მედია   სიახლეები   გარემოსდაცვითი კამპანია - ვერცხლისწყალი
21.11.2016

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის გარემოსდაცვითი კამპანიის ფარგლებში თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა.
სტუდენტებს ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსი ნატა სულთანიშვილი და ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი ნუგზარ ბუაჩიძე შეხვდნენ.
სემინარზე ნუგზარ ბუაჩიძე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს ვერცხლისწყლის მნიშვნელობაზე, მის გავრცელებასა და ადამიანზე ვერცხლისწყლის ზემოქმედებით გამოწვეულ შედეგებზე ესაუბრა.  შეხვედრაზე ასევე მინამატას კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებებს დაეთმო ყურადღება. 

ღონისძიება პროექტის - ,,მინამატას კონვენციის რატიფიცირებისა და მისი აღსრულების მიზნით საქართველოში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება და ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განმტკიცება“ - ფარგლებში ჩატარდა. 
ვერცხლისწყლის თემატიკაზე გარემოსდაცვითი კამპანიები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის თბილისსა და რეგიონებში,   2016-17 წლების ნოემბერ-მარტის ჩათვლით გაგრძელდება.  
დაინტერესებულ  მოსწავლეებსა და სტუდენტებს ასევე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პროექტის ფარგლებში გამართულ ესსების კონკურსში.  
პროექტი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის -UNDP მხარდაჭერით ხორციელდება.


იხილეთ გალერეა

Latest news