სასტუმროში “ჰოლიდეი ინ” საერთაშორისო ფონდი "Green for Growth” ორგანიზებით „მწვანე ბიზნეს ფორუმი 2019“ გაიმართა. ფორუმზე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი ნინო ჯანელიძე და მერიის გარემოსდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი გიგა გიგაშვილი. 

 

სიტყვით გამოსვლისას მომხსენებლებმა ისაუბრეს მწვანე ეკონომიკისა და მწვანე ბიზნესის ხელშეწყობაზე, ასევე მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობაზე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა საზოგადოების  გარემოსდაცვითი ცნობიერებისა დონის ამაღლების მნიშვნელობაზე და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის როლზე აღნიშნული მიმართულებით.

 

ფორუმი დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა და ნებისმიერ დამსწრეს შეეძლო კითხვების დასმა და საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება.

 
02.07.2019

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომელთა შესაძლებლობათა გაძლიერების მიზნით ბათუმსა და ოზურგეთში ტრენინგები დასრულდა.  ტრენინგი მიზნად ისახავდა პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომელთა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისა და უკანონო ქმედებების დროულად და ეფექტიანად აღკვეთას.

 

ტრენინგები მოიცავდა როგორც საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ ინფორმაციას,  ასევე მონაწილეთა საქმიანობიდან გამომდინარე საჭირო პრაქტიკულ სამუშაოებს. პროექტის ფარგლებში სულ გადამზადდება 160 თანამშრომელი.

 

ტრენინგები განხორციელდა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.
19.06.2019

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომელთა შესაძლებლობათა გაძლიერების მიზნით ქუთაისსა და ზუგდიდში ტრენინგები დასრულდა.  ტრენინგი მიზნად ისახავდა პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომელთა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისა და უკანონო ქმედებების დროულად და ეფექტიანად აღკვეთას.

 

ტრენინგები მოიცავდა როგორც საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ ინფორმაციას,  ასევე მონაწილეთა საქმიანობიდან გამომდინარე საჭირო პრაქტიკულ სამუშაოებს. პროექტის ფარგლებში სულ გადამზადდება 160 თანამშრომელი.

 
ტრენინგები განხორციელდა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.

19.06.2019

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომელთა შესაძლებლობათა გაძლიერების მიზნით თელავსა და ახალციხეში ტრენინგები დასრულდა.  ტრენინგი მიზნად ისახავდა პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომელთა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისა და უკანონო ქმედებების დროულად და ეფექტიანად აღკვეთას.

 

ტრენინგები მოიცავდა როგორც საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ ინფორმაციას,  ასევე მონაწილეთა საქმიანობიდან გამომდინარე საჭირო პრაქტიკულ სამუშაოებს. პროექტის ფარგლებში სულ გადამზადდება 160 თანამშრომელი.

 

ტრენინგები განხორციელდა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.
19.06.2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (Rec Caucasus) ორგანიზებით ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიება გაიმართა. გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღეს ინფორმაცია გაუდაბნოების, მიწის დეგრადაციის საკითხებზე, ამ კუთხით, საქართველოში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებსა და გამოწვევებზე.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს მიწის დეგრადაციის პრობლემებზე, მასთან ბრძოლის ღონისძიებებზე და ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, ცნობიერების ამაღლებისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ესეების კონკურსის “გაუდაბნოება ჩემს მხარეში”გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება.

ესეები კონკურსი “გაუდაბნოება ჩემს მხარეში” მიზნად ისახავდა გაუდაბნოების საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობასა და გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეების წახალისებას. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სართიჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც ესეების სახით წარმოადგინეს თავიანთი ხედვა გაუდაბნოების პრობლემაზე. კონკურის თითოეულ მონაწილეს გადაეცა წამახალისებელი პრიზები და სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებული სამი ესეს ავტორები დაჯილდოვდნენ ბიბლუსის ვაუჩერებით.

მონაწილეებმა პროექტის “ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით“ ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სართიჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების მიმდებარედ გაშენებული ქარსაფარი ზოლები დაათვალიერეს.

 
18.06.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით პროექტის ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მე-6 ეროვნული ანგარიშის შემუშავების ხელშეწყობის” ფარგლებში ექსპერტთა შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა, მიზნად ისახავდა ექსპერტთა მიერ შემუშავებული ანგარიშის სამუშაო ვარიანტის წარდგენასა და განხილვას.

პროექტს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ახორციელებს. ის მიზანად ისახავს  მაღალი ხარისხის, მონაცემებზე დაფუძნებული ანგარიშის შემუშავებას, რომელიც გააუმჯობესებს, ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესასრულებლად ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების აიჩი  მიზნების (Aichi Biodiversity Targets) მიღწევის ანგარიშგებას.

 
17.06.2019

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტის - ”დებატები: ეკოსისტემური სერვისები თუ ინფრასტრუქტურა” - მონაწილეებს საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში პროექტის მონაწილეები ბოტანიკურ ბაღის ისტორიას, მნიშვნელობასა და ბაღში წარმოდგენილ კოლექციებს გაეცნენ, მოისმინეს ლექციები მცენარეთა მორფოლოგიისა და მცენარეთა მავნებლების შესახებ. გაეცნენ ჰერბარიუმის დამზადების პროცესსა და მავნებელი მწერების ლაბორატორიული კვლევის მეთოდებს.

პროექტი - “დებატები: ეკოსისტემური სერვისები თუ ინფრასტრუქტურა” 22 მაისს ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით გაიმართა და მასში სააპლიკაციო ფორმაზე დაყრდნობით შერჩეული 12 მოსწავლე მონაწილეობდა.

 
10.06.2019

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომელთა შესაძლებლობათა გაძლიერების მიზნით ტრენინგები მიმდინარებს.  ტრენინგი მიზნად ისახავს პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომელთა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისა და უკანონო ქმედებების დროულად და ეფექტიანად აღკვეთას.

 

ქალაქ გორში აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების პირველი განყოფილების თანამშრომლები გადამზადნენ. ტრენინგები დაგეგმილია საქართველოს რამდენიმე ქალაქში და მოიცავს როგორც საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ ინფორმაციას,  ასევე მონაწილეთა საქმიანობიდან გამომდინარე საჭირო პრაქტიკულ სამუშაოებს. პროექტის ფარგლებში სულ გადამზადდება 160 თანამშრომელი.

 

ტრენინგებს ახორციელებს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.

 
10.06.2019

ქ. თბილისის 181-ე საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელებმა გარემოს დაცვის თემაზე ღონისძიება გამართეს. ღონისძიების შემდგომ პატარებმა მშობლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ეზოში ხეც დარგეს.

 

სკოლამდელ ასაკში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში ინერგება ცენტრის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო - „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვას, ნარჩენების მართვას, წყლის რესურსებისა და ენერგიის დაზოგვას მოიცავს. 181-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მიერ გამართული ღონისძიება სახელმძღვანელოში შესულ გარემოსდაცვით თემებს დაეთმო.

 

 
07.06.2019

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საჯარო დიალოგი „შეამცირე ჰაერის დაბინძურება საკუთარი ქმედებით” გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულმა სტუმრებმა, დარგის სპეციალისტებთან ერთად ატმოსფერული ჰაერის დამბინძურებლებსა და დაბინძურების წყაროებზე, ასევე ადამიანის ჯანმრთელობაზე მათ ზეგავლენაზე ისაუბრეს და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარემოს დაცვა და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, სახელმწიფო არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებს.

„გარემოს დაცვა კომპლექსურ მიდგომებს მოითხოვს. სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკის, რეფორმებისა და კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების გარდა, გარემოს დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა. სწორედ ამიტომ, გარემოს დაცვის დღეს აღვნიშნავთ ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, იმ ადამიანებთან, რომელთა აზრსაც უსმენს და ითვალისწინებს საზოგადოება. ვფიქრობ, გარემოს დაცვის, კერძოდ კი, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, საერთო პასუხისმგებლობა და ერთობლივი ძალისხმევა, ეფექტურ შედეგებამდე მიგვიყვანს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღონისძიების სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გარემოსდაცვითმა ომბუდსმენმა, დევიდ მორისონმა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ხუციშვილმა და ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკატერინე ლალიაშვილმა

ჰაერის დაცვის პოლიტიკაზე, გატარებულ რეფორმებსა და ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, 5 ივნისს მთელ მსოფლიოში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება. უკვე წლებია, გარემოს დაცვის დღე საქართველოშიც აქტიურად აღინიშნება, რაც მიზნად ისახავს გარემოსდაცვით საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების გაზრდას და მათ აქტიურ ჩართულობას ამ კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად.

1972 წლის 15 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, „გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა" (UNEP) ყოველ წელს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის მთავარ თემად გარემოსდაცვით სხვადასხვა მიმართულებას ირჩევს. 2019 წელს გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია „შეამცირე ჰაერის დაბინძურება საკუთარი ქმედებით”.

06.06.2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით მტკვრის დაცვის დღე აღინიშნა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში შეკრებილ თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა მიმართეს და მტკვრის, როგორც ტრანსასაზღვრო მდინარის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. შეხვედრის განმავლობაში საუბარი შეეხო ასევე მტკვრის მონიტორინგს და ლაბორატორიულ კვლევას. მოსწავლეებს ლაბორატორიის დაათვალიერების და წყლის ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გაცნობის საშუალება მიეცათ.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე.

 
02.06.2019

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა

სამინისტროს ეზოში, სპეციალურად ბავშვებისთვის მოწყობილ სივრცეში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ და მრზუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლა. მინისტრმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

„ჩვენი უმთავრესი მოვალეობა თქვენზე, ჩვენს მომავალ თაობაზე ზრუნვაა. სუფთა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრება ყველა ადამიანის და მით უმეტეს, თქვენი უფლებაა. ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, უკეთესი გავხადოთ. ვისურვებდი, რომ ბევრი თქვენგანი მომავალ პროფესიას სწორედ გარემოს დაცვის სფეროს დაუკავშირებს და განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს მის დაცვასა და სწორად განვითარებაში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ბავშვებისთვის გამართულ შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს სახალისო ვიქტორინაში და შემეცნებითი სახის გარემოსდაცვით თამაშებში. გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა პატარებს გარემოს დაცვის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს, ჩაუტარეს მასტერკლასი მცენარეთა დარგვისა და მოვლის წესების შესახებ. ბავშვებმა საკუთარი ხელით ხელით ჩარგეს მცენარეები ქოთნებში, ტომლებიც ღონისძიების ბოლოს საჩუქრად გადაეცათ.

ღონისძიების პარტნიორი კომპანიები „ბარამბო” და „ზედაზენი” საკუთარი პროდუქციით ნაყინითა და ლიმონათებით გაუმასპინძლდნენ პატარებს.

 
01.06.2019
 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 
Displaying results 157-168 (of 680)

Latest news