გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების საბავშვო-ბაღების აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის ტრენინგი გამართეს. 

შეხვედრის მონაწილეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართა დაყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრაში სკოლამდელი განათლების როლზე. 

სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისისა და კახეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტში და ამჟამად მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში ინერგება. საერთო ჯამში გადამზადდა საბავშვო ბაგა-ბაღების 440 მეთოდისტი და აღმზრდელი. 

2019 წლის ბოლომდე “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვა იგეგმება.
 
06.11.2018

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს “მწვანე” სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. მოსწავლეებმა ლექცია ნარჩენების მართვის და ამ სფეროში არსებული გამოწვევეBის შესახებ მოისმინეს. გაეცნენ ნარჩენების მართვის ძირითად პრინციპებს და პრობლემის აღმოფხვრის გზებზეც იმსჯელეს.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს სკოლის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვით საკითხებზე ლექციებს, რომლის მიზანია დაინტერესებულმა საზოგადოებამ მიიღოს სანდო და ამომწურავი ინფორმაცია მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ.

02.11.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში “გარემოსდაცვითი მმართველის” სასწავლო კურსი დასრულდა. წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გადასცა.

სასწავლო კურსი გაიარეს კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა არა მარტო თბილისიდან, არამედ რეგიონებიდანაც.

სასწავლო კურსი ითვალისწინებს კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სამყაროს სტანდარტების გათვალისწინებით, კომპანიებისთვის შესაბამისი კადრების გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. კურსს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები უძღვებიან.

სასწავლო პროგრამა „გარემოსდაცვითი მმართველი“ დაიწყო 2015 წელს და დღემდე გრძელდება. სულ გადამზადდა-342 კადრი.

01.11.2018

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ადგილობრივ ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს პროექტის - "ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით" ფარგლებში ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე: “ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა”. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ნიადაგის დეგრადაციის კუთხით არსებულ პრობლემებზე, მიწის მდგრადი მართვის თანამედროვე და ეფექტურ გზებსა და მეთოდებზე. ასევე აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებისა და შესრულების მექანიზმების თაობაზე. ტრენინგი თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკულ საველე გასვლასაც მოიცავდა.

პროექტი "ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით" ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მხარდაჭერით. პროექტის მიზანია სოფლად ეკონომიკურად ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის მიზნით ლანდშაფტისა და მიწის მდგრადი მართვის პრინციპების ინტეგრირება ეროვნულ პოლიტიკასა და ინსტიტუციურ ჩარჩოებში. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიება დედოფლისწყაროს, ახმეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში.

31.10.2018

პროექტი “ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის” (EUWI+ East) ეპატიჟება შესაბამისი გამოცდლების მქონე ადგილობრივ კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კველვით/აკადემიურ ინსტიტუტებს და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს საქართველოში გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისღებად: „კომუნიკაციური დახმარება, საქართველოში ჩართულობითი სააუზო მართვის გეგმების შემუშავებისა და ქმედებების განხორციელებისთვის შემუშავებისთვის“.

დეტალური ტექნიკური დავალება და ტენედერში მონაწილეობის მისაღებად საჭირო ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://euwipluseast.eu/en/thematic-area/call-for-application

ტენდერში მონაწილეობისთვის საპროექტო შეთავაზებები მიიღება: 2018 წლის 13 ნოემბერს, 18:00 საათამდე. (ცენტრალური ევროპის დროით)
განხორციელების სავარაუდო პერიოდი: 2018 წ. ნოემბერი - 2020 წ. ივლისი
25.10.2018


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ დაგეგმილია გარემოსდაცვითი შეფასების ელექტრონული სისტემის შექმნის მომსახურების შესყიდვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართება 26 ოქტომბერს 11:00 საათზე სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში (მის:  მარშალ გელოვანის გამზ. 6, ადმინისტრაციული შენობის II კორპუსი, II სართული).

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება გარემოსდაცვითი შეფასების ელექტრონული სისტემის შესახებ პრეზენტაცია. ღია კარის დღეზე გამოთქმული მოსაზრებები და შენიშვნები გათვალისწინებული იქნება ტენდერში. ტექნიკური დავალება იხილეთ დანართის სახით.


დამატებითი კითხვების შემთხვევაში ცენტრის მხრიდან საკონტაქტო პირები არიან:
 
  • ნიკოლოზ ტურაშვილი: ინფორმაციული სისტემების კოორდინატორი (ელ-ფოსტა: nikoloz.turashvili@eiec.gov.ge; ტელ: 577615507)
 
  • ირაკლი ბალანჩივაძე: ინფორმაციული სისტემების სპეციალისტი (ელ-ფოსტა: irakli.balanchivadze@eiec.gov.ge; ტელ: 577960556)
 
  • ლელა ჭყონია: შესყიდვების სპეციალისტი (ელ-ფოსტა: lela.chkonia@eiec.gov.ge; ტელ: 577960555)
25.10.2018

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით სკოლის მოსწავლეები ეროვნულ საშენ მეურნეობას ესტუმრნენ. მოსწავლეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა  ხის დარგვისა და მისი შემდგომი მოვლის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

 

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა წითელი ნუსხისა და იშვიათი სახეობებისა და ჯიშების ხე-მცენარეთა პლანტაციები დაათვალიერეს, ნახეს რა გზას გადის ნერგი აღმოცენებიდან დარგვამდე და ინფორმაცია მიიღეს დარგული ნერგის მოვლის წესების შესახებ. სტუმრებმა ეროვნულ საშენ მეურნეობაში, გარეულ ფრინველთა ორნიტოფერმა, ხე-მცენარეთა საკონტეინერო ბაქანი და სარეზერვო ტბორი დაათვალიერეს.

 

 

23.10.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ბაღების აღმზრდელ-მეთოდისტებისთვის ტრენინგი ჩაატარეს. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართა.
სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის, თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს:
ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო 
წყლისა და ენერგიის დაზოგვა 
ნარჩენების მართვა. 
სახელმძღვანელოს გასაცნობად და მასში ასახული თეორიული და პრაქტიკული მასალის სწორი მიწოდებისათვის ცენტრმა მცხეთის მუნიციპლიტეტის საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მეთოდისტები გადაამზადა.
სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისისა და კახეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტში, ტრენინგები ჩაუტარდა საბავშვო ბაგა-ბაღების 412 მეთოდისტსა და აღმზრდელს. 2019 წლის ბოლომდე “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვა იგეგმება.
22.10.2018

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ლექციის მოსასმენად ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების, ძირითადი დამაბინძურებლებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ჰაერის ხარისხის გავლენის შესახებ. ცენტრის წარმომადგენელი მოსწავლეებს თბილისის ატმოსფერულ ჰაერთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა, რის შემდეგაც ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა მსჯელობა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების შესაძლო გზებზე.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს სკოლის მოსწავლეებისთვის ატმოსფერული ჰაერის თემატიკა/პრობლემატიკასთან დაკავშირებით ლექციებს, რომლის მიზანია დაინტერესებულმა საზოგადოებამ მიიღოს სანდო ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის, დაბინძურების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ.

17.10.2018
საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით "ჰაერის დაცვის პოლიტიკის" შესახებ გამართულ დისკუსიაში, თბილისის საჯარო სკოლებისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 100-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა დარგის სპეციალისტებთან ერთად იმსჯელა ატმოსფერული ჰაერის დამბინძურებლების, დაბინძურების წყაროებისა და მათი ზეგავლენის შესახებ.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რომლის მიზანიც დაინტერესებული საზოგადოებისთვის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების, მისი გავლენისა და შედეგების შესახებ სანდო ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა. მსგავსი შეხვედრები უზრუნველყოფს მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, რაც აუცილებელია ჰაერდაცვითი პოლიტიკის განხორციელების პროცესში მოქალაქეების მაქსიმალურად ჩართვის უზრუნველსაყოფად.
დისკუსიის დასრულების შემდეგ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის მიმდებარედ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით, სპეციალური მოწყობილობის საშუალებით სინჯები აიღეს.
საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი პროექტს ახორციელდებს თბილისის მერიისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს მომავალი თაობის არაფორმალური განათლების ხელშეწყობას, ადვოკატირების სწავლებას და მათ აქტიურ ჩართვას საკუთარი ქალაქის განვითარებაში.
12.10.2018

მეტყევის დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თბილისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლეები და ამავე სკოლის ეკოკლუბის “დრიადები” წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მეტყევის პროფესიის მნიშვნელობაზე, სფეროში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებეზე ისაუბრა.

მეტყევეების ყოველდღიურ საქმიანობაზე, ამ პროფესიის ყველაზე მომხიბლავი და რთული დეტალების შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის აღრიცხვისა და კვლავწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მარინა სუჯაშვილმა, მეტყევეებმა მარინა რეხვიაშვილმა და ალექსანდრე არჩვაძემ ისაუბრეს.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

მეტყევის დღე საქართველოში 1999 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

10.10.2018

“გარდენ ჰოლში”, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონკურსის “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სამინისტროს რჩეული - კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში დაბადებული, მარნეულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი თემურ სუყაშვილი დაასახელა. გამარჯვებულს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის “მწვანე ჯილდო”, მადლობის სიგელი და კომპანია "კარფურის" მხარდაჭერით პერსონალური კომპიუტერი გადაეცა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2017 წელსაც გამოავლინა საკუთარი რჩეული - სვანეთის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ეკა წულუკიძე. 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა და ამ გზით მოსახლეობის ცოდნისა და ცნობიერების დონის ზრდა წარმოადგენს, სწორედ ამიტომ ცენტრი 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობაზე განათლების როგორც ფორმალურ ისე არაფორმალური და არაოფიციალური მიმართულებით. გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის ცენტრმა “მწვანე ჯილდო” დააწესა, რომელიც 2018 წლის ივნისში სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის თბილისის 85-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელს ლელა ტყემალაძეს გადაეცა.

08.10.2018
 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 
Displaying results 133-144 (of 578)

Latest news