მედია   სიახლეები   “გარემოსდაცვითი მმართველის” სასწავლო კურსი დაიწყო
24.04.2018


სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში “გარემოსდაცვითი მმართველის” სასწავლო კურსი დაიწყო. კურსზე დარეგისტრირებულ მსმენელებს სსიპ გარემოდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართა.

სასწავლო კურსის “გარემოსდაცვითი მმართველი” მიზანია ნარჩენების მართვის კოდექსით დაკისრებული ვალდებულებებისა და თანამედროვე სამყაროს სტანდარტების გათვალისწინებით კომპანიებისთვის ნარჩენების მართვის სფეროში შესაბამისი კადრების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ “გარემოსდაცვითი მმართველის” ძირითადი მოვალეობები კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება, განხორციელება და ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე შიდა კონტროლის განხორციელებაა.

სასწავლო პროგრამით „გარემოსდაცვითი მმართველი“ სულ გადამზადდა-332 კადრი.


იხილეთ გალერეა

Latest news