გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი წინასაახალწლოდ უკვე მეოთხედ იწყებს მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას “ნუ მოჭრი-მორთე”, რომლის მიზანს წიწვოვნების ჭრის პრევენცია, საპრევენციო ღონისძიებებში საზოგადოების ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

კამპანიის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი შეხვდა მედიის წარმომდგენლებს და გააცნო მათ კამპანიის მნიშვნელობა, მიზნები და ასევე კამპანიის ფარგლებში მიმდინარე თუ დაგეგმილ აქტივობები. მედიის წარმომადგენლებმა გახსნეს კამპანია “ნუ მოჭრი, მორთე”, სიმბოლურად მორთეს ნაძვის ხე და საზოგადოებასაც მოუწოდეს ჩართულობისკენ.

კამპანიის მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეარჩიონ ადგილმდებარეობა (როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში მდებარე სკვერები, ბაღები, პარკები) და საცხოვრებელი სახლის, ან კომპანიების მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხე თავად მორთონ.

კამპანია “ნუ მოჭრი, მორთე” ფართო საზოგადოებას საშუალებას აძლევს საკუთარი გადაწყვეტილებითა და ქმედებით წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი წიწვოვანი სახეობების შენარჩუნებაში, რადგან თუკი საახალწლოდ 1 მილიონი ოჯახი ცოცხალი ნაძვის დადგმას მოისურვებს, ეს 1 მილიონი ხის მოჭრასა და შესაბამისად, 700 ჰექტარი ტყის გაჩეხვას გამოიწვევს, რაც ფასდაუდებელი დანაკარგია ქვეყნის ბუნებისთვის, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წიწვოვნების ზრდას 100-120 წელი, მოჭრას კი მხოლოდ 5 წუთი სჭირდება.

05.12.2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის ორგანიზებით “მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში” პროექტის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

ორდღიანი შეხვედრა მიზნად ისახავდა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობებში მედიის მნიშვნელობისა და როლის ხაზგასმას.

შეხვედრის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა მოისმინეს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ასევე გაეცნენ ინფორმაციას საქართველოში არსებული ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების შესახებ დაგეგმილი ღონისძიებების და ამ პროცესებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისა და შესაძლებლობების გაძლიერების თაობაზე.

ჯგუფური სამუშაოს ფარგლებში მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებები DPSIR ჩარჩო მეთოდის გამოყენებით, იმსჯელეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეებისა და მასთან ბრძოლის ღონისძებებთან დაკავშირებით და აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში.

პროექტი “მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში”, რომლის საერთო ბიუჯეტი 70 მილიონი აშშ დოლარია 7 წლის განმავლობაში განხორციელდება და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებას, ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას და მრავალფაქტორიანი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრები 1.7 მილიონი ადამიანის წყალდიდობისგან, წყალმოვარდნისგან, გვალვისა და სხვა კლიმატური საფრთხეების ექმნას.

03.12.2019
2019 წლის 27 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა “ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტის”  საჯარო განხილვა, სადაც მონაწილეთა ინიციატივით გადაწყდა, რომ კანონპროექტის საჯარო განხილვა უნდა მოხდეს ეტაპობრივად.
 
კანონპროექტის საჯარო განხილვების ჩატარება იგეგმება ქვემოთ მოცემულ დღეებში თავების მოცემული თანმიმდევრობით:
  • 4 დეკემბერი, 14:30 სთ. - კანონპროექტის I თავი ბოლომდე და II თავი  (მის: მარშალ გელოვანის #6, ადმინისტრაციული შენობის II კორპუსი, II სართული, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დიდი დარბაზი)
  • 11 დეკემბერი, 14:30 სთ. - კანონპროექტის III, IV, V და VI თავები (თემატურად მსგავსი თავები) (მის: მარშალ გელოვანის #6, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დიდი დარბაზი);
  • 13 დეკემბერი, 14:00 სთ. - კანონპროექტის VII და VIII თავები  (მის: მარშალ გელოვანის #6, (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დიდი დარბაზი)
დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირია გარემოს საინფორმაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი ანა მანჯავიძე (ელ-ფოსტა: ana.manjavidze@eiec.gov.ge; ტელ.: 555 23 35 36).
 
საჯარო განხილვებზე დასწრება თავისუფალია!
 
დანართი: საქართველოს კანონის პროექტი „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“
02.12.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისა და მეთოდისტებისათვის კონკურსი ,,მწვანე ჯილდო’’ იმართება.
კონკურსი ,,მწვანე ჯილდო’’, რომელსაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი წელს უკვე მეორედ ატარებს, მიზანად ისახავს სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას და იმ აღმზრდელებისა და მეთოდისტების წახალისებას, რომლებიც სწავლებაში აქტიურად იყენებენ “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს და ზრუნავენ ბავშვებისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლებაზე. აღნიშნული სახელმძღვანელო გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 2016 წელს, სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შეიმუშავა და ის უკვე წარმატებით დაინერგა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი-აღზრდის დაწესებულებებში.
2018 წლის ,,მწვანე ჯილდოსაგან’’ განსხვავებით, რომელშიც მხოლოდ თბილისის საბავშვო ბაღების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, 2019 წელს კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ აღმზრდელ-პედაგოგებსა და მეთოდისტებს საქართველოს ყველა რეგიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან.
კონკურსი ,,მწვანე ჯილდო’’ ორ ეტაპად იმართება. პირველ ეტაპზე მოხდა კანდიდატების შერჩევა მათ მიერ გამოგზავნილი განცხადებების საფუძველზე, ხოლო კონკურსის მეორე ეტაპის ერთი ნაწილი ჩატარდა ქალაქ ქუთაისში, სადაც მონაწილეებმა დასავლეთის რეგიონებიდან წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული აქტივობები.
კონკურსის გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლინდებიან, სადაც მათ სპეციალური პრიზები, ხოლო ფინალში გადასულ ყველა მონაწილეს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ
01.12.2019
სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობის მიზნით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი საქართველოს სხვადასხვა მხარის კოოპერატივების წარმომადგენლებისათვის “საძოვრების მდგრადი მართვის” ტრენინგებს ახორციელებს.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო: საქართველოს სხვადასხვა კუთხის საძოვრების მდგრადი მართვის პრინციპები. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2019 წლის ბოლომდე სხვადასხვა ტრენინგის საშუალებით საქართველოს მასშტაბით 300-მდე მეპაიის გადამზადებას გეგმავს.
30.11.2019
დრას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ 13 ყველაზე მოწყვლადი მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, თემებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გახსნა და პროექტის განხორციელების მნიშვნელობასა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის როლზე ისაუბრა.
შეხვედრის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა, რომელმაც ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების პრევენციისა და მათი რისკის შემცირების მნიშვნელობას საქართველოში.
საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ. მათ ასევე ისაუბრეს საქართველოში არსებულ ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ საფრთხეებზე და გაეცნენ ამ საფრთხეების შემცირებასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეროვნული შესაძლებლობების გაზრდა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების საქმეში.
პროექტი “კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში”, რომლის საერთო ბიუჯეტი 70 მილიონი აშშ დოლარია 7 წლის განმავლობაში განხორციელდება და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებას, ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას და მრავალფაქტორიანი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრები 1.7 მილიონი ადამიანის წყალდიდობისგან, წყალმოვარდნისგან, გვალვისა და სხვა კლიმატური საფრთხეებისგან დაცვას.
29.11.2019
“გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები” ტრენინგები ქ.წყალტუბოსა და ქ.მცხეთის წარმომადგენლებისათვის.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას თემაზე “გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები”.
კამპანიის ფარგლებში ტრენინგები გაიმართა ქ.წყალტუბოსა და ქ.მცხეთაში მას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების საჯარო, ადგილობრივი არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენლები. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ორჰუსის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებებისა და ვალებულებების და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობის შესახებ.
აღნიშნული ტრენინგების ჩატარება მიზნად ისახავს ორჰუსის კონვენციით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას. ორჰუსის კონვენცია, რომლის მხარეც საქართველო 2001 წელს გახდა, ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, უზრუნველჰყონ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ადამიანის გარემოსდაცვით უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ ტრენინგებს 2019 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართავს
28.11.2019
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი სამთავრობო კამპანიის ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატმა სექსუალური შევიწროების თემაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩაატარა.
27.11.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთათვის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დაფინანსებითა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი - ადამიანური რესურსების მართვა, რომელიც ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა და მასში სამინისტროს 36 თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეებმა წარმატებით გაიარეს აღნიშნული ტრენინგი და შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ.
26.11.2019
სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობის მიზნით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი საქართველოს სხვადასხვა მხარის კოოპერატივების წარმომადგენლებისათვის ტრენინგებს ახორციელებს.
ტრენინგების პირველ ეტაზე მონაწილეები კოოპერატივებისთვის განსაზღვრულ შიდა საწარმოო ურთიერთობებსა და სამართლებრივ რეგულაციებს გაეცნენ. ტრენინგი თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავდა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეყენებინათ თეორიული ინფორმაცია.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2019 წლის ბოლომდე სხვადასხვა ტრენინგის საშუალებით საქართველოს მასშტაბით 300-მდე მეპაიის გადამზადებას გეგმავს.
26.11.2019
“გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები” ტრენინგები კახეთის მხარის წარმომადგენლებისათვის.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას თემაზე “გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები”.
კამპანიის ფარგლებში ტრენინგები გაიმართა ქ.სიღნაღსა და ქ.თელავში მას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების საჯარო, ადგილობრივი არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენლები. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ორჰუსის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებებისა და ვალებულებების და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობის შესახებ.
აღნიშნული ტრენინგების ჩატარება მიზნად ისახავს ორჰუსის კონვენციით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას. ორჰუსის კონვენცია, რომლის მხარეც საქართველო 2001 წელს გახდა, ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, უზრუნველჰყონ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ადამიანის გარემოსდაცვით უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ ტრენინგებს 2019 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართავს.
24.11.2019
ებ ვიდეომიმართვების მომზადებისათვის.
„ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა მოქალაქეების მოლოდინია, რომ მწვანე და უსაფრთხო სამყაროს დავუტოვებთ. საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებიდან ამოღების მიმართულებით, თუმცა მომავალში მეტად უნდა ვიზრუნოთ გარემოსდაცვით განათლებაზე, ცხოვრების მწვანე წესის შემოღებაზე, წარმოებისა და მოხმარების მდგრადი პრაქტიკის დანერგვაზე“ - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა.
გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალს ლუიზა ვინტონი, საქართველოში UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელიც ესწრებოდა. „ახალგაზრდების ენთუზიაზმმა ჩვენი პლანეტის დაცვის საქმეში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, კონკურსის მონაწილეები საკუთარ გადაწყვეტილებებს ეძებენ ცხოვრების მწვანე წესისა და მდგრადი მოხმარების საკითხებში. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი თავის სათქმელს ოჯახებამდე, მეგობრებამდე და მთლიანად საზოგადოებამდე მიიტანს“ - აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.
აღნიშნული ახალგაზრდული კონკურსი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც 2019 წლის 16 სექტემბერს, ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეს დაიწყო. კამპანიის ფარგლებში სექტემბერსა და ოქტომბერში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები და სემინარები, რომლებშიც 150-ზე მეტი სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა. საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრების შედეგად 35-მა მეათეკლასელმა გადაწყვიტა ესეებისა და ვიდეომიმართვების კონკურსში მონაწილეობა და საკუთარი სიტყვის თქმა ოზონის შრის დასაცავად.
20.11.2019
 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 
Displaying results 25-36 (of 627)

Latest news