გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და ქ.თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
21.09.2016
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში პროექტის -“მწვანე ჩაი მინისტრთან ერთად”- ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
18.09.2016
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში პროექტის „მედია გარემოსთვის“ ფარგლებში მოქმედ ჟურნალისტებთან  შეხვედრა გაიმართა.
16.09.2016
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სამმხრივი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს,  GIZ - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა და GIPA - საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს  შორის.
12.09.2016
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში პროექტის „მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა” ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
07.09.2016
#EIEC #UNDP #GEF გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და გაანთლების ცენტრში პროექტის „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) პროექტი გარემოზე ზემოქმედებისა და ტენდენციების მონიტორინგის გაუმჯობესებას და ერთობლივი გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემის შემუშავებას ისახავს მიზნად და მას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს. დაინტერესებულ პირთა შორის შეხვედრის მიზანი მართვის სისტემის ტექნიკური დავალების განხილვა იყო.
05.09.2016
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემის დიზაინის/ანალიტიკის შექმნით დაინტერესებულ ინფორმაციული ტექნოლოგიების  სფეროში მოღვაწე კომპანიებს  გიწვევთ:
09.08.2016
გაცნობებთ, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი იწყებს ინფორმაციის შეგროვებას საქართველოში არსებულ  მწვანე პროდუქციის წარმოებასა  და მწვანე მომსახურების შესახებ. 
თუ  თქვენი საქმიანობა მოიცავს გარემოსადმი მეგობრული პროდუქციის წარმოებას, მომსახურებას, ან წარმოების პროცესში იყენებთ მწვანე ტექნოლოგიებსა და ტექნიკას, გთხოვთ,  შეავსოთ  სარეგისტრაციო ფორმა​.
 
 
05.08.2016
მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ პროექტის „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემის კონცეფცია წარადგინა. 
03.08.2016
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, UNDP-გაეროს განვითარების პროგრამისა და GEF - გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის პროექტის „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფარგლებში, გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი ია პაპიაშვილი, პროექტის უფროსი ტექნიკური მრჩეველი კევინ ჰილი და დაინტერესებული მხარეები, მათ შორის საჯარო, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები. შეხვედრაზე, პროექტში ჩართული ექსპერტების მიერ მოხდა კლიმატის ცვლილებასთან, ბიომრავალფეროვნების ზემოქმედებისა და მიწის დეგრადაცია/გაუდაბნოების ტენდენციების მონიტორინგის ეროვნული საჭიროებების შეფასება და მასზე დაყრდნობით შინაარსობრივი ხარვეზების აღმოფხვრის გეგმის, ასევე არსებული გარემოსდაცვითი მონაცემებისა და მონაცემთა ბაზების შესახებ ინფორმაციის წარდგენა, რომლებიც უნდა გახდეს გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემის ნაწილი. პროექტი მიზნად ისახავს გაუმჯობესდეს გარემოზე ზემოქმედებისა და ტენდენციების მონიტორინგი და შემუშავდეს ერთობლივი გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემა. #UNDP #GEF #EIEC
30.07.2016
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა. 
27.07.2016
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში კიდევ 10 ადამიანმა გაიარა გარემოსდაცვითი მმართველის კურსი.
26.07.2016
 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 
Displaying results 97-108 (of 326)

Latest news