მედია   სიახლეები   ავსტრიის ნარჩენების მართვის გამოცდილება
12.07.2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორს, გეორგ რიბერნინგს შეხვდა. სამინისტროს დელეგაცია ვიზიტის ფაგრლებში გაეცნო ავსტრიის, როგორც ნარჩენების მართვის სფეროში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის გამოცდილებას, კერძოდ ქვეყნის ინსტიტუციურ მოწყობას და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ავსტრიული მოდელის იურიდიულ და ტექნიკურ ასპექტებს მგვ-ს დაქვემდებარებული ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების ტექნოლოგიებს. 

 

"ავსტრიას აქვს გრძელვადიანი გამოცდილება  ევროპაში თანამედროვე ნარჩენების მართვის პრინციპების დანერგვაში და მოხარული ვართ, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერებას" - განაცხადა ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

ვსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოსთან ერთად, სამინიტროს და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში - „ნარჩენების მართვის სექტორის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“  შეხვედრები გაიმართა ქ. ვენასა და ქ. ზალცბურგში მდგრადი განვითარების და ტურიზმის ფედერალური სამინისტროს ნარჩენების მართვის დირექტორატთან, ავსტრიული შეფუთვის, ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების და ბატარეების მაკონტროლებელ ორგანოსთან (Clearing-House), ვენის და ზალცბურგის მერიების, მგვ-ს რეგიონული ასოციაციების და მგვ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრები ასევე იმყოფებოდნენ  ნარჩენების თანაინსინერაციის (Pfafenau-ს), ელექტრონული მოწყობილობების და ლუმინესცენტური ნათურების წინასწარი დამუშავების, ნარჩენების შეგროვების ცენტრებსა და დამუშავების საწარმოებში.

 

შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ავსტრიის ნარჩენების მართვის არსებული სისტემის და ქვეყნის გამოცდილების, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) განხორციელების, ნარჩენების ეროვნული რეესტრის წარმოების, ცნობიერების ამაღლების და მუნიციპალურ დონეზე სხვადასხვა სპეციფიკური ნარჩენების მართვის საკითხების გაზიარება

 

იხ.გალერეა

Latest news