მედია   სიახლეები   „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” საჯარო განხილვა
19.11.2021

გაცნობებთ, რომ 2021 წლის 30 ნოემბერს, 14:00 საათზე დაგეგმილია „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტების საჯარო განხილვა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტები.

საჯარო გაცნობისა და განხილვის მიზნით, სამინისტრო გამოაქვეყნა საქართველოს მთავრობის დადგენილებების ხუთი პროექტი:
1. „გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“;
2. „გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“;
3. „გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესის შესახებ“;
4. „დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევის წესის შესახებ“;
5. „გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელებით გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის წესის შესახებ“.
დანართები იხილეთ მითითებულ ბმულზე - https://bit.ly/3c2ch2x

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” დადგენილებების პროექტების  საჯარო განხილვა გაიმართება, ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.

საჯარო განხილვაზე დასასწრებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბმული - https://us02web.zoom.us/j/84384574106

Latest news