მედია   სიახლეები   “ გარემოსდაცვითი მმართველის” სასწავლო კურსი დასრულდა
23.04.2019

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სასწავლო კურსი  “გარემოსდაცვითი მმართველი” დასრულდა. დასკვნითი ტესტირების შემდგომ, კურსდამთავრებულებს შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა და კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა.

 

“გარემოსდაცვითი მმართველის” სასწავლო კურსი 2015 წლიდან მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს კანონმდებლობით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სამყაროს სტანდარტების გათვალისწინებით კომპანიებისთვის შესაბამისი კადრების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.

 

კურსს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები უძღვებიან. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ სულ გადამზადებულია 355 კადრი.

 

იხ.გალერეა

Latest news