მედია   სიახლეები   აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონების და მართვის გეგმის საჯარო განხილვა - 16 თებერვალი
10.02.2021

„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საზღვაო სივრცის ფარგლებში აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო წარმოგიდგენთ საზღვაო სივრცის ფარგლებში აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონებისა და მართვის გეგმის პროექტს.

გთხოვთ, ზონებთან და მართვის გეგმასთან დაკავშირებით, თქვენი შენიშვნები და წინადადებები, წარმოადგინოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოში მიმდინარე წლის 2021 წლის 16 თებერვლამდე (მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზ. N150) ან გამოგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@nea.gov.ge 

ზონების პროექტებისა და მართვის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოში მიმდინარე წლის 16 თებერვალს (მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზ. N150) 11:00საათზე.



დანართები:

 მარიკულტურის-ზონები.pdf
 გონიო-კვარიათის-AZA-მართვის-გეგმა.pdf

Latest news