მედია   სიახლეები   გარემოსდაცვითი მმართველი
15.02.2018


გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კურსი "გარემოსდაცვითი მმართველი" მონაწილეებმა წარმატებით დაასრულეს. 5 დღიანი ინტენსიური სწავლების ბოლოს მათ შესაბამისი ტესტირება გაიარეს, რის შემდეგაც სერტიფიკატები გადაეცათ. კურსის გავლის შედეგად მონაწილეებს უკვე შეუძლიათ: • კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება და განახლება; • კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელების ორგანიზება; • ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე თვითმონიტორინგი და შიდა კონტროლის განხორციელება. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი უკვე მეორე წელია ახორციელებს სასწავლო კურსს "გარემოსდაცვითი მმართველი", რომლის მთავარი მიზანი კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სამყაროს სტანდარტების გათვალისწინებით კომპანიებისთვის შესაბამისი კადრის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა.

იხილეთ გალერეა

Latest news