გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სტრატეგიის “განათლება მდგრადი განვითარებისთვის” სრულყოფისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ მიმართეს.

“განათლება მდგრადი განვითარებისათვის” სტრატეგიის მიზანი, განათლების სექტორში განხორციელებული ცვლილებებით, ქვეყანაში მდგრადი განვითარების პროცესების ხელშეწყობაა, რომლის შედეგადაც ჩამოყალიბებულ საზოგადოებას ექნება მდგრადი განვითარებისათვის შესაბამისი ცოდნა და  უნარი.

სტრატეგიით განსაზღვრული ცვლილებების სისტემურობისა და ეფექტიანობისათვის მნიშვნელოვანია მისი დანერგვა სწავლების ყველა საფეხურზე. სწორედ ამიტომ სტრატეგია მოიცავს სწავლების საფეხურს სკოლამდელი აღზრდიდან უმაღლეს განათლებამდე. მისი ქმედებები გათვლილია არა მხოლოდ სწავლების პროგრამულ მხარეზე, არამედ შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და განმანათლებელთა შესაძლებლობების განვითარებაზე.

“სწავლების ყველა საფეხურზე მდგრადი განვითარების საკითხების სრულფასოვანი დანერგვა და საჭირო უნარების განვითარება სხვადასხვა უწყებას შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობითაა შესაძლებელი.”- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ სტრატეგიის სამუშაო შეხვედრებში აქტიური თანამონაწილეობა სტრატეგიის განხორციელებისთვის საჭირო ქმედებებშიც გაგრძელდება.

ეროვნული სტრატეგია "განათლება მდგრადი განვითარებისთვის", გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით იქმნება და მისი შემუშავების პროცესში ჩართულნი არიან როგორ საერთაშორისო ორგანიზაციები,  ისე აკადემიური, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლები.

07.02.2019

სამრეწველო დაბინძურებისა და სამრეწველო საფრთხეების სფეროში ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიმართა ტრენინგები თემაზე - ინტეგრირებული ნებართვის დაწერა ემისიების კონტროლის დირექტივის შესაბამისად.
 

ტრენინგები ჩაუტარდათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს, რომლებიც შესაბამისი კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ პაუსხისმგებელნი იქნებიან ინტეგრირებული ნებართვის გაცემაზე.
 

ტრენინგები 2018 წლიდან მიმდინარეობს და მისი მიზანია სამრეწველო დაბინძურებისა და საფრთხეების სფეროში სამინისტროს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან დაახლოების გზით.

 
06.02.2019
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაფუძნებულ შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ასოციაციის წევრებთან.
 

შეხვედრაზე ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისა და ასევე პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის შესახებ.

 

შეგახსენებთ, რომ ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება“ 2019 წლის 1 დეკემბრიდან შედის ძალაში.

 
 
05.02.2019

იმერეთში “ სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვის მიზნით აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის ტრენინგები გაიმართა.

 

ტრენინგის ფარგლებში ზესტაფონის, ბაღდათისა და ხარაგაულის ყველა საბავშვო ბაღის 80-მდე აღმზრდელი და მეთოდისტი გადამზადდა.

 

ტრენინგის მონაწილეებს  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა მიმართა და მონაწილეებს გარემოსდაცვითი განათლებისა და მასში სკოლამდელი საფეხურის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

 

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

 

2018 წლის განმავლობაში სახელმძღვანელო დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში და კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო და შიდა ქართლის რეგიონებში. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი  2019 წლის ბოლომდე სახელმძღვანელოს მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვას გეგმავს.

04.02.2019

საგამოფენო ცენტრში „ექსპოჯორჯია” მწვანე პოლიტიკის ინიციატივის ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის პრეზენტაცია გაიმართა. 

 

ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიმართეს. 

 

„მთავრობის მწვანე პოლიტიკა, ეს არის ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვა. უფრო მეტიც, მე ვიტყოდი, ეს არის ცხოვრების ახალი წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით და ვუვლით ბუნებას, ვინაწილებთ პასუხისმგებლობას და შედეგად ვიღებთ სუფთა ჰაერს, საბოლოოდ კი, ჯანსაღ გარემოს, სადაც უსაფრთხოდ იცხოვრებენ მომავალი თაობები. როდესაც ლაპარაკია ეკოლოგიაზე და გარემოს დაცვაზე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰაერის დაბინძურებისგან დაცვა და ამისათვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ატმოსფერული ჰაერის დაცვის პრეზენტაცია წარმოაგდგინა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება  საწვავის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით არსებული წინსვლაზე, ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესებაზე გაამახვილა.  


„ჰაერის ხარისხი უშუალო ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ჩვენი სამინისტროსა და ზოგადად  მთავრობის ერთ ერთი უმთავრესი პრიორიტეტია“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების ანგარიშისა და სამომავლოდ დაგეგმილი ქმედებების წარდგენასთან ერთად, დამსწრე საზოგადოება სამინისტროს მიერ შექმნილი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალს, www.air.gov.ge გაეცნო. პორტალის შესახებ დეტალური ინფორმაცია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა წარადგინა.

 

პორტალი სამინისტროს ინიციატივით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. ჰაერის ხარისხის პორტალი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, უწყვეტად მიიღოს ინფორმაცია ჰაერის ხარისხის შესახებ საქართველოს ყველა იმ ქალაქიდან, სადაც ჰაერის ხარისხზე დაკვირვება მიმდინარეობს. პორტალის საშუალებით დაინტერესებული პირები მათთვის მარტივად გასაგები ინდექსებით მიიღებენ უახლეს ინფორმაციას ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ჯანდაცვით რეკომენდაციებსაც.  

 

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოსთან, რომ საქართველოს ატმოსფერული ჰაერის მონაცემები ჰაერის ხარისხის ევროპულ პორტალზეც უწყვეტ რეჟიმში იყოს ხელმისაწვდომი.

 

შეხვედრას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
 

28.01.2019

“სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელო ხაშურის მუნიციპალიტეტში დაინერგა. სახელმძღვანელოს წარმატებით დანერგვისთვის ცენტრის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო-ბაღის აღმზრდელები და მეთოდისტები გადაამზადეს.

 

ტრენინგს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბენდელიანი დაესწრო და ტრენინგის მონაწილეებს გარემოს დაცვის სფეროში სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

 

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

 

2019 წლის ბოლომდე “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება

 
31.12.2018

“სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელო წალკის მუნიციპალიტეტში დაინერგა. სახელმძღვანელოს წარმატებით დანერგვისთვის ცენტრის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო-ბაღის აღმზრდელები და მეთოდისტები გადაამზადეს.

 

ტრენინგს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბენდელიანი დაესწრო და ტრენინგის მონაწილეებს გარემოს დაცვის სფეროში სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

 

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

 

2019 წლის ბოლომდე “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

 
28.12.2018

“სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელები და მეთოდისტები გადაამზადეს.

 

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

 

2019 წლის ბოლომდე “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

27.12.2018

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეზოში, კამპანია “ნუ მოჭრი-მორთე”-ს ფარგლებში ნაძვის ხე მოირთო.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა სამინისტროს თანამშრომლებს და მათ შვილებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მადლობა გადაუხადა კამპანიაში ჩართულ თითოეულ მონაწილეს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობის მნიშვნელობაზე.  

 

ღონისძიების ფარგლებში ბავშვებისთვის სამინისტროს მიერ შექმნილი მულტფილმის “ბოცო და გვანცას” ჩვენება გაიმართა, რითიც პატარები გარემოში ბიომრავალფეროვნების წარმომადგენლების მნიშვნელობას გაეცნენ.

 

კამპანია “ნუ მოჭრი-მორთე” 2016 წლიდან ყოველწლიურად იმართება და ის მიზნად ისახავს წინასაახალწლოდ წიწვოვნების ჭრის პრევენციას.

 
24.12.2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ევროპის გარემოს სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრის მიზანი ჰაერის ხარისხის შეფასების ევროპული სტანდარტებისა და გამოცდილების გაზიარება იყო. ასევე, შეხვედრაზე განხილულ იქნა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლის და ამ კუთხით საქართველოს ერთიან ევროპულ სისტემაში ჩართვის საკითხი. სწორედ, შეხვედრაზე მიღებული რეკომენდაციებისა და გაზიარებული გამოცდილების გათვალისწინება მოხდება  ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე მუშაობის პროცესში.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ იქმნება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მოქალაქეს უწყვეტ რეჟიმში შეეძლება მარტივად მიიღოს სანდო და დროული ინფორმაცია ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ. ეს ხელს შეუწყობს ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

 
24.12.2018

“სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელო ხაშურის მუნიციპალიტეტში დაინერგა. სახელმძღვანელოს წარმატებით დანერგვისთვის ცენტრის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო-ბაღის აღმზრდელები და მეთოდისტები გადაამზადეს.

 

ტრენინგს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბენდელიანი დაესწრო და ტრენინგის მონაწილეებს გარემოს დაცვის სფეროში სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

 

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

 

2019 წლის ბოლომდე “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

 
21.12.2018

“სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დასანერგად გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა გორის მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მეთოდისტებისთვის ტრენინგი გამართეს.

 

ტრენინგს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი დაესწრნენ.
 

ცენტრის დირექტორმა გარემოს დაცვის სფეროში მომავალი თაობების სწორი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ტრენინგის მონაწილეებს გარემოსდაცვით აქტივობებში  მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.

 

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

 

როგორც ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს, ერთ სახელმძღვანელოში თავმოყრილი გარემოსდაცვითი აქტივობები მათ გაცილებით გაუადვილებთ სწავლების პროცესს და მაქსიმალურად შეეცდებიან ტრენინგზე მიღებული ინფორმაციისა და მიწოდებული მასალის საკუთარ აღსაზრდელებთან გამოყენებას.

 

სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში,  კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის მხარეებში. 2019 წლის ბოლომდე კი “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვა იგეგმება.

 
20.12.2018
 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 
Displaying results 49-60 (of 522)

Latest news