საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, USAID-ის პროექტი "მმართველობა განვითარებისთვის" (G4G) და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEC)

გიწვევთ წყლის რესურსების მართვის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვაზე

ღონისძიების დრო: ოთხშაბათი, 5 სექტემბერი, 2018  | 12:00–15:00 
ადგილი: USAID | G4G-ის საკონფერენციო დარბაზი, ქ. თბილისი, ლევან მიქელაძის 5 (ყოფილი თენგიზ აბულაძის ქუჩა, რუკა თანდართულია)
ღონისძიების ენა: ქართული

კანონის პროექტი და რეგულირების გავლენის შეფასება იხილეთ დანართის სახით. მასალების ნახვა შესაძლებელია ასევე ბმულზე:
https://goo.gl/tMj38x

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა არაუგვიანეს 4 სექტემბერს, 12:00 საათამდე.

იხ.დანართები:
კანონპროექტი წყლის რესურსების მართვის შესახებ
წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტის რეგულირების გავლენის შეფასება

რუკა - USAID G4G, Deloitte Consulting
03.09.2018

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადდა კანონის პროექტი „რიონის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ და მასი თანმდევი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საზოგადოების ინფორმირების მიზნით საჯაროდ ქვეყნდება კანონპროექტი.

კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები  გთხოვთ მოგვაწოდოთ მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე ელ-ფოსტაზე:  Akaki.Veltauri@mepa.gov.ge

ინფორმაცია საჯარო განხილვის შესახებ გეცნობებათ მოგვიანებით.

 

იხ.დანართები

 
03.09.2018
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადდა კანონის პროექტი „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საზოგადოების ინფორმირების მიზნით საჯაროდ ქვეყნდება კანონპროექტი.
კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები  გთხოვთ მოგვაწოდოთ მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე ელ-ფოსტაზე:  Akaki.Veltauri@mepa.gov.ge
ინფორმაცია საჯარო განხილვის შესახებ გეცნობებათ მოგვიანებით.
 
იხ.დანართები

კანონპროექტი ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

აბულის ტბის აღკვეთილი

ავჭალის ტბის აღკვეთილი
საღამოს ტბა
ფარავნის ტბის აღკვეთილი

03.09.2018

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადდა კანონის პროექტი “რაჭის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ”. საზოგადოების ინფორმირების მიზნით საჯაროდ ქვეყნდება კანონპროექტი.

კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები  გთხოვთ მოგვაწოდოთ მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე ელ-ფოსტაზე:  Akaki.Veltauri@mepa.gov.ge

ინფორმაცია საჯარო განხილვის შესახებ გეცნობებათ მოგვიანებით.

იხ.დანართი

03.09.2018

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადდა კანონის პროექტი “ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ”. საზოგადოების ინფორმირების მიზნით საჯაროდ ქვეყნდება კანონპროექტი.

კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები  გთხოვთ მოგვაწოდოთ მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე ელ-ფოსტაზე:  Akaki.Veltauri@mepa.gov.ge


იხ.დანართი
კანონპროექტი ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ

03.09.2018
სასტუმრო “ამბასადორი კაჭრეთში” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის სადემონსტრაციო სესია გაიმართა. შეხვედრის მონაწილეეებს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართეს. შეხვედრის მონაწილეებმა სისტემის ფუნქციონირებაზე, ბიომრავალფეროვნების მოდულის ანგარიშებსა და განხორციელებულ დავალებებზე კომპანია “ფინას” წარმომადგენებთან ერთად იმსჯელეს. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემა არის ახალი პლატფორმა, რომელიც მომხარებელს სთავაზობს სხვადასხვა გარემოსდაცვით თემატიკასთან დაკავშირებულ სრულ გარემოსდაცვით ინფორმაციას. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის მიზანია მოსახლეობისთვის სანდო გარემოსდაცვით მონაცემებთან წვდომის უზრუნველყოფა, ეფექტიანობის გაზრდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის ფორმირების პროცესში, ეროვნული საჭიროებებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. სისტემის სადემონტრაციო სესიას ესწრებოდა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის- „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ მენეჯერი ნინო გვაზავა, ექსპერტები და დარგის სპეციალისტები. სისტემა განვითარდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) პროექტის - „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფარგლებში.
23.08.2018

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადდა “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” კანონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს შემადგენლობაში გადატანას, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისათვის მოსაკრებლის ნაცვლად მომსახურების საფასურის დადგენას და კოდექსის პრაქტიკაში გამოყენების პროცესში გამოვლენილი ტექნიკური ხასიათის ხარვეზების აღმოფხვრას.

აღნიშნული ცვლილების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა მიმდინარე წლის 27 თებერვალს. 

საჯარო განხილვაზე სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გამოითქვა მზადყოფნა, რომ თითოეულ დაინტერესებულ პირთან იქნებოდა კომუნიკაცია. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მივიღეთ შენიშვნები და მოსაზრებები, რომელთა გათვალისწინებით დაკორექტირდა კანონპროექტი და წარმოგიდგენთ საბოლოო ვერსიას.

  1.  ​​"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
 შენიშვნების ფურცელი
გთხოვთ, პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და წინადადებები მოგვაწოდოთ მიმდინარე წლის  6 სექტემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე eia@mepa.gov.ge.

ინფორმაცია საჯარო განხილვის შესახებ გეცნობებათ დამატებით.

23.08.2018
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, კლიმატის მწვანე ფონდისთვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ეროვნული პროგრამის შემუშავებისადმი მიძღვნილი მეორე ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას გარემოსადაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
20.08.2018

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში დისკუსია თემაზე: 10 წელი აგვისტოს ომიდან - ოკუპირებული ბიომრავალფეროვნება” გაიმართა.

ღონისძიებაზე დარგის სპეციალისტებმა, ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად იმსჯელეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გარემოზე მიყენებულ ზიანსა და ტრაგედიიდან დღემდე განვითარებული მოვლენებზე.

ღონისძიების მიზანი ომისა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შეფასება იყო.

ღონისძიებაზე გარემოზე მიყენებული ზიანის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო. ფოტოები ბორჯომისა და ატენის ხეობაში, სოფელ სკრასა და ფოთის პორტში 2008 წლის აგვისტოს თვეშია გადაღებული. ფოტოჟურნალისტ თემო სუხიტაშვილის ექსკლუზიური სურათები ოკუპაციის მუზეუმში მომავალი კვირის განმავლობაში გამოიფინება.

2008 წლის 7, 15, 17 და 24 აგვისტოს რუსეთის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა საქართველოს ბიომრავალფეროვნებას მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანა. 
რუსი ოკუპანტების მიერ გაჩენილი ხანძარი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ტყის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ხანძრად შეიძლება ჩაითვალოს. ბორჯომის ხეობაში, ხაიშში, ატენის ხეობასა და გორის მიმდებარე ტერიტორიაზე მთლიანად 1100 ჰექტარი ტყის მასივი განადგურდა. გაჩანაგდა 290 000 მ3 ხე-ტყე. გარდა ტყის ხანძრებისა, ფოთში ქართული კატარღების აფეთქების შემდეგ ზღვაში 50 ტონამდე ნავთობპროდუქტი ჩაიღვარა, გორის რაიონის სოფელ სკრაში რუსულ ნაღმებზე რკინიგზის შემადგენლობა აფეთქდა, საიდანაც ნიადაგში 720 ტონა ნედლი ნავთობი დაიღვარა. სხვადასხვა დარგის მეცნიერებისა და უცხოელი ექსპერტების დასკვნებით საომარი მოქმედებების დროს საქართველოს ბუნებას მილიარდ ლარზე მეტი ზიანი მიადგა. ბუნებაში დატოვებული რუსული კვალის აღმოფხვრას და ომამდე არსებული მდგომარეობის დაბრუნებას ათეულობით წელი დასჭირდება.

17.08.2018

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაასრულა მუშაობა “ნარჩენების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე. საზოგადოების ინფორმირების მიზნით საჯაროდ ქვეყნდება კანონპროექტი.
კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები  გთხოვთ მოგვაწოდოთ მიმდინარე წლის 5 სექტემბრამდე ელ-ფოსტაზე: kristine.vardanashvili@mepa.gov.ge

დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართება 11 სექტემბერს 12 საათზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დიდ დარბაზში
მის : მარშალ გელოვანის N6

საორგანიზაციო საკითხების მოგვარების მიზნით გთხოვთ, საჯარო განხილვაზე დასწრების მსურველებმა, წინასწარ დაგვიდასტუროთ დასწრება არაუგვიანეს 3 სექტემბრისა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: kristine.vardanashvili@mepa.gov.ge

იხ.დანართები
16.08.2018

იყალთოში, სასტუმროში “სავანეთი” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის სადემონსტრაციო სესია გაიმართა. შეხვედრის მონაწილეეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართა.

სესიაზე სისტემის სადემონსტრაციო ნაწილი კომპანია “ფინას” წარმომადგენელმა წარადგინა. შეხვედრის მონაწილეებმა სისტემის ფუნქციონირებაზე, კლიმატის ცვლილებისა და გაუდაბნოების მოდულების ანგარიშებსა და განხორციელებულ დავალებებზე იმსჯელეს.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემა არის ახალი პლატფორმა, რომელიც მომხარებელს სთავაზობს სხვადასხვა გარემოსდაცვით თემატიკასთან დაკავშირებულ სრულ გარემოსდაცვით ინფორმაციას.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის მიზანია მოსახლეობისთვის სანდო გარემოსდაცვით მონაცემებთან წვდომის უზრუნველყოფა, ეფექტიანობის გაზრდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის ფორმირების პროცესში, ეროვნული საჭიროებებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

სისტემის სადემონტრაციო სესიას ესწრებოდა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის- „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ მენეჯერი ნინო გვაზავა, ექსპერტები და დარგის სპეციალისტები.

სისტემა განვითარდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) პროექტის - „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფარგლებში.

14.08.2018

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, პროექტის - „ახალგაზრდა ლიდერები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ მონაწილეებს ლექცია თემაზე “მდგრადი განვითარება და გარემოს დაცვა” ჩაუტარდათ.

ლექციაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა მდგრადი განვითარების გარემოსდაცვით მიზნებზე ისაუბრა და ასევე ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე .

ლექციის მეორე ნაწილი დაეთმო თეორიულ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები მიიღეს ინფორმაცია მდგრადი განვითარების კონცეფციის, გარემოსდაცვითი მიზნებისა და საქართველოში მათი განხორცილების შესაძლებლობების შესახებ. ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ გარემოსდაცვით პრობლემებზე, რომლებიც მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიზანს უკავშირდება, კერძოდ: ატმოსფერული ჰაერის ხარისხი, წყლის რესურსების დაცვა, ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა და სხვა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა უპასუხა სტუდენტებისთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებს

02.08.2018
 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 
Displaying results 205-216 (of 633)

Latest news