მედია   სიახლეები   გარემოსდაცვითი მართვისა და გადაწყვეტილებების შესახებ მცხეთა -მთიანეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმა
18.05.2018

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით პროექტის „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან.


შეხვედრა გახსნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ გლობალური თუ ლოკალური მასშტაბით არსებულ ძირეულ გარემოსდაცვით საკითხებს, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების კარგვა და გაუდაბნოება. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული საკითხების თაობაზე რიოს კონვენციების (გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენცია (UNCBD), გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო კონვენცია (UNFCCC), გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ კონვენცია (UNCCD)) განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესში გარემოსდაცვითი მართვის ინტეგრირების მნიშვნელობას.

საინფორმაციო შეხვედრების მიზანია უზრუნველყოს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის რიოს სამი კონვენციით დაკისრებული მოვალეობებისა და მათი განხორციელების გზების თაობაზე ცნობიერების ამაღლება, რაც სახელმწიფოში გარემოსდაცვითი დაგეგმარების, გადაწყვეტილების მიღებისა და მონიტორინგის პროცესების გაუმჯობესების წინაპირობაა.

პროექტი „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ მიზნად ისახავს გარემოზე ზემოქმედებისა და ტენდენციების მონიტორინგის გაუმჯობესებას. მიზნის მისაღწევად გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები: “გარემოსდაცვითი მართვა და გადაწყვეტილებები რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის”, თბილისსა და რეგიონებში- სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  დაფინანსებით მიმდინარეობს.
 

იხილეთ გალერეა

 

Latest news