მედია   სიახლეები   გარემოს საინფორმაციო სისტემის/ცოდნის მართვის სისტემის ტექნიკური დავალება
22.05.2017

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, 2017 წლის 19 მაისს, 17:00 საათზე გაიმართა ღია კარის დღე, სადაც წარდგენილი იყო გარემოს სინფორმაციო სისტემის/ცოდნის მართვის სისტემის მასშტაბირებადი ინფრასტრუქტურის მეორე კომპონენტის (გარემოს საინფორმაციო სისტემის/ცოდნის მართვის სისტემის მაშტაბირებადი ინფრასტრუქტურის მოდულები და აპლიკაციები ) განვითარებისათვის (Development) შემუშავებული ტექნიკური დავალება
 

ტექნიკური დავალება და დანართი #1 (დავალებების დეტალური ჩამონათვალი) განთავსდა Google Drive-ზე (https://drive.google.com/drive/folders/0BxT8JUfFQo2-Rm9NNGl4ZGdZbGs) და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესბეული კომპანიისათვის, კომენტარის დატოვების უფლებით.
დეტლების დაზუსტება შესძლებელია კითხვა-პასუხის რეჟიმში, ელ-ფოსტის საშუალებით, არაუგვიანეს ა/წ 25 მაისის 18:00 საათისა. ხოლო, კომენტარების დატოვება და რეკომენდაციების მოწოდება შესაძლებელი იქნება არაუგვიანეს ა/წ 26 მაისის 12:00 საათისა.
ასევე გთხოვთ, დოკუმენტის გაცნობისა და ამოცანის დაზუსტების შემდეგ მოგვაწოდოთ დავალების შესრულებისთვის სავარაუდო საფასური და ვადა ელ.ფოსტაზე არაუგვიანეს ა/წ 26 მაისის 12:00 საათისა.
 
2016 წლის 13 დეკემბერს დაიწყო სისტემის განვითარების პირველი ეტაპი, რომელმაც მოიცვა მონაცემთა ადმინისტრირების, ცოდნის მართვის დომენი და კლიმატის საპილოტე სცენარი;
მეორე კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილია 3 ანალიტიკური მოდელის სრული რეალიზაცია და სისტემის მოდულების განვითარება.
 
პროექტის “გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილია გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემის შექმნა/განვითარებ, რომელიც გარემოზე ზემოქმედების ტრენდების მონიტორინგის გზით, კერძოდ კი არსებული გარემოსდაცვითი ინფორმაციის (კლიმატის ცვლილება/ბიოლოგიური მრავალფეროვნება/ მიწის გაუდაბნოება და დეგრადაცია) თავმოყრისა და მუდმივი განახლების, ასევე სისტემის ანალიტიკურ საშუალებებზე დაყრდნობით მოგვცემს მართვის შესაძლებლობების განვითარების, მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობისა და გადაწყვეტილების მიღების საშუალებას.
 
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ: 
ირაკლი ბალანჩივაძე
ტელ: 577 96 05 56
ანა ტარყაშვილი 
ტელ: 599 99 95 49

Latest news