მედია   სიახლეები   "ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის განხილვა
05.11.2020


2020 წლის 4 დეკემბერს, 12:00 საათზე „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის განხილვა ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

დაინტერესებული მხარეების ინფორმირების მიზნით, დოკუმენტი 2020 წლის 4 ნოემბერს პროაქტიულად გამოქვეყნდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდზე apa.gov.ge. დოკუმენტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნების გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ელ.ფოსტაზე: pr.apa.gov@gmail.com.

ონლაინ განხილვაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ, 4 დეკემბრამდე მოგვწერონ შემდეგ ელ.მისამართზე: pr.apa.gov@gmail.com. განხილვის შესაბამის ბმულს მსურველები მიიღებენ ელ.ფოსტის მეშვეობით (განხილვა ჩატარდება ონლაინ პლატფორმა ზუმის გამოყენებით). 

"ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის" პროექტი შემუშავდა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის - „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა“ ფარგლებში, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით, ეროვნული კონსულტანტების გუნდის ხელშეწყობით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ, ასევე სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

იხ.დანართი


ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა
 

Latest news