მედია   სიახლეები   ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ქ.რუსთავში არსებული საწარმოები
14.09.2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ქ.რუსთავში არსებული საწარმოების წარმომადგენლებთან (ონლაინ) საინფორმაციო შეხვედრა გამართა.  
 
შეხვედრა ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა. საწარმოების წარმომადგენლებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ახალ რეგულაციებისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მიეწოდათ.
 
საქართველოს მთავრობამ „ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა 2020-2022“  ქ. რუსთავში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების და სამრეწველო სექტორიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების პრევენციისა და უკეთ რეგულირების მიზნით დაამტკიცა.
 
გეგმის შესრულება აქტიურად მიმდინარეობს. კერძოდ, განხორციელდა გეგმით გათვალისწინებული თითქმის ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მიმართულია სამრეწველო ემისიების უკეთ რეგულირებისკენ. ამასთან, შესრულდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები და გამწვანების სამუშაოები.
 
შეხვედრას სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ წევრებიც ესწრებოდნენ.

Latest news