გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები, “დედამიწის საათის” კამპანიის ფარგლებში “კარფურში” ბავშვთა მოედანზე შეკრებილ ბავშვებს შეხვდნენ.

 

ცენტრის თანამშრომლებმა, “კარფურის” გუნდთან ერთად, ბავშვებს შემეცნებითი სახის თამაშებითა და სხვადასხვა აქტივობებით “დედამიწის საათის” მნიშვნელობა გააცვნეს.შეხვედრის დასასრულს კი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისგან სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.

 

“დედამიწის საათს” საქართველო 2007 წლიდან აღნიშნავს და წელსაც, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებით უერთდება მას.

 
01.04.2019
30 მარტს დედამიწის საათი 2019 აღინიშნება!

ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი აქციის “დედამიწის საათის” აღსანიშნავად ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა სპორტული ღონისძიებები. აქტივობების ფარგლებში გაიმართა ველომსვლელობა და გარბენი 6 კმ-ის დისტანციაზე, რომელშიც მოხალისეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და არასამთავრობო, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და გარემოსთვის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტისა და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სპორტული ღონისძიების მონაწილეებს დაურიგდათ სამახსოვრო მაისურები და სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ პარტნიორი ორგანიზაციების: კარფურის, სანტეს, ქართულ უნიკალურ ღვინოს, დიდგორის მიერ დაწესებული საჩუქრებითა და ვაუჩერებით.

დედამიწის საათი პლანეტის დასაცავი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ყოველი მარტის თვის ბოლო შაბათს ტარდება. ამ დღეს მილიონობით ადამიანი უარს აცხადებს ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე. ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და გარემოს სასარგებლოდ შეცვლა.

 
 
01.04.2019

“დედამიწის საათის” კამპანიასთან  დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, თბილისის საერთაშორისო სკოლის  მოსწავლეებისთვის გაიმართა ლექცია თემაზე: “დედამიწის ისტორია, პროტოპლანეტიდან ლურჯ პლანეტამდე.” 

ლექციის ფარგლებში ცენტრის წარმომადგენელმა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა: 
სამყაროს წარმოშობის ნებულარული თეორია 
დედამიწისა და მთვარის წარმოშობის ისტორია 
კონტინენტების ფორმირების ისტორია
დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობისა და განვითარების ისტორია

პლანეტის თანამედროვე გამოწვევბსა და “დედამიწის საათის” კამპანიის მნიშვნელობაზე მოსწავლეებს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენელი  ესაუბრა. 

“დედამიწის საათს” საქართველო 2007 წლიდან აღნიშნავს და წელსაც, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებით, უერთდება მას. 

 

 
29.03.2019

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები წყნეთში არსებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსწავლეებსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

 

ახალგაზრდებმა ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ მოისმინეს ლექცია, აქტიურად იმსჯელეს ამ სფეროში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემის აღმოფხვრის გზებზე და სამომავლოდ წყნეთში მოსწავლეებისა და სტუდენტების მიერ დაგეგმილი გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებაც ისაუბრეს.

 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სისტემატურად ატარებს ლექციებს სკოლის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვით საკითხებზე, რომლის მიზანია, დაინტერესებულმა საზოგადოებამ მიიღოს სანდო და ამომწურავი ინფორმაცია მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ.

 
29.03.2019

“დედამიწის საათის” კამპანიასთან  დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, დაინტერესებული მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის გაიმართა ლექცია თემაზე: “დედამიწის ისტორია, პროტოპლანეტიდან ლურჯ პლანეტამდე.”

ლექციის ფარგლებში ცენტრის წარმომადგენლემა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცა: სამყაროს წარმოშობის ნებულარული თეორია, დედამიწისა და მთვარის წარმოშობის ისტორია, კონტინენტების ფორმირების ისტორია, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობისა და განვითარების ისტორია, ლურჯი პლანეტის თანამედროვე გამოწვევები. ასევე, მომხსენებელმა ისაუბრა დედამიწის საათის კამპანიის შესახებ.

“დედამიწის საათს” საქართველო 2007 წლიდან აღნიშნავს და წელსაც, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვადასხვა ღონისძიებით უერთდება მას.

 
28.03.2019

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ცენტრის წარმომადგენლები დაინტერესებულ სტუდენტებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ცენტრის მიერ შეთავაზებულ სერვისებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე ესაუბრნენ.

დასაქმების ფორუმზე, რომლის მიზანიც სტუდენტებისა და კურსდამთავრებნულთათვის პოტენციურ დამსაქმებელთან გასაუბრებების შესაძლებლობის მიცემა წარმოადგენდა,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა უწყებები იყვნენ წარმოდგენილნი.

 
26.03.2019

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში პროქტის “ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მე-6 ეროვნული ანგარიშის შემუშავების ხელშეწყობის” ფარგლებში  სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიომრავალფეროვნების მიმართულებით მომუშავე ექსპერტები ესწრებოდნენ.

შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა და აღნიშნული ანგარიშის მომზადების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სამინისტროს ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს ანგარიშის ფორმატი გააცნო.

ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციას საქართველოს 1994 წელს შეუერთდა და რიგით მე-6 ეროვნულ ანგარიშს ამზადებს.

პროექტს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ახორციელებს. ის მიზანად ისახავს  მაღალი ხარისხის, მონაცემებზე დაფუძნებული ანგარიშის შემუშავებას, რომელიც გააუმჯობესებს, ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესასრულებლად, ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და ხელს შეუწყობს აიჩის (Aichi Biodiversity Targets) ბიომრავალფეროვნების მიზნების მიღწევის ანგარიშგებას.

 
 
25.03.2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისა და მეთოდისტებისთვის ტრენინგები გამართეს.  

 

ტრენინგს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გურამ მელიქიძე და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელი ნიკოლოზ ტურაშვილი დაესწრნენ. ცენტრის წარმომადგენელი მონაწილეებს გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობასა და მასში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მნიშვნელობაზე ესაუბრა.  

 

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

 

სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში და კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის მხარეებში და ამჟამად პროცესი სამცხე-ჯავახეთში მიმდინარეობს.  

 

2019 წლის ბოლომდე “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

18.03.2019
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანაშრომლები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულს შეუერთდნენ.

2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია”, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. რადგან წინდებს ქრომოსომის ფორმა აქვთ, იდეამ მიიღო კამპანიის სახე, წინდები კი დაუნის სინდრომის სიმბოლოდ იქცა.

გაეროს 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის გულისხმობს, რომ დაუნის სინდრომის მქონე ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იცხოვროს თანასწორ გარემოში, ჰქონდეთ უწყვეტი პიროვნული განვითარების, განათლების ხელმისაწვდომობის, ურთიერთობების, ჯანმრთელობის, სამუშაო და საცხოვრებელი გარემოსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის თანაბარი შესაძლებლობები. 
15.03.2019

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელი გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოასწავლეებს შეხვდა და საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ესაუბრა.  


ლექციის მსვლელობისას მოსწავლეები დაცულ ტერიტორიების მნიშვნელობას, კატეგორიებსა და თითოეულ კატეგორიაში დაშვებულ და აკრძალულ საქმიანობებს გაეცნენ. ასევე ინფორმაცია მიიღეს დაცულ ტერიტორიებში არსებული ბიომრავალფეროვნების და მათი მდგომარეობის შესახებ.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს სკოლის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვით საკითხებზე ლექციებს, რომლის მიზანია დაინტერესებულმა საზოგადოებამ მიიღოს სანდო და ამომწურავი ინფორმაცია მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ.

18.02.2019

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს „თბილისის საერთაშორისო სკოლისმოსწავლეები ესტუმრნენ. მოსწავლეებმა ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ მოისმინეს ლექცია და იმსჯელეს ამ სფეროში არსებული გამოწვევებისა და პრობლემის აღმოფხვრის გზებზე.


გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სისტემატურად ატარებს ლექციებს სკოლის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვით საკითხებზე, რომლის მიზანია,დაინტერესებულმა საზოგადოებამ მიიღოს სანდო და ამომწურავი ინფორმაცია მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ.

15.02.2019
FAO, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასების მონიტორინგის სისტემას აუმჯობესებს. მონიტორინგის სისტემა საქართველოში 2015 წლიდან მუშაობს, ევროკავშირის დაფინანსებული სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

სოფლის მეურნეობის პროდუქტების საბაზრო ფასების მონიტორინგი ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში ხორცილდება, 100-ზე მეტ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე. ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლები ყოველკვირეულად აგროვებენ ფასებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე და სამინისტროს ცენტრალურ აპარატს აწვდიან, ამ ინფორმაციის შემდგომი დამუშავებისა და პოლიტიკის შემუშავებაში გამოყენების მიზნით.

ფასების მონიტორინგის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა ონლაინ აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც, მონაცემთა შეგროვება ელექტრონულად, ტაბლეტების მეშვეობით ხორციელდება და მონიტორინგის დასრულებისთანავე, შეგროვებული და შეყვანილი ინფორმაცია სამინისტროს სერვერზე ავტომატურად იგზავნება, რაც საგრძნობლად ამარტივებს მონიტორინგის პროცესს და ამცირებს შეცდომის დაშვების შესაძლებლობას.

ახალი აპლიკაციის დანერგვის მიზნით, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარდათ. აღნიშნული გადამზადება სხვა მუნიციპალიტეტებშიცაა დაგეგმილი. ტრენინგებზე მოხდება აპლიკაციის გამოყენების დეტალური ინსტრუქციის, ფასების მონიტორინგის სისტემაში შესული ყველა მეთოდოლოგიური ცვლილების და პროდუქტების განახლებული ჩამონათვალის განხილვა. ღონისძიების ორგანიზება განხორციელდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), სამინისტროს სტატისტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზები მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge
12.02.2019
 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 
Displaying results 145-156 (of 633)

Latest news