მედია   სიახლეები   გაკვეთილი ბიომრავალფეროვნების შესახებ
01.12.2018


გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები ბიომრავალფეროვების მნიშვნელობაზე სკოლა “მთაწმინდელების” დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ესაუბრნენ. თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ვაკის მედიათეკაში შეკრებილ ბავშვებს გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობაზე ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი ესაუბრა. ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის უკეთ გასააზრებლად შეხვედრა მულტფილმის - “ ბოცო და გვანცა” ჩვენებით დაიწყო, რის შემდეგაც ბავშვებმა ბუნებაში სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმის მნიშვნელობაზე იმსჯელეს, დაათვალიერეს “წითელ წიგნში” შეტანილი სახეობები, ინფორმაცია მიიღეს კვებითი ჯაჭვის შესახებ და პრაქტიკული დავალებების მეშვეობით თვითონ გაანალიზეს რა შედეგები მოჰყვება კვებითი ჯაჭვიდან რომელიმე სახეობის გაქრობას. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის, რომელიც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მსგავსი ტიპის აქტივობები მიზანს სკოლის მოსწავლეებისათვის ასაკის შესაფერისი აქტივობებით გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება წარმოადგენს.

იხ.გალერეა

Latest news