საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, მარტვილისა და ოკაცეს კანიონების ადმინისტრაციის გიდების, რეინჯერებისა და ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებისთვის, პირველადი სამედიცინო დახმარების საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა.

კურსი მოიცავდა თანამედროვე სტანდარტების მიხედვით სხვადასხვა გადაუდებელ სიტუაციაში, პირველადი სამედიცინო დახმარების სწრაფად და სწორად გაწევის სწავლებას. ტრენინგი, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანატომიური კვლევების ცენტრის დირექტორმა, ნეიროქირურგიის და პირველადი სამედიცინო დახმარების სერტიფიცირებულმა ტრენერმა, კონსტანტინე ჩუტკერაშვილმა ჩაატარა, შედგებოდა როგორც თეორიული, ისე მულტიფუნქციურ მანეკენებსა და სიმულატორებზე შესრულებული პრაქტიკული მეცადინეობებისაგან, ასევე ფოკუსირებული იყო რეინჯერების სამუშაოს სპეციფიკის მიხედვით გათვალისწინებული პირველადი დახმარების თემატიკაზე და მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა, საველე პირობებში გულ-ფილტვის არაპირდაპირი მასაჟი, სისხლდენის შეჩერება, თავისა და ხერხემლის ტრავმების, მწერისა და ქვეწარმავლის ნაკბენის პირველადი მკურნალობა და დაშავებულის სწორი ტრანსპორტირება.

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების - სათაფლიას და პრომეთეს, ასევე მარტვილისა და ოკაცეს კანიონების ადმინისტრაციის გიდების, რეინჯერებისა და ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებსთვის გამართული ტრენინგების ფარგლებში, სულ, 60 თანამშრომელი გადამზადდა. სწავლების მიზანია დაცული ტერიტორიების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერება პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით. აღნიშნული ტრენინგი მნიშვნელოვანია როგორც თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, ისე ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 1 200 000 მიაღწია.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერება, კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება სხვადასხვა მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის და მოვალეობების წარმატებით შესრულებას.

იხ.გალერეა

09.08.2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ღვინის მწარმოებელთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს. პროექტი მეღვინეებისთვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ღვინის მწარმოებელთა ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში, ატენის ხეობაში მცხოვრებ მეღვინეებთან შეხვედრა გაიმართა თემაზე „ადგილწარმოშობის ღვინოები და ხარისხი“.

შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ყურადღება გაამახვილა ვაზის სერტიფიცირებული ნერგების ხელმისაწვდომობაზე და იმ ფინანსურ ინსტრუმენტებზე, რომლითაც სახელმწიფო მეღვინეებს ეხმარება. მეღვინეებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარძეც ესაუბრა, რომელმაც ხაზი გაუსვა შიდა ქართლის რეგიონში არსებულ ადგილწარმოშობის უნიკალური ჯიშების შემდგომ გაფართოებსა და გავრცელების საკითხებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონიში ტურიზმის განვითარებას.

შეხვედრის ფარგლებში, სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის და ღვინის ეროვნული სააგენტოების წარმომადგენლებმა ვენახის გაშენება-მოვლიდან საბოლოო პროდუქტამდე გასავლელი პროცესი მიმოიხილეს. ადგილობრივმა მეღვინეებმა, რომლებიც „ატენურის“ ღვინის სახეობას აწარმოებენ, სამინისტროს წარმომადგელებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია „ატენურის“ მიკროზონის თავისებურებების, ჯიშების ტექნოლოგიური პოტენციალის, მარნის ჰიგიენისა და მოწყობილობების, დაავადებების, ეტიკეტირების, შენახვის პირობების, სერტიფიცირების და ექსპორტის შესახებ.

ღონისძიების დასასრულს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე მოყვანილი ყურძნის ქართლის ჯიშების წარდგენა და ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ატენის ხეობაში გამართულ შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 20-ზე მეტი ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.
07.08.2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს, რომელიც ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს.

ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა, ცოტნე სამადაშვილმა ფერმერებს მარცვლოვან კულტურებისთვის ახალი ტექნოლოგიების გამოყენების და პრაქტიკაში დანერგვის საკითხები გააცნო.

ტრენინგები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. ფერმერებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. ტრენინგის მონაწილეებმა გამოცდილება გააზიარეს ხორბლის დათესვამდე ნიადაგის მოსწორების, ასევე, ნაკვეთების საჰაერო შეწამვლის შესახებ და იმ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მათ მუნიციპალიტეტებშია პრიორიტეტული.

ტრენინგები კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში ჩატარდა, სადაც 123 ფერმერი მონაწილეობა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა კახეთის რეგიონში „ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიები” შესახებ ტრენინგები დაასრულა. ცენტრი აგრძელებს სხვადასხვა სახის აგრარული და გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელებას. დაგეგმილია ტრენინგები და გადამზადების კურსები კაკლოვანი კულტურების და მეფუტკრეობის შესახებ, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში ჩატარადება.
06.08.2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ” ფარგლებში, შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც შვიდწლიანი პროგრამისთვის შერჩეულ ყველაზე მოწყვლად ათ მუნიციპალიტეტში შედის.

შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროექტის „საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ”, რომლის განხორციელებაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოებას, ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეების მართვის ეროვნული სისტემის დანერგვას და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების რისკფაქტორების შემცირებას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კლიმატის ცვლილებისა და ბუნებრივი კატასტროფების გამოწვევ მიზეზებსაც.

გარემოსდაცვითი ინფრომაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა ვრცლად ისაუბრა ცნობიერების ამაღლებასა და ბუნებრივ კაფასტროფებთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო ღონისძიებებში სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრისას მონაწილეებმა აღნიშნული მიმართულეებით უკვე განხორციელებულ აქტივობებზე გაამახვილეს ყურადღება და გამოთქვეს მზაობა, სამომავლოდაც ჩაერთონ დაგეგმილ ღონისძიებებში, ვინაიდან გარემოსდაცვითი თემები მოსწავლეებში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს.

პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ საქართველოს და შვედეთის მთავრობების, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარეობის. პროექტის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კომპონენტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს.
02.08.2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების - სათაფლიას და პრომეთეს ადმინისტრაციის გიდების, რეინჯერებისა და ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა.

კურსი, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანატომიური კვლევების ცენტრის დირექტორი, ნეიროქირურგი და პირველადი სამედიცინო დახმარების სერტიფიცირებული საერთაშორისო ტრენერი კონსტანტინე ჩუტკერაშვილი უძღვებოდა, მოიცავდა სხვადასხვა გადაუდებელ სიტუაციაში პირველადი სამედიცინო დახმარების სწრაფად და სწორად გაწევის სწავლებას. ტრენინგი შედგებოდა როგორც თეორიული, ისე მულტიფუნქციურ მანეკენებსა და სიმულატორებზე შესრულებული პრაქტიკული მეცადინეობებით. სასწავლო კურსი ფოკუსირებული იყო რეინჯერების სამუშაოს სპეციფიკის მიხედვით გათვალისწინებული პირველადი დახმარების თემატიკაზე და მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა საველე პირობებში გულ-ფილტვის არაპირდაპირი მასაჟი, სისხლდენის შეჩერება, თავისა და ხერხემლის ტრავმების, მწერისა და ქვეწარმავლის ნაკბენის პირველადი მკურნალობა და დაშავებულის სწორი ტრანსპორტირება.
აღნიშნული ტრენინგი მნიშვნელოვანია როგორც თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, ისე ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. გასულ წელს, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 1 200 000 მიაღწია. ტურისტების რაოდენობით იმერეთის მღვიმეები გამოირჩეოდა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერება, კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადებაა, რაც ხელს შეუწყობს მათზე დაკისრებული მოვალეობების წარმატებით განხორციელებას. სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებებისთვის ცენტრში დაგეგმილია ტრენინგები, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება.
31.07.2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ყვარელის, სიღნაღისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში „ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ” ტრენინგები გაიმართა.

ტრენინგის ფარგლებში სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა ცოტნე სამადაშვილმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა, როგორიცაა ქვეყანაში ხორბლის, როგორც სტრატეგიული კულტურის ხელშეწყობა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოსავლის ხარისხის გაუმჯობესება, რაოდენობის ზრდა და მისი განვითარების ყველა ფაზაზე ხორბლის ჯიშის შერჩევა მოსავლის აღება-დაბინავებამდე.

ფერმერებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება, ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას მოიცავს და ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
29.07.2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ” მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა სენაკისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში, რომლებიც შვიდწლიანი პროგრამისთვის შერჩეულ ყველაზე მოწყვლად ათ მუნიციპალიტეტში შედის.

შეხვედრები მიზნად ისახავდა პროექტის ფარგლებში სენაკსა და სამტრედიაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და პროექტის გაცნობას, რომლის განხორციელებაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ადრეული შეტყობინების სისტემის გაფართოვებას, ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეების მართვის ეროვნული სისტემის დანერგვას და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების რისკ-ფაქტორების შემცირებას.

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკისა და ზიანის შემცირების ღონისძიების ეფექტიანობა დამოკიდებულია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ცნობიერების დონეზე, რომელშიც აქტიურად უნდა ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობა, საგანმანათლებლო ორგანიზაციები და მოწყვლადი ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ შვიდ საფრთხეზე, რომელსაც პროგრამა მოიცავს, კერძოდ, გვალვა, სეტყვა, წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი, ხანძარი და ძლიერი ქარი. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბუნებრივი კატასტროფების დროს საჭირო რეაგირების ღონისძიებებზე და აღდგენის ფაზაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვის მნიშვნელობაზე.

საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.
პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) შვედეთის მთავრობის, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარეობის. პროექტის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კომპონენტს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს.
28.07.2020

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს.

პროექტი ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, კახეთის მხარეში, კერძოდ, გურჯანიის, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში ტრენინგები „ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ” ჩატარდა.

ტრენინგების ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ქვეყანაში ხორბლის ხარისხი, მისი მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები და მოსავლის აღება-დაბინავება. ფერმერებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სხვადასხვა სახის აგრარულ და გარემოსდაცვით აქტივობებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
 

24.07.2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ” მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ხობისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში, რომლებიც შვიდწლიანი პროგრამის ერთ-ერთი მთავარი საპილოტე ტერიტორიებია.

შეხვედრები მიზნად ისახავდა, პროექტის ფარგლებში, ხობსა და აბაშაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას,  ბუნებრივი კატასტროფების  საფრთხეების მართვის ეროვნული სისტემის დანერგვას და კლიმატის ცვლილებით განპირობებული კატასტროფების რისკების შემცირებას.

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკისა და ზიანის შემცირების ღონისძიების ეფექტიანობა დამოკიდებულია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ცნობიერების დონეზე, რომელშიც აქტიურად უნდა ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობა, საგანმანათლებლო ორგანიზაციები და მოწყვლადი ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მდ. რიონზე არსებული საფრთხეების შეფასება, რუკების შედგენა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განსაზღვრა.

საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.
პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ საქართველოს და შვედეთის მთავრობების, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარეობის. პროექტის საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელ კომპონენტს  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს.
 
 
21.07.2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, მონრეალის ოქმის შესრულების ხელშემწყობი ქმედებების და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის სერტიფიცირებული ტექნიკოსების ტრენინგს.

სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის სერტიფიცირებული ტექნიკოსების ტრენინგი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე ბენდელიანმა გახსნა, რომელმაც ისაუბრა აღნიშნულ სექტორში პროცესების მუდმივად განახლების შესახებ, რაც გულისხმობს პროფესიონალი კადრების სწავლებისა და გადამზადების საკითხს, რადგან სწორედ მათ კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული ატმოსფეროში ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და ფტორირებული სათბური აირების ემისიების შემცირება.

სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის სერტიფიცირებული ტექნიკოსების ტრენინგისთვის შერჩეული იქნა 20 მონაწილე იმ ტექნიკოსებიდან, რომლებსაც აქვთ ნებართვა მოემსახურონ სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების მოწყობილობებს და თბურ ტუმბოებს. 

ტრენინგები ითვალისწინებდა, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს.

მსგავსი ტრენინგების განხორციელება ხელს უწყობს აღნიშნული ნივთიერებების შემცველი მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების ცნობიერების და კვალიფიკაციის ამაღლებას და მნიშველოვანია გარემოსთვის საზიანო ნივთიერებების მოხმარების შემცირებისათვის. 

2018 წლის 1 იანვრიდან მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ ტექნიკოსს.
 
სერტიფიცირების ვალდებულება 2019 წლის 1 იანვრიდან ვრცელდება იმ ტექნიკოსებზეც, რომლებიც ემსახურებიან 3 კგ-ზე ნაკლებ მაცივარაგენტზე მომუშავე ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან/და ტუმბოებს.
 
სერტიფიცირების ჩატარებასა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას უზრუნველყოფს მხოლოდ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.
 
2018 წლიდან დღემდე ცენტრმა უზრუნველყო 113 ტექნიკოსის სერტიფიცირიება.
15.07.2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს, რომელიც ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს.
 
კახეთის მხარეში მარცვლოვანი კულტურის, კერძოდ, „ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ” ტრენინგი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გახსნა, რომელმაც ფერმერთათვის დაგეგმილი სხვადასხვა თემატიკის ტრენინგებისა და ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 
 
ტრენინგის გახსნას ესწრებოდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს უფროსი ილია თამარაშვილი, რომელმაც ფერმერებთან საუბრისას ხაზი გაუსვა ქვეყანაში ხორბლის ხარისხის, მისი მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების, მოსავლის აღება-დაბინავების საკითხის მნიშვნელობას სოფლის მეურნობის განვითარებისთვის.
 
ტრენინგის დასასრულს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებსა და ფერმერებს შორის საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
 
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს სხვადასხვა სახის აგრარული და გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
13.07.2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით, იწყებენ საგანმანათლებლო ახალგაზრდული ტელეპროგრამების სერიას „დიდი დასვენება“. ტელეპროგრამა ეფუძნება ვიდეო-თამაშს კლიმატის ცვლილების შესახებ „მისია 1.5“, რომელიც UNDP-ის ინიციატივით შეიქმნა და კლიმატის ცვლილების შესახებ განათლებას ემსახურება. თამაშის მონაწილეები ეცნობიან კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საფრთხეებს, ეძებენ გამოსავალს და ცდილობენ, გლობალური დათბობა 1.5 გრადუსი ცელსიუსის ფარგლებში შეინარჩუნონ.

„განათლებას შეუძლია შექმნას იმის წინაპირობა, რომ მომავალმა გადაწყვეტილების მიმღებებმა მწვანე და მდგრადი განვითარების გზა აირჩიონ“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „მისია 1.5 თამაშია, მაგრამ კლიმატის ცვლილება თამაში როდია. თუ ახალგაზრდები კლიმატურ საფრთხეებს გააცნობიერებენ და სწორ გადაწყვეტილებებს ჯერ ვირტუალურ სივრცეში მიაგნებენ, შანსი გაგვიჩნდება, რომ კლიმატის ცვლილების კატასტროფას რეალურ სამყაროშიც გავუმკლავდეთ“.

“მისია 1.5 კარგი საშუალებაა, რეალურად იქნეს აღქმული გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ,” - აღნიშნა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა. “თამაშით ცოდნის მიღება ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია იმისთვის, რომ ცოდნა რეალურ ქმედებაში გადაიზარდოს, ხოლო კაცობრიობამ კლიმატის ცვლილების საპასუხოდ ქმედითი ნაბიჯები გადადგას“.

ტელეპროგრამა დიდი დასვენება გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის საგანმანათლებლო პროექტის, ტელესკოლის ეთერში, რომელიც პანდემიის შედეგად ონლაინ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ სასწავლო პროცესის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. ტელესკოლის საქმიანობა სასწავლო წლის დასრულების შემდეგაც არ შეწყვეტილა. ზაფხულის არდადეგების პერიოდში ტელესკოლა სხვადასხვა კლასგარეშე საგანმანათლებლო პროგრამას, მათ შორის „დიდ დასვენებას“ შესთავაზებს მაყურებელს.

„დიდი დასვენება“ ახალგაზრდებს გასართობი ფორმით გააცნობს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საფრთხეებს და მათი დაძლევის გზების შესახებ მოუყვება. პროგრამის ექვს გამოშვებაში საუბარი იქნება ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა განახლებადი ენერგია, მწვანე ეკონომიკა, მდგრადი ტრანსპორტი, კლიმატური კატასტროფები, მდგრადი სოფლის მეურნეობა და ბუნების დაცვა. პროგრამის ახალგაზრდა წამყვანი მაყურებელთან ერთად ითამაშებს მისია 1.5-ს და იმ გადაწყვეტილებებს აღმოაჩენს, რომლებიც გლობალური ტემპერატურის ზრდას შეაჩერებენ.

„დიდი დასვენება“ ტელესკოლის ეთერში ივნისსა და ივლისში გავა და საზოგადოებრივი მაუწყებლის YouTube არხზე განთავსდება.

ტელეპროგრამა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საავტორო პროექტია, რომელიც კრეატულ ჯგუფ „დემლაბთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.

მისია 1.5

მისია 1.5 UNDP-ის გლობალური საინფორმაციო კამპანიაა, რომლის მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ მსოფლიოს ქვეყნების მოქალაქეებსა და მთავრობებს შორის დიალოგის ხელშეწყობა. კამპანია საშუალებას მისცემს მილიონობით ადამიანს ხმა მიაწვდინონ თავიანთ მთავრობებს და კლიმატის ცვლილების შეჩერების გზებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვან.

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი და მობილური თამაში, რომელშიც მოთამაშე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემქმნელის როლს მოირგებს. თამაშის დასრულების შემდეგ, მოთამაშეს შესაძლებლობა ეძლევა ხმა მისცეს კლიმატის ცვლილების დაძლევის იმ ზომებს, რომელთა განხორციელებასაც ის საჭიროდ მიიჩნევს. შედეგები გაეგზავნება ქვეყნების მთავრობებს, რომელთაც ხშირად ხელი არ მიუწვდებათ სანდო ინფორმაციაზე იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს მათი ქვეყნის მოსახლეობა კლიმატის ცვლილებაზე.

საქართველო ერთ-ერთი პირველია UNDP-ის მსოფლიო წარმომადგენლობებს შორის, რომლებმაც ამ გლობალურ კამპანიაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს. „მისია 1.5“ ქართულად ითარგმნა და 2020 წლის მაისიდან ხელმისაწვდომია თამაშის ქართველი მონაწილეებისთვის.

საქართველო და კლიმატის ცვლილება

მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველო აქტიურად ჩართულია კლიმატის ცვლილების დაძლევის საქმეში. პარიზის შეთანხმების ფარგლებში, ქვეყანამ აიღო ეროვნული ვალდებულებები სათბური აირების გაფრქვევის შემცირებაზე. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა UNDP-თან ერთად ახორციელებს 72 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამას, რომელიც კლიმატური კატასტროფების რისკის შემცირებას და მოსახლეობის წყალდიდობებისგან და სხვა კლიმატური საფრთხეებისგან დაცვას ემსახურება. ინიციატივა ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ხელშეწყობით.

საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება კლიმატის ცვლილების შესახებ ამ ფართომასშტაბიანი შვიდწლიანი პროგრამის მნიშვნელოვანი შემადგენელია. ამ მხრივ, UNDP აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან.
 
09.07.2020
 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 
Displaying results 25-36 (of 693)

Latest news