მედია   სიახლეები   განსაკუთრებული მნიშვნელობის ტერიტორიები, როგორც მემკვიდრეობა
09.10.2017

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის “ეკოჰაბში” ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე “განსაკუთრებული მნიშვნელობის ტერიტორიები, როგორც მემკვიდრეობა”. ლექციას ესწრებოდნენ აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

მოსწავლეები გაეცნენ ისეთ თემებს, როგორიცაა: განსაკუთრებული მნიშვნელობის ტერიტორიები და მათი დაცვის მექანიზმები, დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა, ისტორია და მისი კატეგორიზაცია.

ასევე გაეცნენ კულტურულ ლანდშაფტს, როგორც მემკვიდრეობის ერთ-ერთ ფორმას და იმსჯელეს საქართველოში არსებული პოტენციური კულტურული ლანდშაფტების შესახებ.


იხილეთ გალერეა

Latest news