანერგად ცენტრის თანამშრომლებმა სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადეს და სასწავლო რესურსები გადასცეს.

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში, კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის მხარეებში. 2019 წლის ბოლომდე კი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

20.09.2019

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გრძელდება საინფორმაციო კამპანია, რომელიც გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენინგების ჩატარებას თემაზე “გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები”.

კამპანიის ფარგლებში ტრენინგები ჩატარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და მას ესწრებოდნენ, როგორც მხარის მუნიციპალიტეტების საჯარო სექტორის, ისე არასამთავრობო სექტორისა და ბეჭდური მედიის წარმომადგენლები. ტრენინგის მონაწილეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ორჰუსის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების დაცვისა და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

აღნიშნული ტრენინგების ჩატარება მიზნად ისახავს ორჰუსის კონვენციით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას. ორჰუსის კონვენცია, რომლის მხარეც საქართველო 2001 წელს გახდა, ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, უზრუნველყონ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ადამიანის გარემოსდაცვით უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ ტრენინგებს 2019 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართავს.

19.09.2019
 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 
Displaying results 121-132 (of 685)

Latest news