მედია   სიახლეები   გარემოს დაცვის მსოფლიო დღე კერძო სკოლაში “ჯი-ელ-სი”
05.06.2018

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომელი გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სასწავლო ცენტრ „ჯი-ელ-სის“ ესტუმრა და დაწყებითი კლასების მოსწავლეებს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ბავშვებმა მოისმინეს რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ გაუფრთხილდნენ გარემოს და გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველი წლის 5 ივნისი ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით პრობლემას ეძღვნება. წელს გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარ თემას „შევამციროთ პლასტიკით დაბინძურება“ წარმოადგენს. ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა პლასტიკის პარკების მოხმარება. გარემო ყველაზე მეტად პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციის მოხმარების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებით ბინძურდება, ვინაიდან გარემოში პლასტიკის სრულ დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება.

5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ 1972 წლის 15 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა. 


იხილეთ გალერეა

Latest news